AVT'HANDIL'S DEPARTURE FROM GULANSHARO, AND HIS MEETING WITH TARIEL
1336
გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმენავითა; პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა; მას შეყრა ტარიელისა უხარისმით ამბავითა; ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.
გულანშაროდან.
შეხვედრა.
გამოიარა.
მის გზაზე მიმავლით.
ხომალდით.
ჩორთით ან ტარებით მიჰყავს (ცხენი).
მარტო, თავისი თავის ამარა.
უხარია.
იმ ამბის გამო.
(სალოცავად) ხელაპყრობილი, (ან: ხელებგაშლილი). აქ ეს გამოთქმა აღნიშნავს არა ავთანდილის ფიზიკურ მდგომარეობას, არამედ მის სულიერ განწყობილებას.
მოიმედე.
1337
მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლისცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა. სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.
მოტანებული, მოახლოებული იყო.
მიწიდან.
(ავთანდილის და ტარიელის).
ზოდიაკოს, თანავარსკვლავედის.
შეცვლა.
ახალ ზოდიაკოში შედის ანუ მასზე “ჯდება”.
სარატანზე ანუ კირჩხიბზე (“ეტლის” სახელია, რომელზედაც მზე ზაფხულში “ჯდება”).
ამოისუნთქა, ამოიოხრა.
რომ.
დიდი ხნის უნახავმა.
1338
აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა; ვარდთა აკოცა ბაგითა მის ვარდისავედარითა, უბრძანა: “გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა, მისადსანაცვლოდმოვილხენ თქვენთანა საუბარითა”.
ცრიდნენ.
იმ ვარდისავე.
მსგავსით.
(იგულისხმება: თინათინის).
მაგიერ.
ვილხენ.
1339
რა მოეგონისმოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი. ტარიელისკე იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი, სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.
რომ მოაგონდებოდა.
აქ: მეგობარი.
სდიოდნენ.
საჯაფო, ძნელი (ალ. ჭინჭარაული).
უკაცრიელი, დაუსახლებელი.
მიდამოები.
ნახავდა ხოლმე.
დახოცავდა ხოლმე.
ბუჩქნარში (ან: მაღალ ბალახებში) მცხოვრებნი.
1340
ქვაბნიგამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: “იგი კლდენია, სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია; ღირს ვარცა, ვნახო პირის-პირ, ვუამბო, რაცა მსმენია? არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა? ცუდ ჩემი განავლენია!
გამოქვაბულნი.
გამოჩნდნენ.
იცნო.
მეგობარი.
ვისთვისაც.
ღირსი ვარ; ან: ღირსი ვარ?
(თუ) არ იყოს მოსული.
დახმარება.
ამაო, უსარგებლო (ყოფილა, დარჩენილა) ჩემი შრომა მის დასახმარებლად!
1341
“თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა, სჯობს, თუ შამბ-შამბწავიარო”, — იგონებდა, იხედვიდა, ესე თქვა და მიუქცივა, მინდორთაკე წამოვიდა.
უსათუოდ.
დაჰყოფდა, გაატარებდა.
ივლიდა.
ბუჩქნარში. ან: მაღალ ბალახებში.
გავიარო.
ისაზრებდა, ფიქრობდა.
(გარშემო) იყურებოდა.
ეს.
მიუბრუნა (ცხენს თავი); მიუხვია.
1342
მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელ-დებით უყივის ხმითა მით სახარულითა. ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა.
მიჰყავს ჩორთით ან ტარებით (ცხენი).
სახელს უძახის.
სასიხარულო. აქ: გახარებული.
გაიარა.
იდგა.
გალესილით.
1343
ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა; შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ჰხლებოდა; ყივილი ავთანდილისი ესმოდა, ეოცებოდა, შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლტებოდა.
ამიტომ.
ეცხო.
ბუჩქნარი. ან: მაღალი უხეში ბალახი.
თან ჰყავდა.
ყვირილი.
ეჩვენებოდა. აქ: ესმოდა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ ესმის; შორიდან ესმოდა.
ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა; გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვაჰკრთებოდა; ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა, აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდე ჭნებოდა”.
ელაპარაკებოდა.
წითელი მარჯანი. მეტაფორულად აღნიშნავს ბაგეს.
1. სხივი. 2. ელვა.
უკრთოდა, უბრწყინავდა.
ეუბნებოდა.
გავიგე.
რომ.
ვარდი აქ ტარიელის სიცოცხლისა და ხალისის აღმნიშვნელი მეტაფორებია.
