ქართული
Studio
Modification in Process

 

 


THE TESTAMENT OF AVT'HANDIL TO KING ROSTEVAN WHEN HE STOLE AWAY
Paintings
Voices
THE TESTAMENT OF AVT'HANDIL TO KING ROSTEVAN WHEN HE STOLE AWAY
796 დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად:
”ჰე, მეფეო, გავიპარვი ძებნად ჩემგან საძებრისად;
ვერ დავდგები შეუყრელად ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად;
შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად.
საწერად.
აქ: სათქმელი, სახსენებელი. ტაეპის აზრია: დაიწყო ისეთი ანდერძის წერა, რომლის ხსენებაც კი სიბრალულის აღმძვრელია.
იმის საძებრად, ვისაც ჩემგან ძებნა ეკუთვნის (ტარიელის). შესაძლოა სხვა გაგებაც: ძებნა ნიშნავს “ცდას”, “მცდელობას”. მაშინ აზრი შემდეგია: გავიპარე იმისათვის, რომ ჩემს საცდელს ვეცადო, იმის შესრულებისათვის ვიზრუნო, რაც ჩემი ვალია, ჩემი შესასრულებელია (იგულისხმება: ტარიელისადმი დახმარება).
ჩემთვის.
შემინდე, მომიტევე, მაპატიე.
წამაყოლე.
სიბრალული, თანაგრძნობა, წყალობა.
ღვთიური მოწყალების მსგავსად.
797 “ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლად თქმულსა:
”სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.”
ბოლოს, საბოლოოდ.
გადაწყვეტილებას, ნაბიჯს.
მიატოვებს, გასწირავს, გაიმეტებს.
მეგობარს.
მოსიყვარულეს.
მოგახსენებ, შემოგბედავ.
სასწავლად, სამოძღვროდ თქმულს.
შემდეგ.
798 “რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა,
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.
სათავეა, საწყისია, მიზეზია.
უღირსობის, უხეირობის, მორალური ნაკლოვანების.
მიტოვება, გაწირვა, გამეტება.
როგორ გავწირავ? როგორ გავიმეტებ?
მეგობარი.
ძმაზე უახლოესი, ჩემთან ძმობაზე უფრო მტკიცე კავშირით შეკავშირებული.
(თუ) არ შევასრულებ.
იმიტომ, იმისთვის.
შევერთოთ, შევუერთდეთ.
ზეციურ გუნდთა წყობისა, წესრიგისა. ტაეპის აზრია: იმისთვის ვსწავლობთ, სიბრძნეს იმისთვის ვიძენთ, რომ ჩვენი მორალური ქცევით სამყაროს უზენაეს წესრიგს შევერწყათ (იხ. კომენტარი).
799 “წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ!
”სიყვარული აღგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ.
შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ?!
ქრისტეს მოწაფენი.
როგორ.
როგორ.
ამბობენ.
გაიგე, მიხვდი, გაიაზრე.
გონება.
შეუწყე შენი გონება (ამ ჭეშმარიტებას).
არ გჯერა.
როგორ დავაჯერო? როგორ დავაჯერებ?
800 ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი, შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად;
იგი გახდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.
ვინც შემქმნა, გამაჩინა (ლაპარაკია ღმერთზე).
ძალა, უნარი.
მტერთა დასაძლევად.
ძალა.
დამხმარედ, მშველელად.
ყველა მიწიერი არსებისა.
ვინც ყოველივე არსებულს მის საზღვარს უჩვენებს, ყოველივეს განსაზღვრულობას აძლევს.
აქცევს.
ერთ წამში, ერთ დახამხამებაში.
801 “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების,
მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების;
თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვენების;
მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!
არავითარი საქმე არ მოხდება.
ვერმხედველი.
ლამაზი სანახავი.
უცხო, იშვიათ მშვენიერებად ესახება.
როგორ გავძლებ.
იგულისხმება: უტარიელობა.
როგორ.
მეამება, მესიამოვნება, შემერგება. სტროფის აზრია: ყოველივე ღვთის ნებაა: ვარდი უმზეოდ ჭკნება, მშვენიერი სანახავი თვალს ატყვევებს.
რაკი ჩემმა თვალმა ტარიელი ნახა და ისიც ვიცი, რომ მას დაღუპვა, უმზეოდ დაჭკნობა ემუქრება, ახლა როგორ გავძლებ, რომ მის საშველად არ ვისწრაფო?
802 რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა;
აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა;
სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!
თუმცა.
რაც უნდა სწყრებოდე.
შემინდე, მაპატიე.
ბრძანება.
თქვენი ბრძანების დარღვევა.
ძალა, უნარი.
დატყვევებულს (იგულისხმება, რომ ავთანდილის გონება ტარიელზე ფიქრმა დაატყვევა).
ამებისა. ტაეპის აზრია: მე, ტარიელზე ფიქრისგან დატყვევებულს, არ შემეძლო თქვენთვის ეს მეამებინა - მასთან არ წავსულიყავ და თქვენთან დავრჩენილიყავ.
ახლა.
ცეცხლი.
