სახელოსნო

 

 


წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
თავი 16. წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
შინაარსი
სცენები
406
“ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია,
სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:
”არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არ ციხე-უმაგრონია,
ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენ ზედა რა პატრონია!”
მოვიდნენ.
მათი მოსვლის.
ამპარტავანნი, თამამნი.
ამაყნი.
მხდალნი, მშიშრები, სუსტები.
რა ჩვენი ბატონია!
407
“მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.
გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა!”
როგორ.
1. ჯარი, ლაშქარი, 2. ხალხი, ერი.
კიდევ.
შენეულს, შენს მოწერილს.
408
“ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია.
იგი ვარსკვლავთა ურიცხვნი მოკრბეს ინდოთა სპანია,
შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკე მონასხპანია,
ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე-კაპანია.
დაძახება. შეყრა, მობილიზაცია.
მაზრის მმართველი. აქ: მეფის ნაცვალი, რწმუნებული.
ვარსკვლავებზე უმრავლესნი.
მოიკრიბნენ, თავი მოიყარეს.
ჯარისკაცები, ლაშქარი.
შორიდან და ახლოდან. შორეული და ახლობელი.
სასწრაფოდ გამოშურებულნი, ცხენთა ნავარდით წამოსულნი.
მთლად, ერთიანად.
ვიწრო და კლდოვანი გზა.
409
ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა;
აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,
სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,
ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.
სწრაფად.
მოვიდნენ.
ექმნათ.
დროის დაყოფა, შეყოვნება.
პარადი, ჯარის დათვალიერება.
მომეწონა, კარგი მეჩვენა.
აღჭურვილობა.
სიმარდე, სისწრაფე, სიკისკასე.
სიკარგე, სიყოჩაღე.
ლამაზად. აქ: მწყობრად.
ცხენთა.
სისწრაფე, სიფიცხე.
ხვარაზმული ნაკეთობა.
410
“ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ-შავითა,
დილისა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა,
თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:
მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!”
ალამი - დროშის ის ნაწილი, რომელიც ფრიალებს. იგულისხმება, როგორც ჩანს, თვით დროშა, ნაჭერი და არა ტარი (?).
აქ: დილისთვის, სახვალიოდ.
გასვლა, აყრა.
ვამბობდი, რომ ავი ბედი მაქვს.
იგულისხმება ნესტანი.
როგორ?
411
“შინა მოვე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიფებდა,
თვალთათ, ვითა საგუბარით, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა.
”ბედი ჩემი უბედური, — ვთქვი, თუ, — ჯერთცა ვერ გამეფდა!
ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?”
დაღონებულს.
გამიუხვდა, გამიმრავლდა.
თვალებიდან.
როგორც.
საგუბარიდან.
ჯერაც, ჯერ კიდევ. ტაეპის აზრია: ვაი, რომ ჩემმა ავმა ბედმა აქამდის თავისი ვერ გაიტანა, ვაი, რომ ცოცხალი ვარ.
გახელებულმა, უგონომ.
მოიხელთა, ხელში ჩაიგდო.
აქ: მაინც. საერთო აზრია: როგორც უგონოსთვის უსარგებლოა ვარდის პოვნა, რომელსაც მაინც ვერ მოკრეფს, ისე ჩემთვის ნესტანის სიახლოვე, რომლის გახანგრძლივებაც ვერ შევძელი.