THE ARRIVAL OF TARIEL IN INDIA AND HIS CONQUEST OF THE KHATAVIANS
1603
ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია; აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია. ტარიელ ბრძანა: “მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია? ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!
იქ.
გამოჩნდა.
შეუდარებელი. აქ: ისეთი დიდი, რომ ვერაფერს შეადარებ.
გაუკვირდა.
ძალიან.
მეომრებო, რაინდებო.
აზრია: აბა, ვნახოთ, გული როგორ გერჩით!
მალე.
1604
“იმა ლაშქართა უნახვანკვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი; ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფლეთანი”. ავთანდილ ჰკადრა: “რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი? მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიჰხვდესფერხითა ცვეთანი”.
უნახავთ.
აქ: სხვა დროსაც, წინათაც.
ჭრა; სიმახვილე, სიბასრე.
შემებრძოლნენ.
ფლეთა.
ძლიერი. აქ: მრისხანე, მამაცური.
როგორც.
წავიღებთ, გავიტანთ.
მოუწევთ, წილად შეჰხვდებათ.
ფეხით.
1605
დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს, ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს, ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს, იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.
შეიკაზმნენ, შეიჭურვნენ.
გაამაყდნენ, ბრძოლის გუნებაზე დადგნენ.
გაჩაუქდნენ, თავიანთი ძალა შეიგრძნეს.
შესხდნენ. სახედარნი ასუბუქდეს. შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. “სახედარი” ცხენია. გმირების საომარი ცხენები ატოკდნენ, რაკი მხედარი იგრძნეს. 2. ვირები და ჯორები, რომელთაც გმირთა საჭურველი ჰქონდათ მგზავრობაში აკიდებული, ამ ტვირთისგან განთავისუფლდნენ.
ქარზე სწრაფად ჩაიქროლეს.
1606
წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს; ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს, მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს, აიზიდნეს, “ვისნი ხართო?” — ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.
წაადგნენ.
ტარიელის მეომრებმა.
ჩამოყარეს ცხენებიდან.
გაკოჭილნი. მათ. იგულისხმება: სამი გმირის.
მოიყვანეს.
თავი აიღეს, წამოიხედეს (ტყვეებმა).
(გმირებმა).
აქ: კარგავდნენ (დროს), აყოვნებდნენ.
1607
მათ მოახსენეს: “მეფეო, ჩვენ — ცუდადდაღორებულნი, რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი”. უბრძანა: “წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი, აცნობეთ თქვენსა პატრონსა: მოვლენ გულითა ქებულნი.
ამაოდ, უსარგებლოდ.
მოტყუებულნი, შემცდარნი.
აქ: მოსულნი.
სწრაფად წადით!
მოდიან.
* * *
1609
“დია დიდთა დამაჯნებაუშმაგომანვით გააგო! ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო? აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო, ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.
ძალიან.
აქ: დაჯაბნა, დაბრიყვება, ხელყოფა.
ჭკუათმყოფელმა.
როგორ განიზრახა, როგორ ინდომა?
შმაგებზე უფრო.
1610
“აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან; შემები, რაზმი დააწყევ, პირველვე გამიცხადიან: პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან? მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან”.
ახლა.
აქ: მოპარვით, მალულად თავდასხმა.
შემებრძოლე.
ადრევე, იმთავითვე.
ძალიან.
1611
დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს, რაზამს ჰკადრესყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს: ”მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს, ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!”
წავიდნენ.
ასწრებდნენ.
უთხრეს.
ყოველივე.
ითმენდნენ.
როგორმე.
1612
ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია, დროშა არაბთა მეფისა მასთანა შენატყუბია; არაბთა იცის ყოველმან, მათი აბჯარი შუბია. ფრიდონ — მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია!
შეტყუპებული, შეერთებული.
იგულისხმება: არაბთა ამბავი, არაბთა ჩვეულება.
იარაღი.
1613
ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი; შეტევებასა ჰლამოდესყმანი არაბთა თანანი; ტარიელ ეტყვის: “ნუ იქმთო”, მისცა სიტყვისა ნანანი, მოვიდეს, აჩნდეს უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი.