წვა. ჩემთა სახმილთა გზნებისა. იგულისხმება: ჩემი ტანჯვისა.
სადაც გინდა.
რა მენაღვლება.
ჩემი ნება (თუ) შევასრულე, (თუ) შევასრულებ. გ და დ ტაეპების აზრია: წასვლა ჩემი ტანჯვის წამალია.
თავი მის საშველად გადავდე მაშინ აღარ დავეძებ, რა დამემართება.
803 არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა,
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა;
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
არაფერს.
მწუხარება, ნაღველი.
არ წავა აუხდომლად, აუცილებლად ახდება. მომავალი საქმე ზენა. იგულისხმება: განგებისგან წინასწარ გადაწყვეტილი საქმე.
მამაკაცის.
სიძნელის, გასაჭირის ატანა.
შეუძლოა.
ადამიანს.
ღვთის ნება და მოვლენათა ღვთიური წინასწარგანსაზღვრულობა.
გადახდომა, გადალახვა, თავის არიდება. სტროფის აზრია: ცრემლის ღვრა და მწუხარება უსარგებლოა. რაც განგებისგან გადაწყვეტილია, ის მოხდება. კაცმა უნდა გაიჭირვოს და მის თავს მოსულ უბედურებას ვაჟკაცურად შეჰხვდეს.
804 “რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,
გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;
თქვენვე გნახნე მხიარულნი, დიდებით და დავლა-მრავლად!
მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.
განუგია, განუკუთვნებია, გადაუწყვეტია.
ჩემს თავს მოსასვლელად, ჩემს თავს მოსახდენად.
დამემართოს, თავს გადამხდეს.
დავბრუნდე.
ნაცარი, ფერფლი.
გნახოთ.
სიმდიდრე, ქვეყნიური სიკეთე. აგრეთვე: სამხედრო ნადავლი, სახელი.
მას (თუ) რამეს ვარგებ.
კმარა.
ეს. სტროფის აზრია: რაც ჩემთვის ღვთის განგებას დაუწესებია, დაე, ის გადამხდეს და თქვენთან დავბრუნდე; გული ისე დამეწვას, რომ ფერფლიც აღარ დარჩეს; ნეტავ თქვენ გნახოთ მხიარულნი, დიდებითა და ძლევით შემოსილნი, მე კი ისიც მეყოფა სახელად, თუ ტარიელს რამე ვარგე.
805 “მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა!
მეფეო, ნუ, თუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა!
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,
პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.
ეს.
არჩევანი, გადაწყვეტილება. იგულისხმება: ტარიელის საშველად გაპარვა.
მომკალ, თუ ვინმემ დამიწუნოს!
ნუ დაგამწუხრებთ!
მოვატყუებ, ვუმუხთლებ.
ლაჩრის, მხდალის შესაფერს.
შემარცხვენს.
სამარადისო. აქ: საუკუნო ცხოვრება, “საიქიო”.
(როცა) ორივენი იმ ქვეყნად მივალთ.
806 “არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.
რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!
მეგობრის.
არასოდეს.
სირცხვილი, სამარცხვინო რამ.
სირცხვილნაჭამს; ისეთს, ვისაც სამარცხვინო რამ აქვს თავის წარსულში ან აწმყოში.
ღალატის ჩამდენს.
იგულისხმება: საღალატო საქმეს ვერ ვუზამ, ვერ მოვატყუებ.
იმ მზისებრ ხელმწიფეს. ან: იმ სვიან, ბედნიერ ხელმწიფეს (ლაპარაკია ტარიელზე). მეორე შემთხვევაში ტარიელი “მზიანად”, ბედნიერად იმ აზრით ჩაითვლება, რომ იგი სრულყოფილი გმირია და, მაშასადამე, ბედნიერი ხელმწიფობისთვისაა მოწოდებული.
უარესი.
რაა უარესი კაცზე.
ამპარტავანი, მოამაყე, თავის თავში ზედმეტად დარწმუნებული, მკვეხარი.
(სავაჟკაცო) საქმეში შემყოვნებელი, ზარმაცი, განზრახვის ვერშემ¬ს¬რულებელი.
807 რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!
რაა უარესი კაცზე.
ომში.
(შიშისაგან) პირის დამღმეჭი.
სიკვდილის მოაზრე; ისეთი, რომელიც ომში სიკვდილზე ფიქრობს (და არა გამარჯვებაზე).
მშიშარა, მხდალი.
ქალს.
მქსოველს. ქსელზე “ბეჭის” (საქსოვი იარაღია) მცემელს (ალ. ჭინჭარაული).
მოპოვება, შოვნა.
ყველა (სხვა) საშოვარს, ყველაფერს, რისი მოპოვებაც შეიძლება.
808 “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!
დაიჭერს.
ყველა.
გათანასწორდება.
ძლიერი და მამაცი.
ბოლოს, საბოლოოდ.
შეყრის.
ერთად.
აქ: ახალგაზრდა.
მოხუცი.
809 მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენდა კადრებად ამისად:
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად;
თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად!
მერე. აქ: კიდევ.
ვშიშობ.
თქვენთვის.
