HERE IS THE MARRIAGE OF AVT'HANDIL AND T'HINAT'HIN BY THE KING OF THE ARABS
1557
მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია, მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია; ნესტანჯარ ახლავს თინათინს, მჭვრეტელთა ამაზრზენია, ჰგავს, თუ ცა მოდრკაქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია!
აქ: უმაღლეს ხელისუფლად, მეფედ.
უზენაესი.
ნესტან-დარეჯანი.
ამაფორიაქებელი, შემძვრელი, სულის წამღები.
დაიხარა.
დედამიწისკენ, დედამიწამდე.
1558
დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართამის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა, შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა, მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა.
მორთმევა.
ლაშქართათვის, ჯარებისთვის.
იმ უხვად გამცემისა (იგულისხმება: ავთანდილის, ან: როსტევანის). შესაძლოა სხვა გაგებაც: ლაშქართა მესავსისა ლაშქრის ამვსების, მბოძებლის (ალ. ჭინჭარაული).
ძროხა და ხარი.
ხავსი.
შესაფერისა.
ყველას.
1559
იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლა უცხო-ფერთა ჭურჭელთა ჰსხდის უცხო-უცხო სიქები; მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!”
იშვიათთა.
ედო, ერტყა.
ტვიფარი, მწარმოებლის ნიშანი. აზრია: ნაირ-ნაირი წარმოშობისა და ნაკეთობის ჭურჭელი იყო.
იმ ქორწილის.
1560
მუტრიბნიმოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა, შეყრითძესგორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა, მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.
მეჩანგენი, მომღერალნი.
მოდგნენ, მოვიდნენ.
ყველა მხრიდან.
(ლითონის თეფშები).
დაყრით, დახვავებით.
დევს.
გორა.
საუკეთესო ლალი.
გადავიდა.
1561
არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი, მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი, გაბედითდა წასაღებად ატლასი და ოქრო მყარი. სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.
აქ: არავინ.
არც ...არც.
ხეიბარი.
გაცუდდა.
1562
ხვალისა მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია, ტარიელს უთხრა: “შენი მზესაჭვრეტლად სატურფალია! მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია; ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.
ხვალისათვის, მეორე დღეს.
აქ: კიდევ, ისევ.
აქ: უხალისო, უგულო.
(ნესტანი).
სანახავად მოსაწონია.
ჯერ-არს, საჭიროა.
გვედოს, შემოდებული გვქონდეს.
1563
“აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად”. სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად. ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად. პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.
არ იქნება, არ შეიძლება.
თანასწორად.
ხელმწიფის კუთვნილი დასაჯდომი.
აქ: პირდაპირ.
პირველად, ჯერ.
მოჰქონდათ.
იდო.
1564
არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენარიფობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ — მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა, ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული თვით მეფობასა.
მხოლოდ.
სუფრის მოზიარეობას, ნადიმის წევრობას.
ხან იმათთანაა, ხან ამათთანაა. ა და ბ ტაეპთა აზრია: როსტევანი არ იმჩნევს, რომ მეფეა, თავი ისე უჭირავს, თითქის მხოლოდ მონადიმეა.
არიგებს საჩუქრებს.
უხვობა, სიმდიდრე და ჩუქების დაუზარებლობა.
ავთანდილის ახლოს.
1565
მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა; რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, — თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.
რომ.
არ იქნება, შეუძლებელია.
მეათედი.
მეფის კვერთხი, ხელისუფლების სიმბოლო.
წითელი სამოსი, რომლის ტარება მეფეთა პრივილეგიაა.
1566
კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა, ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა, კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა, ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.
აქ: კიდევ.
ორივეს.
შესაფერი.
აქ: ჯიშისა, მოდგმის. რომანული იაგუნდის განსაკუთრებით მაღალხარისხოვან სახეობას ჰქვია (გ. წერეთელი).
აქ: დაკოდილი ცხენი.
1567
ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული, ცხრა ტაიჭი, ძვირფასითა უნაგრითა შეკაზმული. ინდოთ მეფე თაყვანის-სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული, მადლიჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.
იგულისხმება: მეტად გავსებული (ტაბაკი).
ცხენი.
მიწამდე თავს უხრის.
მადლობა.
მოახსენა.
თუმცა.
1568
რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი. თამაშობდიან, არ იყვნესყოლაგაყრანი სმისანი. ტარიელს სძღვნიანუცხონი თვალნი ლალისა ქვისანი, მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ, მართ ვითა მზისანი.
გაიარეს, წავიდნენ.
ერთობოდნენ.
იყვნენ.
სულ, სრულებით.
ნადიმის შეწყვეტა.
სჩუქნიდნენ, უძღვნიდნენ.
აქ: იშვიათი, უნიკალური.
