ქართული
Studio
Modification in Process

 

 


THE GOING OF TARIEL TO THE KING OF THE SEAS
Paintings
Voices
THE GOING OF TARIEL TO THE KING OF THE SEAS
1436 ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
შესთვალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.
მოვდივარ.
მძლევი, დამმარცხებელი.
დახოცვა, გაწყვეტა.
ქაჯეთიდან.
გნახოთ.
როგორც.
1437 აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;
მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;
ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია,
ამისად მუქფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.
ახლა.
იგულისხმება: საუნჯე, შენახული სიმდიდრე.
ყოველივე.
თქვენი გამოისობით.
შემხვედრია, მომსვლია, წილად მრგებია.
სანაცვლოდ, სამაგიეროდ.
უსარგებლო, ტყუილ–უბრალო.
1438 “მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ირე,
სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე,
კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე,
მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.
გავივლიდე.
ვიდრე.
მთლად.
იგულისხმება: მცველად, მეციხოვნედ დააყენე.
იარე.
1439 “თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა,
გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა;
მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა,
ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!”
მის გარდა.
სხვა მხრივ, კიდევ.
ვის ნახვას ინატრებს?
ვინც.
მზეზედაც უფრო ნათელია.
1440 რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, —
წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა, —
მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა,
მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.
რომ ესტუმრა.
შეუშინდება. აქ: აუღელდება.
მადლობა შესწირა და ადიდა.
აქ: სამართალი, სამართლიანობა.
სჯა, სამართლის განჩინება.
ამხედრდა.
1441 ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა,
მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, არ სიდიადე სათისა;
ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა;
უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.
გადაწყვიტა, ბრძანა.
აქ: დიდი რიცხვი, სიმრავლე.
საიუველირო ნივთთა.
სიმრავლე.
გიშერი. როგორც ჩანს, ნახსენებია როგორც იაფი რამ იმ “ტურფებთან” შედარებით, რაც ზღვათა მეფეს ტარიელთან მიაქვს.
(ტარიელის).
(ნესტანის).
(მთელი) ხმელეთის.
1442 შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა,
გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა,
შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა,
ქალი რა ნახა, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.
გაეგებნენ.
ჩამოქვეითდნენ.
მოსწყდნენ. იგულისხმება: გამოეყვნენ, წინ გაუსწრეს.
აქ: მეომარი, ჯარისკაცი.
მადლობა.
რომ.
ეტრფიალება. იგულისხმება: მოსწონს, შეჰხარის (მეფე ნესტანს).
მნათობებზე შემომდგარი სინათლის რკალი. ბროლი ნესტანის პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
1443 ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,
მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფეხი, პირი, ხელი,
იტყვის: “ღმერთო, რა გმსახურო, განმინათლდა რადგან ბნელი!
ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი!”
ამბობს.
შევიტყე, გავიგე. აქ: დავინახე.
მასზე გრძელი. იგულისხმება: ხანგრძლივი, გამძლე, მდგრადი.
1444 ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:
”ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,
აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,
მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი”.
ამბობს.
გაბზარული. მეტაფორის აზრია: დამწუხრებული, ნატკენი, შეურვებული. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
ახლა.
წინათ.
როგორც. გავსებული, მცხრალი მთვარის სხვადასხვა ფაზების აღმნიშვნელი ტერმინებია. აქ პირველი მეტაფორულად აღნიშნავს “გახარებულს”, მეორე - “მგლოვიარეს”, “მწუხარეს”.
ამიტომ.
ვჩანვარ. აქ: ვარ.
1445 ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა,
ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა,
უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა,
პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ, ვითა ხიდსა.
იხდის.
იქ.
სიმდიდრე.
ბევრს, საპალნედ ასაკიდს.
ოქროს ფულია.
ზედ დადიან.
როგორც.
1446 მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა,
ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა,
იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა,
კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.
იქ.
იდო.
გორა.
მდიდრული საქონლისა.
მთლიანის.
აქ: გამორჩეულის, მაღალხარისხოვანის.
კიდევ.
1447 ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა,
იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა.
დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა,
მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.
მოკლე ქათიბი.
რჩეული ლალი.
დასხდნენ.
(ნესტანი და ტარიელი).
სხივთა მკრთომელით.
შემხედველნი.
დაიწვნენ.
1448 ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი:
ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი,
თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი,
მოახსენეს: “მადლი რა ვთქვათ, სვიანმცა-ა დავლა თქვენი!”
