ქართული
Studio
Modification in Process

 

 


THE WEDDING OF TARIEL AND NESTAN BY P'HRIDON
Paintings
Voices
THE WEDDING OF TARIEL AND NESTAN BY P'HRIDON
1471 მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,
წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული;
ავთანდილისთვის — ყვითელი და შავი ერთგან რეული;
მოვიდეს, დასხდეს, მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.
იმ ქალისა და მოყმისთვის.
წითელი.
ლამაზად.
ერთად.
მოვიდნენ.
დასხდნენ.
გავიგე (ან: დავინახე), რომ მათ შემხედვარეებს სული ელეოდათ (აღტაცებისაგან).
1472 მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;
ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა
ფრიდონის, პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა;
ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.
მოდგნენ, მოვიდნენ.
გამართეს.
ძვირფასი საქონელი, ქსოვილები და სხვ.
რბილი.
. იგულისხმება, როგორც ჩანს, ქსოვილები და ბეწვეული.
უღირსი, შერცხვენილი.
1473 მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ-ალქატისა,
ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა,
კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა,
მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.
მოიტანეს.
შეუდარებელი, სწორუპოვარი.
ღატაკი, უპოვარი.
აქ: კიდევ, მერე.
შეეძლო.
სურათის.
1474 კვლა უძღვნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა,
მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა,
კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა,
ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.
კიდევ.
მძივი, ყელსაბამი.
აქ: ჩამოსაბმელი, ჩამოსაცმელი.
მთლიანისა.
ხონჩა.
აქ: ძლივს, გაჭირვებით.
დასაჭერი.
ლომი ავთანდილისთვის.
მამაცი, ძლიერი, კარგი მეომარი.
1475 იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა.
ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა.
აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა,
ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან, სიტყვითა ტკბილითა.
ყოველივე.
მომცდარით, არაგულწრფელით, არა¬დამაჯერებელით.
ძვირფასი ქსოვილებია.
რბილი.
ტარიელმა.
მადლობა.
1476 ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა;
ყოვლთა დღეთა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა;
დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა.
აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.
ყოველ დღე.
მიართმევდა ხოლმე.
ფასდაუდებელს.
გაწყობილს, გამზადებულს.
წყვეტდა. ჩაღანა სიმებიანი საკრავია.
შეჰხვდნენ, ეღირსნენ, ეწივნენ.
მოყმე, რაინდი.
1477 ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე-ერთ სიტყვები გულისა:
”არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა,
არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა,
მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.
ერთ დღეს.
აქ: გულითადი სიტყვები.
უმეტესი.
აქ: ნამდვილისა. ტაეპის აზრია: თქვენმა გულმა მე ღვიძლ ძმაზე უკეთესად მიმიღო.
სანაცვლოს გადასახდელად არ გეყოფა (ჩემი სიცოცხლე).
თქვენი წყალობით, თქვენი გამოისობით.
1478 “ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება,
აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება:
შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება,
ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.
ახლა.
მწადია, მინდა.
განაცხადოს, გვითხრას.
ჩამიქრო.
ალი, ცეცხლი. იგულისხმება: ტანჯვისა.
კმარა. ტაეპის აზრია: ჩემი ცეცხლივით მისი ცეცხლიც უნდა ჩაქრეს, ახლა მე მას უნდა მივეხმარო.
1479 “უთხარ: “ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა!
ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!
თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა,
არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.
აქ: დახმარებას, (ჩემთვის) გამოვლილ ტანჯვას.
ზეციდან.
აქ: გადაწყვეტილს, განკუთვნებულს.
(ჩემგან) გაზრახულს, მოფიქრებულს.
არც ...არც.
ხულა, ქოხი.
1480 “აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რათ მოგეხმარები?
ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები;
ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა — საომარები.
თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები”.
ან.
რით.
აქ: გირჩევთ, გთავაზობთ.
მატარებელი, წამყვანი, მეგზური.
იგულისხმება: სიამ-ტკბილობით მოსაგვარებელი საქმე.
აქ: მოვაგვაროთ.
1481 რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა,
მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა;
თქვა, თუ: “მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა!
ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.
ტარიელს.