ყველას.
სხივნი.
როგორც. ტაეპის აზრია: ყველა ეს გმირები და მზეთუნახავები საკუთარ სხივთა ელვარებით არიან შემოსილნი.
1569
ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად, ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად, შესთვალა: “შენი სიახლეკმა ჩემად ლხინად ყოველად, მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.
სიახლოვე.
კმარა.
მთელი.
აქვთ.
ვიცი, რომ შიგ ძოვენ, რომ (ჩემ ქვეყანას) არბევენ და აოხრებენ.
1570
“უცებნიმოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან. ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან; წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან, ადრე კვლა გნახნემორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან”.
უვიცნი.
ხოცავს, სპობს.
ცოდნა, შემეცნება. ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: შენ ხომ მცოდნე ხარ, ჩემს გულის ნადებს გაიგებ.
(ფოლადივით) წრთობილი გულები უნდა ჰქონდეთ (რომ ამ შესაბრალის სანახაობას გაუძლონ).
1577
მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა, არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა.
რომ გაუსწორდება.
თანასწორად.
საჭიროა, ჯერ-არს, უნდა.
ქედსა და გორაზე ავიდეს (საცქერად).
1578
მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან, იგივეგაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან. მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.
მათვე (მთვარის და ცისკრის ვარსკვლავისავე) მსგავსად.
ვისაც (ლაპარაკია ღმერთზე). ესენი. იგულისხმებიან პოემის გმირები.
შეუქმნიან, გაუჩენიან.
(ღმერთი).
აშორებს ერთმანეთს.
მეტაფორის აზრია: ერთმანეთს ჰკოცნიან.
იკვეხნიან. ტაეპის აზრია: ისეთი მშვენიერნი არიან, რომ მათგან შორს მყოფებს თავისი სიცოცხლეც ეეჭვებათ (ან: აღარ უღირთ).
1579
ნესტან-დარეჯან თქვა: “ნეტამც ყოლა არ შემოგმცნებოდი, მზისა გამყრელი გაყრითა აწ ესრე არ დავჭნებოდი! ამბავსა სცნობდი, მაცნევდი, წიგნითამეუბნებოდი, ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის დნებოდი!”
სულ.
გამეცანი.
(ჩემი ამბავი) გაიგე ხოლმე!
(შენი ამბავი) გამაგებინე ხოლმე!
წერილით.
მელაპარაკე!
დადნი!
1580
თინათინ უთხრა: “ჰე, მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო, რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო! ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო, აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!”
როგორ გაგწირავ? როგორ მიგატოვებ?!
აქ: როგორმე.
მოვითმენ, გავძლებ.
ვინებებ.
დაე ასე მყავდე! ასე მეყოლე!
აქ: რამდენსაც, როგორც.
ვიდენ. აზრია: ისე შენ იცოცხლე, როგორც მე ცრემლით მომენატრები!
1581
კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი; ქვე დამდგომმანწამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი; იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი. რომემწადდეს, ვერ დავწერე მე სიტყვანი ნაათალნი!
კიდევ.
დამრჩენმა.
მიმავალს.
—სულ, სრულებით.
(ნესტანი). ი
იხედება.
ედებოდნენ.
რომ.
მინდოდა.
მეათედნი. ტაეპის აზრია: რაც მინდოდა, იმის მეათედი ვერ დავწერე.
1582
როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ, ვითა ქვაბი, ცხელდების; ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.
ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე: ”მზე შენ გლამისო საომრად და თავი შენ მას ალამე!” უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლარად მიჩნდეს სალა მე!”
ამხედრდა.
გამომსალმებელი.
მთელ ლაშქარს.
დასალამავი. ან: დასანამავი.
ლამობს, რომ გეომოს, გეცილება (ალ. ჭინჭარაული).
შენც შეეცილე!
უთხრა (ტარიელმა როსტევანს).
სულ, სრულებით,სულაც.
აქ: არაფრად მივიჩნევ. ტაეპის აზრია: თქვენთან განშორებამ ისე დამამწუხრა, რომ სალაც კი აღარაფრად მიმაჩნია.
1. სალი კლდე, 2. ლიტერატურული პერსონაჟი (იხ. კომენტარი).
1585
გაემართნეს და წავიდესდია სპითა და ბარგითა ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.
წავიდნენ.
ბევრი.
ჯარი.
სალაშქრო ტვირთი, აღალი.
ჰყავდათ.
ვარგისი, კარგი.
მიდიან.
მარგებელი.
1586
სამ თვე ვლეს, — ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაბადოსა! მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდახდესუდილადოსა, ვითა ჰმართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.
აქ: ნურავინ.
გააჩინოს, შექმნას.
—ეგებებოდნენ (მოსახლენი, გზად შეხვედრილ ქვეყანათა მფლობელნი).