1347
ტარიელ უთხრა: “ჰე, ძმაო, კმა არს, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, — ნახვა შენია; სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა არ საქმე ზენია!”
შვება მინახავს, გამიხარია.
მთელი.
ის დღეს უკვე ბედმა მარგუნა.
სხვა მხრივ;
რამე.
კაცი როგორ იპოვის?
ქვეყნად.
ზეციური. ტაეპის აზრია: კაცი ვერ ნახავს ქვეყნად არაამქვეყნიურს, ზეციურ რასმე (იგულისხმება, რომ ნესტანის პოვნა სწორედ ასეთი რამ იქნებოდა). (ალ. ჭინჭარაული).
1348
რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა, მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გაძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინბაგეთათვარდი ვარდა. რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოჰვარდა.
რომ ...არ დაიჯერა.
იმ ამბის.
ვინც.
ბაგეებიდან.
იგულისხმება: ვარდები ყარა. ნესტანი რომ დაილაპარაკებს ან გაიღიმებს, მისი ბაგეებიდან, თითქოს, ვარდები იფრქვევა.
ტარიელმა რომ დაინახა.
იცნო.
გამოართვა.
ეცა, მიჰვარდა (რიდეს).
1349
წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გა-ცა-შალა მან, პირსა დაიდვა, — დაეცა, — ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაექცეს, მოდრიკნა თავნი გიშრისა ტალამან. მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან!
გაშალა. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის,
აქ მეტაფორულად აღნიშნავს ტარიელს.
წინადადების პროზული წყობისას ეს სიტყვა ბოლოში იქნებოდა.
გაექცნენ.
გული წაუვიდა.
გუშაგი (კაცი ან რაზმი).
წამწამების აღმნიშვნელი მეტაფორაა. საერთო აზრია: ტარიელს თვალები დაეხუჭა.
გაძლოს. აქ: გაძლებს.
ტანჯვა. კაენ, სალამან. (იხ. კომენტარი).
1350
ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა, შეჰფრინდა, შველად მიჰმართა მას, ტკბილად მოუბარესა, ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა; მისთა ნიშატთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.
უყურებს.
მწოლარეს.
მიჰვარდა.
ვერაფერი.
უშველა.
სულ, მთლად.
ცეცხლმოდებულს.
სიხარული. ტაეპის აზრია: მისმა სიხარულმა მისი სიცოცხლე შეიწირა.
აქ: ძელი. გიშრისა ჭერი წამწამების აღმნიშვნელი მეტაფორაა. ავთანდილი წამწამებს აფა¬ხულებს და ამით ყორანს (წვერ-ულვაშს) აფრთხობს (ალ. ჭინჭარაული). შესაძლოა სხვა გაგებაც: ავთანდილი შავ წვერ-ულვაშს (“ყორანს”) იგლეჯს და ტარიელისკენ დახრილი ბროლისებრი პირისახიდან ძირს ყრის.
მაგარი მუშტისა.
ალმასი.
ურო ან ჩაქუჩი.
იქიდან.
გადმოდინდნენ, გადმოდიოდნენ.
წითელი მარჯანი.
1352
პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა: ”რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა, წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა! ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.
გიჟს.
გარეტებულს, არაშერაცხადს.
სწრაფად, უცბად.
ჩასაქრობს.
მიეცეს. აქ: თუ მიეცა. ან: ეცეს, ეტაკოს; აზრია: თუ მიეცა, თუ ეტაკა.
1353
“მე მოვკალ ჩემი მოყვარე; რა მმართებს გაწბილებულსა? თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დაზმითგაგონებულსა! ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა, თქმულა: “სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!”
მეგობარი.
რა მეკუთვნის? რა უნდა ვქნა?
ბრალად ვდებ.
დაყოვნებით, დინჯად.
მოფიქრებულს, გააზრებულს.
აქ უნდა ნიშნავდეს “არასანდოს”, “მოუხერხებელს”.
1354
უცნობო-ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად. ავთანდილ ადგა, გამოვლნაშამბნი საძებრად წყალისად, მუნ ჰპოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად, მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.
ცნობიერებადაკარგული.
დევს. აქ: წევს.
ნატრუსი, ცეცხლით გარუჯული.
გამოიარა.
ბუჩქნარი; ან: მაღალი ბალახი.
იქ.
იპოვა.
საქრობად.
ისევ გახდა. ნაწილაკი “ვე” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის. ლაჟვარდი გალურჯებული პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა. ტაეპის აზრია: ტარიელს ფერი დაუბრუნდა.