გამოჩნდნენ.
ცხენების მიშვება, შეტევა.
ლამობდნენ.
არაბთა მეომრები.
მოვიდნენ.
გამოჩნდნენ. აქ: აღმოჩნდნენ.
ჰქონდათ.
1614
ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა: ”ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა ეგრე დაგარჩინა!” ტარიელ დგას დაყმუვნებით, რამაზ წინა მოეფინა. ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა?
“დაიკარგენით, წაჰხედით თქვენ წელნი მეათენია, გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია, ამადშევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია, ადრე გამიტყდა სოფელი მართ ვითა კაბათენია.
წახვედით, დაიკარგეთ.
გახდნენ.
მოსტყდნენ.
ამიტომ.
გავბედე.
ჩემი შემარცხვენელი. (?).
წუთისოფელი, ცხოვრება.
კამათელი. “კამათლის გატეხა”, როგორც ჩანს, ცუდი კამათლის დაჯდომას ნიშნავს.
1617
“ვიაჯი, მომკალ მე ხოლე, ყველაი ჩემი ბრალია; მერმე ხუთასი ვაზირი მყავს, აქათ წაუვალია; თავები დასჭერ, ადინე სისხლი მართ ვითა ღვარია, სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია!””
ვიხვეწები, გთხოვ.
აქ: მხოლოდ.
აქედან.
ჯარისკაცები.
ამიტომ.
1618
კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მასთანაც არსა, ვით ნინეველნი, ისხმიდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა, ამით დაეხსნნეს რისხვასა, ზეცით მოსრულსა, ნაცარსა. წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუ ნაცარსა.
იპატიებს, შენდობას მოითხოვს.
იყრიდნენ.
გადაურჩნენ.
ზეციდან.
ზეციდან მოსულს.
აქ: სხვა დროს.
უკუდაგრეხილს (ქსოვის ტერმინია). ტაეპის აზრია: წუთისოფელი, ცხოვრება თავის მოვლენილ უბედურებას და უსამართლობას ისევ გაასწორებს.
თაყვანის-სცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს, ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს, თავები დაჰსხნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამისმიერეს. ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.
ლაშქარი, ხალხი.
ერთი ხმით დაიძახა (რამაზის ჯარმა).
ბედი, იღბალი.
მის (ტარიელის) ნაჩუქრად ჩათვალეს.
გაძღნენ.
1621
მათ ლომთანახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია; რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია; მოვიდეს, ნახეს; რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია, ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.
იმ ლომების.
სანახავად.
პლანეტა იუპიტერი.
სიტკბოთი.
მოვიდნენ.
ზეციდან.
1622
ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა: ”არ დაგხოცსო, შეგიწყალნა”, — ყველაკაიდალოცვიდა; ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა: ”მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა”.
იმ ლაშქარს.
ყველა.
ლოცავდა.
ხარობდნენ.
ამბობდა.
რომ.
ხოცავდა.
1623
მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან; შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, იალამიან. ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: “ღალატსაჰლამიან”, — არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.
ჰხვდებოდნენ, ეგებებოდნენ.
სალამს აძლევდნენ.
შიგნით (გარემოცულ ციხეში) მყოფებმა.
აქ: თავიანთ ინდურ ალმად ჩათვალეს.
ვერ გამოენდნენ. იგულისხმება: ციხიდან გამოსვლა ვერ გაბედეს.
ტარიელ მიდგა, უყივლა: “მე მოველ, მეფე თქვენიო, თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო, ჩვენ მოგვცა მაღლითმაღალმან წყალობა მისი ზენიო, გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო”.
მივიდა.
დაუძახა.
აქ: სხივთა.
მაღლიდან. აქ: ციდან.
იგულისხმება: ღმერთმა.
ზენა, ზეციური.
1625
მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია, სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია; ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: “მოგვშორდესსალმობანია, აქამდის რისხვა, მაღალმან აწ მოგვცნა წყალობანია”.
გაშმაგებულია, გონდაკარგულია (დარდისგან). გამზრდელი ინდოეთის მეფეა, გაზრდილი- ტარიელი.
რომ.
ცეცხლზე უფრო.
იცემდა.
