ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა, ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრის ბევრითა. მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონომევ, რითა!
მიდის.
წერწეტი.
გარემოცული, შემორტყმული.
იშვიათი, განსაკუთრებული ჯიშისა.
იმ ქვეყნის, იმ მიწა-წყლის.
გაგაგებინოთ.
შემოკლებული “მევე”; ან “მეო, ჩემო თავო”. მაშინ “მევ” მძიმეებით უნდა გამოვყოთ (ალ. ჭინჭარაული).
1071
მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა, ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა, დაჯდა სკამითა, მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა, იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.
იმ ბაღების.
თოკით.
განიერსახელოებიანი ზედა ტანსაცმელი. მიღებული იყო ვაჭართა და მოქალაქეთა წრეში.
მოიყვანეს.
დაქირავებულნი. დრამა ფულის წვრილი ერთეულია.
უფროსობს, მეთაურობს (ქარავანს).
1072
მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა, მას ყმასაუჭვრეტსშეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა; ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა: ”ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?
იმ ბაღის მებაღე, რომელსაც მისდგომოდნენ, რომლის ახლოსაც იმყოფებოდნენ.
იმ მოყმეს (ავთანდილს).
უცქერის.
აღტაცებით, გაოცება-მოწიწებით.
აქ: სხივი.
სხივოსან, შუქის გამომცემელ სახეში.
ავთანდილმა.
ელაპარაკა.
უაზროდ, დაბნეულად მოლაპარაკეს. ავთანდილს სიტყვა-პასუხიანი, დალაგებით მეტყველი მებაღე შეჰხვდა. შესაძლოა სხვა გაგებაც: მცთომელი ის, ვისაც წამოსცდება: გაოგნებული მებაღე უსიტყვოდ შესცქერის ავთანდილს, მას აღტაცებისაგან სიტყვა პირზე შეშრობია.
1073
“წვრილად მითხარ ყველაკაი, — ყმამას კაცსა ეუბნების, — რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?” ჰკადრა: “გხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.
დაწვრილებით.
ყველაფერი.
მოყმე (ავთანდილი).
იმ კაცს.
1074
“ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშარო — ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა; მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.
ესაა.
ათი თვის სავალ მანძილზე გადაჭიმული.
აქ: ხოლო, კი.
ქალაქი
დედაქალაქი.
აქ: ძვირფასეულობით, ღირებული ნივთებით.
აქ: აღსავსე, (რაიმეს) უხვად მქონე.
ბედი, იღბალი.
ამქვეყნიური სიკეთე: სიმდიდრე, ბედნიერება, წარმატება, აგრეთვე სახელი.
1075
“აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყოს ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები; ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.
გაახალგაზრდავდება.
ბერიკაციც რომ იყოს.
გართობა.
მუდამ.
თანაბრად, თანასწორად.
შემოგვნატრიან.
ვინც არიან.
1076
“დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ; უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.
პოულობენ.
მოიპოვებენ.
დახარჯავენ. აქ: ხარჯავენ.
ერთ თვეში.
საქონელს.
ყოველი მხრიდან.
ქონებას დააგროვებენ, შეძლებულნი გახდებიან.
1077
“მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა: თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა; პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.
ამ ამბავსაც გეტყვი.
დღეისა, დღევანდელი დღისა.
პირველად, ჯერ.
ეკუთვნის. ტაეპის აზრია: მოსულმა ვაჭრებმა საუკეთესო (უტურფესი) საქონელი ჯერ უსენს უნდა უჩვენონ და მერე გაყიდონ.
1078
“რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესთასეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან; მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.
რომ.
მიართმევენ.
ჰქონდეთ.
ყველაზე ძვირფას ნივთებს.
სამეფოდ.
მეფისათვის გადადებენ.
იქვე.
ათავისუფლებს. აქ: შეუზღუდველი ვაჭრობის ნებას აძლევს.
როგორც ენდომებათ.
1079
“თქვენებრთა საპატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება; დამყენებულთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება! გამოგებვა და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.
ეკუთვნის, ევალება.
დაყენება თავის სახლში, მასპინძლობა.
. იგულისხმებიან, როგორც ჩანს, ის მსახურნი, რომელთაც მომსვლელის მიღება ავალიათ.
ეუბნება, თუ ვინ უნდა დააყენონ მის სახლში და ვინ არა.
ახლა.
წინ მოგებება.
მოწვევა, თხოვნა. წესის თანახმად, უსენი უნდა გაეგებოს ავთანდილს და თავის სახლში მიბრძანება სთხოვოს.
1080
“ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი”.
დამიტრაბახებია, ჩემ სასახელოდ მიმაჩნია. იგულისხმება: იმ დიდებული მოყმის დანახვა მესახელება. შესაძლოა ასეთი გაგებაც: ვაცხადებ, საქვეყნოდ ვამბობ (ალ. ჭინჭარაული).
აქ: ახალგაზრდა კაცი.
მოდის.
შემხედველებმა.
დანახვა.
(მის) შუქს მზედ ხედავენ, მზედ ეჩვენებათ.
1082
“ვაჭარი ვინმე, პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.
ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა, მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხედეს შინა; ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე-ვით-ვატყევ, არ ეწყინა.
დაიტყო, გამოავლინა, აჩვენა.
შევიდნენ.
დასხდნენ.
როგორც შევატყე.
1086
ფატმან ხათუნ — თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრამზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი; დია ედვასასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.
მოხდენილი, საამო შესახედავი.
აქ: ნორჩი, ძალიან ახალგაზრდა.
მაგრამ.
მომჯადოებელი, მომხიბლავი. შესაძლოა სხვა გაგებაც: ზმებით მოლაპარაკე, მოარშიყე (ალ. ჭინჭარაული).
ტანით, აღნაგობით.
მემუსიკეთა.
ბევრი ჰქონდა.
საპარადო, საკეკლუცო, საკოხტაო.
დასახურავი.
1087
მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა, ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: “ვარგა”. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა; სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმაგავიდა ღამით გარ, გა-.
იმ ღამეს.
შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. კარგი, ძვირფასი. 2. საიუველირო ნივთები, ოქრომჭედლის ნაკეთობა და თვალმარგალიტი. მიმღებელთა. შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. მიმტანებმა. იმათ, ვისაც ავთანდილმა ძღვენი გაატანა, 2. მიმღებებმა (იგულისხმება თვითონ ფატმანი).
შესაძლოა სამგვარი გაგება: 1. ძვირად უჯდება. 2. ძვირად უღირს, დიდად ახარებს, 3. ამაოდ არ ჩაუარა, აუნაზღაურდა საჩუქრით და ავთანდილის თანამეინახეობით (ალ. ჭინჭარაული).
მოყმე (ავთანდილი).
გარეთ.
ზმნისწინი ზმნისა “გავიდა”, განმეორებული მნიშვნელობის ხაზგასასმელად.