1355
ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა; ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა, თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა. ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა.
იმ ლომს (ტარიელს).
წამწამებია.
აახილა.
ძალა.
ნესტანი. პოეტურ სახეს საფუძვლად უდევს ასტრონომიული მოვლენა: მზესთან “მიახლოებით” მთვარე შუქს კარგავს, ილევა.
1356
ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან, მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, — სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯერვე სტკივიან.
ზაფხულში.
სიახლოვე.
მაგრამ.
იძახიან. აქ: მღერიან.
1357
აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა — ორსავე ზედა მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!
გახელებული, შმაგი, გიჟი.
მუდამ.
საღი.
წუთისოფელი, ეს ქვეყანა. ტაეპის აზრია: ადამიანის გულისთვის, მისი გრძნობისათვის ეს საწუთრო მუდამ წყლულიანია, ჭრილობიანია, ტკივილიანია. იგი არასდროს უხინჯო, საღი არ არის. შესაძლოა ასეთი გაგებაც: კაცის გული მუდამ წყლულდება. (ალ. ჭინჭარაული).
იტყვის, თუ: “ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად, აწ რადღაგვმართებს ტირილი? ხამს, დავსხდეთ ქმნად ღიმილისად; ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისაწახდომილისად! ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.
ამბობს.
ქმნილად, საქმედ.
სწავლული. ამავე დროს, ეს სიტყვა “გაწვალებულსაც” ნიშნავს. ტაეპის აზრია: შენ, ამდენი წვალების მნახველს, ასეთი უგუნურება (იგულისხმება: გულყრა რიდის დანახვაზე) აღარ შეგეფერება.
დავიყაროთ. იგულისხმება: ისინი დავხოცოთ, წინ წავიდეთ და მათი დაყრილი ხმლები ზურგს უკან მოვიტოვოთ.
საღნი, დაუჭრელნი.
დავბრუნდეთ. იგი. იგულისხმება: იგინი.
დავამსგავსოთ. იგულისხმება: (მძორად) ვაქციოთ.
1361
მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა. შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვაჰკრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა; ვინ ღირს-ა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!
გული მისდიოდა.
შეჰხედავდა, ამართავდა ხოლმე.
აქ: სხივი.
უკრთოდა, უბრწყინავდა. ტაეპის აზრია: ტარიელის თეთრი პირისახე და შავი თვალები (სიხარულით) ელვარებდა.
“მე ვერა გიყო, ნაცვალსა ღმერთი გარდგიხდის ციერი, ზეგარდმომისიშემოგზღოსმუქაფა ჩემ-მაგიერი!” შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი; აწ გა-ვე-აძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.
ვერაფერს გაგიკეთებ.
სამაგიეროს.
ზემოდან (იგულისხმება: ციდან).
იმის (იგულისხმება: შენი სიკეთის).
გადაგიხდის, მოგცემს.
სანაცვლო, ჯილდო.
ამხედრდნენ.
წავიდნენ.
ჰქონდათ.
გააძღო. ნაწილაკი “ვე” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. შილიფად ჩაცმული, 2. უტვირთო, თავისუფლად მჯდომი.
იცნო.
მასთან ერთად.
თეთრცხენოსანი (ავთანდილი).
მღეროდნენ.
ბულბული.
დაუვარცხნელ-ჩაუცმელი.
1365
აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა, აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა. ზარ-აღებული ავარდა, ცნობაუც, ვითა მთრვალისა, არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა.
მუდამ.
ზარისგან (დიდი შთაბეჭდილებისგან) ატანილი, სულიერად შეძრული.
გონება.
აქვს.
გაგება. აზრია: არ იცის, რომ მოსმენა ელის.
ჯერ.
1366
მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით: ”ჰე, ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით! ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გვწადდა, იგი ვქმენით, აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!”
დაუძახეს.
ზეციდან.
გავხდით.
ქრობა.
დაამება. აქ: განკურნება. ტაეპის აზრია: ბედმა ტანჯვის ცეცხლი ჩაგვიქრო და მწუხარებისგან განგვკურნა.
1367
ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა ასმათის მოსახვეველად; მანმიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად, ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად; ”რა სცანო, რა ჰქმენ, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად!”
(ავთანდილმა).
მოჰკიდა. ალვა ასმათის ტანის აღმნიშვნელი მეტაფორაა. ტაეპის აზრია: ასმათის ტანი, რომელსაც ავთანდილმა ხელი მოჰხვია, მას წვრილ შტოსავით დაემორჩილა, სიხარულისგან დასუსტებული.
ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა, ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა. უთხრა, თუ: “ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა! მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა”.
წერილი.
ამ ნატანჯისა (ნესტანის).
მოგვიახლოვდა.
1369
ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, გაკვირდა, ზარმანაიღო, ათრთოლებს, ვითახელობა, ტერფით თხემამდისგაუხდა მას მეტი საკვირველობა, იტყვის: “რა ვნახე, რა მესმის? არსმცა ამისი მრთელობა?”
რომ.
წერილი.
შეიტყო;
აქ: ხელი (ნესტანისა).
აქ: დიდმა მღელვარებამ.
აიტანა.
როგორც.
სიშმაგე.
თავიდან ფეხებამდე.
გასვლა.
შეიპყრო, დაეუფლა მეტისმეტი გაკვირვება, თავიდან ფეხებამდე გაუარა.
ამბობს.
იქნება? შესაძლებელია?
ნამდვილობა.
1370
ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია, ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!”
ნუ გეშინია.
ეგ.
ნამდვილია, დასტურია.
მოგვიახლოვდა.
შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. არსებობა. 2. არსი, არსება, ბუნება. მაშინ ტაეპის აზრი იქნება: კეთილის არსება დღეგრძელია, გამძლეა, ხოლო ბოროტისა დღემოკლე, არამდგრადი (იხ. კომენტარი).
1371
ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა, ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა; ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა!
(ტარიელი).
რაღაცას.
ეხვეოდნენ.
ატირებდათ.
ლოყების აღმნიშვნელი მეტაფორაა,
წამწამებისა,
ცრემლებისა.
თუკი კაცი (ამას) მიხვდება, თუ კაცს ესმის.
1372
ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: “გვიყოო, რაცა სჯობდა! აწყავცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა”; ინდოთ მეფე მხიარული ხელ-განპყრობით ამას ხმობდა. ქვაბსშევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.
ტარიელ ეტყვის ავთანდილს: “ისმინე სიტყვა ასები, გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები: მე ოდესქვაბნიწავუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქათ მათი აქა ძესსაჭურჭლე ძვირ-ნაფასები.
ეუბნება.
ასობით გამოთქმული, გამეორებული. ან: ეს, ასეთი სიტყვები (ალ. ჭინჭარაული).
რაღაც ამბავს, ერთ ამბავს.
ცუდად, უხეიროდ (ცუდ მოამბედ) ნუ მოგეჩვენები.
როცა.
გამოქვაბული.
წავართვი.
გუნდები.
აქეთ.
დევს.
სიმდიდრე, განძეულობა.
1374
“მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია; მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რაზომია”. ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია, დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.
იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი. პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი, მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი, შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდული, არ-გახსნილი.
აქ: ოთახი. იგულისხმება კლდეში გაჭრილი ოთახები.
შიგ.
იარაღის და საჭურვლის საწყობი.
იქ.
შიგ.
1377
ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი ალმასი, ხრმალი ბასრისა მჭრელიო; თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკლველიო”.
თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავისთავ გამოსცდიდიან, ჯაჭვ-მუზარადსა აბჯარი მართ ვერა ვერ მოჰკიდიან; ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა, სჭრიდიან, მათ უღირსყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან!
ცალ-ცალკე, თავ-თავისთვის.
ვერაფერი.
აქ: ჭრა. ტაეპის აზრია: ვერც ერთ ხმალს და სხვა იარაღს ჯაჭვ-მუზარადი ვერ გააჭრევინეს, მასზე ფხა ვერ მოაკიდებინეს.
ჰკრავდნენ ხოლმე.
მსხვილ ძაფს.
ჭრიდნენ.
უღირთ.
მთელ ქვეყნად.
1380
თქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა; ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა”. აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისაქედითა, თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.
ეს.
ზემოდან, ზეციდან.
თავ-თავისი, ყოველი მათგანის.
კისერი. ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: აბჯრები მოიზომეს და ვისაც რომელი კარგად მოადგა, ის აიღეს.
მისართმევად.
1381
ოქროც რამეწაიტანეს, მარგალიტი ღარიბები, გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები. ავთანდილ თქვა: “ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები, ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები”.
აქ: გარკვეული რაოდენობა.
თან წაიღეს.
იშვიათი ღირსებისა, უნიკალური.
გამოვიდნენ.
აქ: სიმდიდრის საცავები.
დავამაგრებ.
ხელის გული. ტაეპის აზრია: ამიერიდან მხოლოდ ბრძოლა მახსოვს.