თქმა. ტაეპის აზრია: მეშინია თქვენთვის ამის თქმისა, ვშიშობ თქვენთვის ამის თქმას.
ცდება.
ვინც.
ყოველ წამს, წამიდან წამზე.
შემაერთებლად, შემახვედრებლად.
ყველასათვის.
ერთად. ტაეპის აზრია: მოვა სიკვდილი, ყველასათვის დღისა და ღამის გამაერთიანებელი, დღის ღამედ მქცეველი.
სიცოცხლე მქონდეს.
ისე, როგორც ჟამს შეეფერება (იხ. კომენტარი).
810 “თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, —
მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე, მლმობელმან.
წუთისოფელმა.
უცხო მხარეს გადახვეწილი.
იქ საიქიოს. ან: შესაძლოა, აქ ეს სიტყვა ნიშნავდეს “მაშინ, იმ დროს”
შემიბრალოს.
შემბრალებელი, თანამგრძნობი, მწყალობელი.
შემატკივარი, ლმობიერი.
811 “მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:
მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.
ქონება.
აწონილი.
სიმდიდრე.
არაფრის მქონე.
ჩემი სულისთვის იზრუნებენ, მისთვის ილოცებენ.
გამიხსენებენ.
მოვაგონდები.
812 “ღმერთსა მვედრებდეს მრავალი გლახაკი გულ-მხურვალები,
დამხსნას ხორცსა და სოფელსა, სხვად ნურას შევიცვალები,
კვლა ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწვავს, იგი ალები,
მომცეს მკვიდრივე მამული მუნ, ჩემი სასურვალები!
შემვედრებს.
გულმხურვალე.
განმათავისუფლოს ხორცისაგან და ამ ქვეყნისაგან.
სხვა მხრივ.
ნურაფრით შევიცვლები, ნუ შევიცვლები.
აგრეთვე.
ნუ დამწვავს.
კუთვნილი.
იქ.
სასურველი.
813 დამხსნას ბნელსა და ნათელი შემმოსოს ზესთა ზენისა,
მუნ დამიუნჯოს, წამალი სადა ძეს წყლულთა ლხენისა,
ჩემი არ ჰქონდეს შეძლება სოფლისა მღილთა კბენისა,
ფრთენი მომესხნენ და ძალი მომეცეს აღმაფრენისა.
მიხსნას ბნელისაგან, განმათავისუფლოს სიბნელიდან.
ცისა.
იქ.
შემინახოს, ადგილი მომცეს.
ძევს, არის.
დაამების, მორჩენის.
მწერებს. ტაეპის აზრია: მარადიულ ნათელში დამამკვიდროს, რათა წუთისოფლის წვრილმანი ზრუნვა ვერ შემეხოს.
ფრთები.
ძალა.
ზეცისაკენ სწრაფვისა.
814 “რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად,
მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად;
ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად!
შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.
არ ვარგოდეს.
სიმდიდრის საცავში, საგანძურში.
სამადლო თავშესაფარი დავრდომილთა და უცხოთათვის.
ნურაფერი.
დასახარჯავად.
შენს გარდა.
მყავს.
ჩამქრობად.
815 “ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის,
ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს, არ გეთნევის,
არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის,
შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!
გეცნობება, მოგივა.
ამიტომ.
გაბარებ, გავედრებ.
წერილი.
გეტყვის, მოგახსენებს. აქ: გაგაგებინებს.
თქვენი თნევა, თქვენი ამება და პირში ფერება აქ არ შეიძლება.
არაფერს.
დაიძლევა. ბ და გ ტაეპების აზრია: ამიტომ გავედრებ ჩემ სულს. ეს წერილი პირდაპირ გაგაგებინებს ჩემს ზრახვას. პირფერობა და მაამებლობა აქ უადგილოა, იგი არაფერს არგებს ჩემს სულს, რომელიც ამით ეშმაკისაგან ძლეული აღმოჩნდებოდა.
შემინდე, მაპატიე (გაპარვა).
რაღა შეიძლება გადამახდევინო? რაღა პასუხი მომეთხოვება?
816 გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა;
ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა.
ნუგეშინის-ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა,
ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.
გავედრებ. მონასა. იგულისხმება: ყმას, ვასალს (და არა “მონას” სიტყვის დღევანდელი აზრით).
ჭარბად.
უბედურება, გასაჭირი.
თავის წილად, თავისთვის.
ანუგეშე, ნუგეში მიეცი!
დაადენ.
817 გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა.
აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა!
ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა,
სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”
დასრულდა, დამთავრდა.
გახელებული გულით.
მწუხარებაში ნუ ხართ. მეფენი. იგულისხმება: როსტევანი და თინათინი.
გამარჯვებით, დიდებით იყავით! დაე, ჰსუფევდეთ, მეფობდეთ!
მოსარიდებლით, პატივსაცემით, საშიშარით.
818 მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა,
უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა,
შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”.
მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.
წერა რომ დაამთავრა.
აქ: მიართვიო.
მცოდნე.
საქმის ცოდნით, ტაქტით, სიფრთხილით.
გადაგაჭარბებს.