გაეცინა. შესაძლოა მრავლობითსუბიექტიანი ფორმა “გაეცინნეს” აქ და სხვაგან ტექსტში გავიგოთ როგორც ოდნავ ირონიული გაცინების გამომხატველი, როგორც ეს დღეს ხევსურულ დიალექტშია (ალ. ჭინჭარაული).
დაჭრილობა, წყლული.
ჰყავთ.
1482 “ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა,
საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა,
არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა,
მას ზედა შველა რად მინდა? რად მეჭვ რასაცა თნებითა?
ძლევამოსილი, ბედნიერი, წარმატებული.
რიდის აღმძვრელი, მიუწვდომელი.
ამპარტავანი, ამაყი, ხელშეუხებელი.
ვერავინ დაუშავებს რასმე, ვერავინ აწყენს.
რამე.
ჯადოქრების.
ჯადოსნობა.
მის წინააღმდეგ. ან: მის მოსაპოვებლად.
აქ: ნუ.
ამება, პირფერობა.
ნუ გგონია, რომ რაიმეს თვალთმაქცობით, არაგულწრფელად გეუბნები.
1483 რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,
ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი;
მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი.
უმისჟამისოდ ცუდნია ჩემგან მი და მო რბენანი.
რომ, როცა.
ღვთის ნება და მოვლენათა ღვთიური წინასწარგანსაზღვრულობა.
ზეციდან.
მოსული.
იგულისხმება: ზეციური საქმე, ზეციური ანუ ღვთიური გადაწყვეტილება.
ინდომებს.
ცეცხლთა. იგულისხმება: ტანჯვის ცეცხლთა.
დაამება, შემსუბუქება. ა და ბ ტაეპთა აზრია: თინათინს მაშინ შევუერთდები, როცა ღვთიური განგების ნება იქნება.
აქ: მომიწევს, შემხვდება.
აქ: სხივთა.
იმ დრომდე.
ამაოა, უსარგებლოა.
აქეთ-იქით სირბილი. გადატანით: ცდა, გარჯა.
1484 “მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი:
მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი?
ვარ მუცლითგანვე დედისათ თქვენად სამონოდ შობილი,
ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი!
უთხარ, მოახსენე.
ნათქვამი.
მადლობა.
ტანჯული, ტკივილიანი; აქ: შემატკივარი.
რაც უნდა გულშემატკივარი იყო (ჩემი). ტაეპის აზრია: ჩემს გარდახდილ ღვაწლს რა მადლობა უნდა?
დედის მუცლიდანვე.
აქ: სასამსახუროდ.
აქ: მანამდის. იგულისხმება: ვიდრე შენ ჩემთვის ასეთ მსხვერპლს გაიღებდე.
დამამიწოს.
ვიდრე.
გონიერი. ტაეპის აზრია: მანამდე ღმერთმა დამამიწოს! ეს იცოდე, სანამ გონიერ მეფედ ხარ, ე.ი. მუდამ. შესაძლოა ტაეპი ასეც გავიგოთ: სანამ შენ მეფე ხარ, მე შენი მიწა და მტვერი ვიყო (ალ. ჭინჭარაული).
1485 “გებრძანა: “შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა”.
ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა;
მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა,
მიჯობს მოლოდნა საქმისა, მის განგებისა ზენისა.
აქ: შეხვედრება, შეერთება (ავთანდილისა და თინათინის).
შესაფერი.
იქ.
სიფართე, სიდიდე.
ენამჭევრობა.
ზეციური განგებისა.
ღვთის ნება და მოვლენათა ღვთიური წინასწარგანსაზღვრულობა.
1486 ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:
ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,
გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე,
მებრძოლნი თქვენნი მოგესრნენ, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.
ესაა.
მოსანდომი.
ძლევამოსილი, წარმატებული, ბედნიერი.
აქ: ტახტზე.
(ნესტანი).
აქ: სხივთა.
აქ: მფრქვეველი.
შემბრძოლებელნი, მტერნი.
გაგეწყვიტოს.
ჩანდეს.
1487 რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი,
მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი;
ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი.
სხვად თქვენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი”.
რომ შემისრულდება.
წილად მხვდება, მეღირსება იმ მზის (თინათინის) ახლოს ყოფნა.
როცა ენდომება.
ჩამიქრობს.
სხვა მხრივ.
არაფერი.
