ფრიდონ თქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია: ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია; პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ ჟამი საკვეხარია, ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.
მგონი.
იგულისხმება: აზრი, სიტყვა.
მცდარი, უსწორო.
აქ: ბევრისგან, დიდი ლაშქრისგან.
შეგვიძლია.
კვეხნის დრო არაა.
ვერსაიდან.
დაგვიკეტონ; დაგვიკეტავენ.
1402
“ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდმზრდიდიან, მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან; ასრეგავიდისაბელსა, რომ თვალი ვერ მომკიდიან, ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცაინატრიდიან.
ბავშვობაში.
მუშაითად, ჯამბაზად, თოკზე მოსიარულედ. იგულისხმება: ისე მზრდიდნენ, რომ ჯამბაზის ხელოვნებაც მცოდნოდა.
მზრდიდნენ.
მახტუნებდნენ.
მწვრთიდნენ.
ასე.
გავიდოდი ხოლმე.
თოკზე.
ვერ შემასწრებდნენ (თვალს).
მიყურებდნენ.
აქ: ისინიც.
აქ: შემომნატროდნენ.
1403
“აწ ვინცა ვიცით უკეთეშეტყორცასაგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ასრე მიჩს, ვითა გარბენა ველისა, თქვენ ჭირად გიყოშიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.
უკეთესად.
შეგდება.
ქამანდი.
თოკისა.
ისე მეჩვენება (იგულისხმება: ისე მეადვილება).
როგორც.
გაგიძნელებთ.
შიგნით მყოფთაგან.
საღი, დაუჭრელი; აქ: ცოცხალი. ტაეპის აზრია: ისე დავხოც მოწინააღმდეგეებს ქალაქის შიგნით, რომ მათში საღი კაცის პოვნა გაგიჭირდებათ.