უზომო.
საუკეთესო.
ჩასაცმელია (კაცის).
იშვიათთა, მრავალფერთა.
ბედი, იღბალი.
ბედნიერება, ქვეყნიური სიკეთე.
ბედნიერი იყოს თქვენი ბედი!
1449 ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა:
”დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა,
მერე, აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა,
ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა”.
მადლობას.
აქ: ჯერ ერთი.
აქ: მეორეც.
1450 ზღვათა მეფე მოახსენებს: “ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
მოახლეთა სიცოცხლეო, ვერა-მჭვრეტთა შორით მკლველო,
მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო!
რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!”
ძლიერო, გულადო, ყოჩაღო.
ახლოს მყოფთა.
ვერმხედველთა.
შორიდან.
შესაფერი.
რა მომერთმია? რას გიძღვნიდით?
რომ მოგშორდები.
რა მეშველება?
1451 ტარიელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია;
დავ, გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია;
აწ, რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.
დად მიმიჩნევია.
აქ: გულთბილობა, სიყვარული.
ახლა.
სიმდიდრე: ოქრო–ვერცხლი, თვალმარგალიტი და სხვ.
ქაჯეთიდან წამომიღია აკიდებული.
მომიცია.
1452 ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა:
”მე, მეფეო, ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;
რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ, ვითა რეტსა,
ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!”
მდაბლად თავი დაუკრა, მიწამდე მოიხარა.
ეუბნება.
მადლობას.
დიდს.
ჩაუქრობელს.
რომ მოგშორდები.
მტოვებ.
ნეტავი (შენს) ახლოს მყოფებს.
ვაი.
ვერმხედველს.
1453 ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი,
კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი:
”უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი საჩანგ-დაფენი,
მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.
ეუბნებიან.
მფენელნი (იგულისხმება: ნესტანი და ტარიელი).
გვინდა.
სიხარულნი.
ჩანგისა და დაფის (დაირის) დასაკრავნი.
მაგრამ.
გაგვიშვი!
ვჩქარობთ.
1454 “შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი საესავიო,
მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო”.
მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენდა თავიო,
რადგან ისწრაფით, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!”
საიმედო.
მაგრამ.
გთხოვთ.
თქვენთვის.
ჩქარობთ.
გითხრათ, მოგახსენოთ.
წადი! ან: წადით!
გიწინამძღვრდეთ.
1455 მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა,
გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა,
თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა,
ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.
გაამზადა, აღჭურვა.
ღვრიდნენ.
იცემდნენ.
იგლეჯდნენ.
ყრიდნენ.
1456 გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა,
კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა;
ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უიცართა,
ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.
გამოიარეს.
ერთად.
აქ: იმეორებდნენ.
იმ თავიდანვე გადაწყვეტილს. ტაეპის აზრია: ძმობის ფიცი კვლავ განაახლეს.
არამცოდნე.
(მღერა-სიცილის) მცოდნეებს, ჩვეულებს.
ბაგეებიდან.
ადგებოდა. ბროლისა ფიცართა თეთრი პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
1457 მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად,
კვლა ფრიდონის თავადთასანაომართა მათთა მთხრობლად:
”მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად,
ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად”.
იქიდან.
აქ: აგრეთვე.
მხედარმთავრებთან.
აქ: ომის ამბავთა.
მოდის.
მოდის ამაღლებული, ძლევამოსილი.
ლაპარაკია ტარიელზე.
გავხდით. დაზრობა გაუბედურების, მწუხარების აღმნიშვნელი მეტაფორაა.
1458 იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა,
მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა;
მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა;
მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.
(ნესტანი).
ტახტრევანში.
მიდიოდნენ ხუმრობა-სიცილით.
უხარიათ.
გადასვლა, მოშორება.
მივიდნენ.
სადაც.
ეგებებოდნენ. აქ: მოეგებნენ.
1459 მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები,
ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები,
ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გახსნის ცულები,
აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.
იქ.
ყველა.
ვისაც. წყლულები სულიერი ტკივილის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
შეუსრულა, დააგვირგვინა.
ყოველივე.
1460 ნესტან-დარეჯანს ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა;
უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა!
აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ სიძვირით-ა;
მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!
ვაი.
გავიგე, მივხვდი, დავინახე.
ძვირად არაა, უხვადაა.
აქ: გულთბილობას, თანაგრძნობას, სიყვარულს.