ყვიროდა.
ტარიელის შავი თმის ან წვერ-ულვაშის აღმნიშვნელი მეტაფორაა,
მისი თითებისა. ტაეპის აზრია: ტარიელი დარდისგან თმას ან წვერ-ულვაშს იგლეჯს.
1628
დიდებულნი მოეხვივნეს, მიუზრუნესმათ ცოლ-ქმართა; ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა, ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა, მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდა გაცინებით მოღიმართა.
მოეხვივნენ.
მიუსამძიმრეს
დაბალ ხმაზე თანაგრძნობის გამოცხადებით ან მიმღერებით.
იმ ცოლ-ქმარს.
გული წაუვიდა. აქ: შეკრთა, დაიბნა.
გაბედა.
ჩამოსცვივდნენ. ტაეპის აზრია: ნესტანმა დარდით თავი ჩაქინდრა, მწუხარებას მიეცა.
იქ.
ნახავდა.
1629
დედოფალი გამოჭრილიმოვიდოდა მათად ნახვად, უბრძანებდა: “რად ვინ სტირთო!” — ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად. ”ღმერთმან რისხვა მოაქცივა წყალობისა გამოსახვად, გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად”.
გამოქცეული, გამოვარდნილი.
მოდიოდა.
ეუბნებოდა.
ეს.
აქ: შეცვალა.
გამოსახატად.
გვეკუთვნის, გვევალება.
მადლობა.
გვცალია.
“ახ”–ის სათქმელად.
1630
ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან; იტყვის, თუ: “ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან; დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისა მსმენელმან. თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან”.
ჩაიხუტა.
ამბობს.
ჩამიქრა.
გაჩუმდი!
1631
ქალმან დედასა შესტირა: “ჰაი, მე რა ვქმნა, დედაო! წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო, მამამან ტახტი დაცალა, არღასადა ზის ზედაო!” დედამან ცრემლნი მოსწურნა: “ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო”.
დაგტოვე.
ახლა.
აქ: აღარ; აღარანაირად.
ბედ-ავო, უბედურო.
1632
გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები, ვარდსადაუტყლეჟსბაგითა, გახდა ალვისა მთხელები, მას მზესაეტყვის: “რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით-ხელები? ჩვენ ყოვლთაგვმართებს “ნეტარძი” ათასი, არ ერთხელები”.
ნესტანის პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
უჭყლეტს.
ტუჩებით.
იმ მზეს (ნესტანს).
ეუბნება.
უსარგებლო.
უგონო. აქ: უგნური.
ყველას.
გვეკუთვნის.
სიხარული, ბედის მადლობა, “ნეტარძის” თქმა (ნეტარძი - რა კარგია, მადლობა ღმერთს).
1633
რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად, დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნიადგეს სრულად; იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად, აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.
რომ გავიდა.
ეთაყვანნენ, მდაბლად, მიწამდე თავის დახრით სალამი მისცეს და მორჩილება გამოუცხადეს.
ყველანი.
ადგნენ.
მიეგებნენ.
მოეხვივნენ.
ცალ-ცალკე, სათითაოდ.
1634
ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება; ტარიელ თქვა: “დედოფალო, გჭირს ამათი არ-მეცნება. ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება, ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება”.
მოახსენეს, უთხრეს.
სამძიმარი.
არცოდნა.
ახლა.
გვცალია.
ლაპარაკი.
ამათი წყალობით.
შოვნა. აქ: შენარჩუნება.
1635
ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდესსრასა მათსა; ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითა ათსა: ”ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა, ამადშევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა”.
ადგნენ.
შევიდნენ.
ჩამოხდნენ, დაბინავდნენ.
სასახლე.
დახოცა, გაწყვიტა.
სრულებით.
დაგვაშამათებენ.
ამიტომ.
ვმხიარულობ.
გასართობს, მოსალხენს. (?)
1636
უბრძანა: “გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო, დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო, ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო!”
აქ: შეწყვიტეთ, გააუქმეთ.
დოლი.
ლითონის თეფშები, საკრავი.
კარიდან.
ძვირფასი ქსოვილია. აქ: ძვირფასი ქსოვილის ტანსაცმელი.