OF THE GOING OFAVT'HANDIL TO P'HRIDON'S WHEN HE MET HIM AT MULGHAZANZAR
960
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა? ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრისადათ ძირსა! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!
წუთისოფელო, საწუთროვ.
რას შვრები? აქ: რას გვიშვრები?
ყოველი.
დაე, მუდამ ჩემსავით ტიროდეს.
ამოუძირკვავ, ამოუფხვრი.
საიდან.
მაგრამ.
1. მიატოვებს, 2. გასწირავს.
961
ავთანდილ, მისი გაყრილი, ტირს, ხმა ასწვდების, ა-, ცამდის, იტყვის, თუ: “ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის; აწაგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის. კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძესკაცით კაცამდის”.
სწვდება.— ზმნისწინი ზმნისა “ასწვდების”. განმეორებულია აზრის გასაძლიერებლად.
ამბობს.
აქ: კიდეც. საერთო აზრია: ცრემლი ადრეც მდენია და ახლაც მდის.
ახლა.
ასე.
როგორც.
დაამდებოდა ხოლმე, საამო იყო. ტაეპის აზრია: ახლა ტარიელთან განშორება ჩემთვის იმდენადვე ძნელია, რამდენადაც მაშინ (გამოქვაბულში რომ ვიყავით) სასიამოვნო იყო მასთან ერთად ყოფნა.
თანასწორი, ერთნაირი.
ძევს, დევს.
კაციდან.
დიდი მანძილია, დიდი სხვაობაა კაცსა და კაცს შორის (იგულისხმება: ტარიელი სხვა ადამიანებს არ ჰგავს, მათი ტოლფასი არაა).
ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა, ბროლიდალალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა; გაჰმაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ-ა; იტყვის, თუ: “ბნელი რას მიკვირს, რათგან დაგაგდე, მზეო, და-!”
ღრებოდა; ჭნებოდა.
განწყობილების აღმნიშვნელი მეტაფორაა,
ავთანდილის დაღონებისა,
ავთანდილის ტანისა,
თეთრი პირისახისა,
ლოყებისა,
დარდისაგან გალურჯებული სახისა.
იქცეოდა.
ამიტომ.
მხნედაა, მხნეობას არ კარგავს.
ამბობს.
მიგატოვე.
ზმნისწინი ზმნისა “დაგაგდე”, განმეორებული აზრის გასაძლიერებლად.
964
მზესა ეტყვის: “მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად; ხელსამალხენს ნახვა შენი, ამადგიჭვრეტ არ-დამცადარად; მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად?
ეუბნება.
მსგავსად.
გახელებულს, შმაგს, გონდაკარგულს.
მსიამოვნებს, გულს მიამებს.
ამიტომ.
გიყურებ.
მოუწყვეტლად, თვალის მოუშორებლად.
მაგრამ.
დასტოვე.
965
“თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს, მე, გლახ, ორნიდამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს?! მაგრა კლდესა არად შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს; წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს ანუ გაამსივნებს”.
ზამთარში.
იგულისხმება: თინათინი და ტარიელი.
დამიტოვებია.
აქ: როგორ.
გაიტანჯება.
არაფრად მიაჩნია, ვერაფერს აკლებს (იგულისხმება: ეს ტანჯვა).
არასოდეს.
ტკივილს ამხელს.
ან.
966
მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: ”აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!
ელაპარაკება.
ეუბნება.
გევედრები.
მძლევი, მომრევი.
უძლიერესთა მომრევის მომრევს.
ვინც.
ბედი.
ამა თუ იმ ხელმწიფის მეფობას ბედს აძლევ, მის ბედსა და უბედობას განსაზღვრავ.
967
“მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა, მას უთხარ, თუ: “ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა”.
მოდი.
სატურნი.
1. მიატოვებ, 2. გასწირავ.
968
“ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსაბრჭესა ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებუმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?
იუპიტერი.
გევედრები.
სამართლიანს.
მოსამართლეს.
(ჩემი) გული (თინათინის) გულს შეედავება, სამართალს მოძებნის.
აქ: გაამტყუნებ.
უფრო მართალს.
969
“მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენით-ა.
მარსი.
შემღებე. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
უთხარ!
ტანჯვა.
გააგებინე!
როგორ გავმხდარვარ.
გულს აღარაფერი ლხენა აღარ აქვს.
970
“მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.
ვენერა.
მიშველე რამე!
ვის მარგალიტებრ კბილებსაც გარს ძოწისებრ წითელი მარჯნისებრი ბაგე ავლია.
ამშვენებ, ალამაზებ, სიტურფეს ანიჭებ.
დატოვებ.
გონებით.
971
“ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა: მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა; დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა, ვითა თმასა.
“მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები; მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანურაგვარვბნდები, მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.
მოდი.
ვხდები.
(თინათინი).
ვმსხვილდები.
ვწვრილდები.
(თინათინს).
ტანჯვანი.
ან.
როგორ.
გონებას ვკარგავ, გული მიმდის.
973
“აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან, მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნიუშრეტნი მდებიან”.
გონებას კარგავენ.
მოდიან.
მოწმედ მიდგებიან, მემოწმებიან.
(თინათინს).
გააგებინებენ.
რა ცეცხლნიც.
ჩაუქრობელნი.
974
აწ გულსა ეტყვის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია, რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თუ-რე გძმობია! მეც ვიცი, ჩემსა ხელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია, მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!
ახლა.
ეუბნება.
როგორც უნდა გდიოდეს.
ეშმაკი.
ხომ არ გძმობია?
გამხელებელს, გამაგიჟებელს (ლაპარაკია თინათინზე).
თმად ჰქონია. ყორნის ბოლო შავი თმის აღმნიშვნელი მეტაფორაა.