რასმე. აქ: ყოველგვარს.
მაამებლობა, პირფერობა.
1488 რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი,
მან ბრძანა: “მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი.
ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი,
ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი!
რომ მოახსენა.
ეს.
(ავთანდილისანი).
(ტარიელმა).
ვიზამ.
როგორც.
სიცოცხლე.
ნახოს, ნახავს.
მისთვის, მის (ავთანდილის) სარგოდ.
1489 “მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები:
”მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები.
ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები,
ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები”.
საამებლად, პირფერობით ნათქვამი.
მგონი, ვფიქრობ.
აქ: მხოლოდ.
1490 ესე უთხარ: “ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო,
ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო;
მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,
ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო”.
ეს.
ნურაფერს.
გადავიფიქრებ, ხელს ავიღებ.
სათუოდ გავხდი.
აქ: ტყუილად დავხარჯო.
წყნარად, მშვიდობიანად, ტკბილად.
ვთხოვ.
გულთან მივატანინებ; (მეფის) გულს ამ საქმის სასარგებლოდ განვაწყობ (ალ. ჭინჭარაული).
1491 უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა:
”არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა”.
მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა.
ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა!
ამაოა, უსარგებლოა.
(ავთანდილს).
ეწყინა, გული დასწყდა.
ალმური.
ჯერ-არს, საჭიროა, უნდა.
მოკრძალება, სიფრთხილე.
1492 ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად,
ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეჰხედავს ზე წელად,
ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად,
კვლა ნუ მიქმ ერთგულებისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.
მიდის.
ტარიელს.
ჰკოცნის.
უყურებს.
ეუბნება.
დავუშავე, მის წინაშე ბრალად დავიდე.
გამხდი, მაქცევ.
. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
1493 “რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია,
გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია!
მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია!
ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!
ლამობ, ცდილობ.
გავუბედო, შევბედო.
მუხთლური.
ვინც.
როგორ.
აქ: ყმა, ვასალი.
1494 “ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს,
ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს,
ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს,
შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს”.
გაბრაზდეს, გული მოუვიდეს.
მკაცრი, უკარებელი.
დაამწუხრებს.
თავის ნახვას სანატრელად გამიხდის.
პატიებას.
მომიხერხებს, გამომითხოვს (თინათინისგან).
1495 ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან,
ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა, ააყენა მან:
”მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან,
მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.
შუქის მფენელმა.
ყველაფერი კარგი.
აქ: მოხმარებამ.
მაგრამ.
აქ: გიშველოს, მდგომარეობა შეგიმსუბუქოს.
1496 დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,
მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა;
თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა,
თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა!
ძალიან.
ზედმეტი.
აქ: სატრფოსი.
რიდი.
მკაცრობა, უკარებლობა.
ჩაკეტილობა, უღიმღამობა, აუყოლობა.
ამპარტავნობა, მედიდურობა.
კეთილგანწყობა, სითბო.
თორემ.
ჩემთვის.
მისთვის.
აქ: გაცილებით, დიაღაც.
ცალ-ცალკე ყოფნა.
1497 “მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა,
არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა.
რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!
ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.
ჩემი, ვინც შენ და მას შეგაერთებთ.
რატომ გავუბედავ რასმე? როგორ გავუბედავ რასმე!
რაიმე საწყენი, რაიმე მრუდი სიტყვის თქმა.
(როსტევანისა).
ნატვრა.
1498 “ამად ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით,
რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით.
რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით?
დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით!”
რიდით, ანგარიშგაწევით.
განსჯით, მოფიქრებით. ტაეპის აზრია: თვითონვე იფიქროს და ქალი ისე მოგცეს.
აქ: როგორ შეურიგდებით?
ცალ-ცალკე.
1499 რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა,
არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა;
ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა,
თანა წაჰყვა, განაღამცა მათთანავე გზასა ვლიდა.
რომ გაიგო, დაინახა.
—გადათქვამდა, გადაიფიქრებდა.
აქ: აკადრა, გაუბედა.
შედავება, შეკამათება.
დაეთანხმა.
თან წასაყვანად.
არჩევდა, ითვლიდა.
დიაღაც, რომ; სწორედ, რომ;
მიდიოდა.