1461 ასმათ ჰკადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი,
ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი.
სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი!”
სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.
მეტაფორა შეიძლება ორგვარად გავიგოთ: 1. ნესტანის შვენება არ დაჭკნა, 2. ნესტანი ცოცხალია.
ბოლოს.
ასე.
აზრი შემდეგია: ღმერთმა ცხადი გახადა ქვეყნიურ მოვლენათა საფუძველი, რომელიც თვალთაგან დაფარულია
ღვთის სახიერება.
მიმაჩნია, მეჩვენება.
როცა. აქ: რაკიღა.
გნახეთ.
1462 დიდებულთა თაყვანის-სცეს, მოახსენეს დიდი ქება:
რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება!
ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება,
წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება”.
დიდებულებმა.
მდაბლად მიესალმნენ, მიწამდე თავი დახარეს.
რომ.
ღმრთეება, ღვთაებრიობა.
დაჭრილი. აქ: მიყენებული.
შეუძლია. წ
წყლულის განკურნება.
1463 მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს,
მეფე ეტყვის: “ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს;
იგი შვება საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს,
ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.
მოვიდნენ.
(ტარიელი).
ეუბნება.
გახარება. აქ: ცხონება.
აქ: საიქიოს.
სიზმრად ნახეს, ეჩვენათ.
იგულისხმება: ღმერთს.
ეზიარნენ.
გაიასოცეს, უხვად მოიმკეს.
1464 თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია,
მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი სანუკვარია”.
ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,
ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.
თუმცა.
მტკივა.
მაგრამ.
შეჰხვდათ, ერგოთ.
იქ.
საოცნებო, სანატრელი. იგულისხმება: ცხონება, საუკუნო ცხოვრება.
ეს.
მეტაფორის აზრია: მწარე ცრემლი ღვარა.
ნარგიზებიდან. ქუთუთოების აღმნიშვნელი მეტაფორაა.
ჩრდილოეთის ქარი.
ზამთარი.
1465 მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს,
რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს;
დადუმდეს და მოახსენეს: “რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს,
თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!
იქ.
მაშინ.
ატირდნენ.
ყველანი.
(ტარიელი) მტირალი რომ ნახეს.
აქ: ვინც.
ოხვრით.
“ახ”–ის ძახილით იგლოვეს.
დადუმდნენ.
მზეს შეგადარეს.
შემხედველებს.
ეკუთვნის, შეეფერებათ.
რისთვის უნდა ივაგლახონ? რატომ ივაგლახებენ?
1466 “ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა!
თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”.
კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნურათ იქმ გამწარებასა,
ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”
ვინაა ღირსი ...ამდენი ტირილის!
მწუხარება.
ბევრად.
სიარულს.
აქ: შემდეგ.
მოახსენა.
(ტარიელს).
ნურაფრით.
ნაცვლად, სამაგიეროდ.
ღმერთმა მოგიზღოს, მოგცეს.
1467 ავთანდილცა მიუმტკივნა, ეტყვის დიდსა სიმძიმილსა;
მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა,
რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,
აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა”.
მიუსამძიმრა.
ეუბნება.
(ფრიდონმა და მისმა ქვეშევრდომებმა).
შეჰხვდა, შეუერთდა.
წასულს; აქ: დაკარგულს.
1468 მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია,
სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია,
დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია,
მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.
მივიდნენ.
სადაც.
აქ: უკრავდნენ.
საყვირი.
დოლი.
შეიქნა, გაისმა.
სადღესასწაულო ხმაური.
დოლი.
სპილენძის დასარტყმელი საკრავი.
შეერთებული, შეწყობილი.
მოაწყდნენ.
დატოვეს.
იქ.
1469 შუკათათ მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია,
შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია;
მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია,
მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.
შუკებიდან, ქუჩაბანდებიდან.
მოდგნენ, მოვიდნენ.
ყოველი მხრიდან.
უვლიდნენ.
ქალაქში წესრიგის დამცველნი, “პოლიცია”.
მოსვლას ლამობდნენ, ბრბოდ იდგნენ.
აქ: ქალები, ბავშვები, წვრილფეხობა.
გამაწვალებელი.
მათი სათხოვარია.
1470 გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები,
გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები,
ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები,
თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.
ჩამოხდნენ.
სასახლე.
ძვირფასი ქსოვილია.
აყრიდნენ.
აქ: ბრბო.
იქ.
მოსიარულე.