სახელოსნო

 

 


ტარიელისა და ნესტანის პირის - პირ შეყრა
თავი 17. ტარიელისა და ნესტანის პირის - პირ შეყრა
შინაარსი
სცენები
412
“მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;
ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა;
ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა,
მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით-ვებულსა”.
გამიკვირდა, გაკვირვებას მივეცი.
წერილი.
შეწუხებულს.
მის მონატრულს, მისი სურვილისგან შეპყრობილს.
ბედითად, უსარგებლოდ ვაებას.
413
ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!
შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;
სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,
სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.
როგორც.
შემეფერებოდა, მეკუთვნოდა.
ამდენს როგორ გავიხარებდი?!
სადაც.
პირველად, ამას წინათ.
იქვე.
ჩანდა.
წამოდი, გამოიარე.
414
შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა;
გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა,
ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა,
საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.
შემიყვანა სახლში.
ლამაზად.
ტერასებად განლაგებული ბანები.
შუქშემომდგარი, გავსებული.
შარავანდიანი, გარშემო შუქშემომდგარი მთვარე.
ფარდებს შიგნით, ფარდას იქით.
ღირსეული, ხელშეუხებელი, კრძალვისა და რიდის აღმძვრელი.
გამორჩეული, სხვა ადამიანთაგან განსხვავებული, სწორუპოვარი.
საუცხოო, არნახული.
415
“შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად,
გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად.
მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად,
ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამის ჭვრეტად.
ქრობა.
(ტანჯვა-მღელვარების) ცეცხლმა ქრობა დამიწყო.
ზედ. ლხინი ადგა სვეტად. ქრისტიანულ ლიტერატურაში ხშირად იხსენიება „ნათლის სვეტი”. რუსთველის მიერ ნახმარი პოეტური სახე მიგვანიშნებს, რომ ტარიელის გულში სიხარული („ლხინი”) ნათლის სვეტივით ჩადგა.
ქვეშ ამოედო.
იფარავდა.
აიხედავდა ხოლმე.
წამს, წამით.
სანახავად, საცქერად. ტაეპის აზრია: თავდახრილი ნესტანი ხანდახან წამოიხედავდა ხოლმე, რომ ტარიელისთვის შეეხედა
416
უბრძანა, თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!”
მან ბალიში დამართებით დასდვა მას მზედ საქებარსა.
დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა;
მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!
უთხრა (ნესტანმა ასმათს).
(ლაპარაკია ტარიელზე)
პირდაპირ.
იმ მზედ სათქმელის (ნესტანის) პირდაპირ. ტაეპის აზრია: ასმათმა დასაჯდომი ბალიში ნესტანს გაუსწორა ისე, რომ ტარიელი მის პირდაპირ დამჯდარიყო.
სული როგორღა მიდგას, ცოცხალი როგორღა ვარ?
ვამბობ.
417
“მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა,
მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა.
გაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა,
მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.
ამას წინათ.
გამოულაპარაკებლის, ხმაგაუცემლის.
როგორც.
შეგაწუხებდა, გაგტანჯავდა.
ნარგიზებიდან (იგულისხმება თვალები და ქუთუთოები)
მაგრამ.
ჯერ-არს, საჭიროა.
ლაპარაკია ტარიელზე.
418
თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
მაგრა მეტად უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა.
მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.
თუმცა.
ეკუთვნის, მოეთხოვება, შეეფერება.
მამაკაცის.
რიდი, მოკრძალება, თავის მოზღუდვა.
მაგრამ.
აქ: მეტისმეტად, გადაჭარბებით.
უარესია.
ღიად, დასანახავად, პირისახეზე გამოსაჩენად.
მალულად.
„ვაჰ”, მწუხარების გამომხატველი შორისდებული.
ამას წინათ.
შემოთვლა.
419
“ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა,
აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა!
ამას შესჯერდი დიდითა ზენაარით და ფიცითა,
გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
მას აქეთ.
ახლაც.
მიგულე.
იცოდე, რომ შენი ვარ.
გადაწყვეტილება, აზრი; პირობა.
იმავე გადაწყვეტილებით, იმავე აზრზე დგომით; იმავე პირობით. ა და ბ ტაეპების აზრია: მას აქეთ, რაც მე და შენ ერთმანეთს სიყვარული გავუმხილეთ, შენად მიგულე. ეს გადაწყვეტილება ეხლაც ისეთი მტკიცეა, როგორიც ჩემს წერილში ამოიკითხე.
ეს დაიჯერე!
ფიცი (სპარს.). ზენაარით და ფიცითა. რუსთველი აქ მიჰმართავს მისთვის ჩვეულ ხერხს: პარალელურად ხმარობს ორ სინონიმურ სიტყვას: ერთს ქართულს, მეორეს უცხო წარმოშობისას.
ვზივარ.
ცხრავე ცა ჩემთვის დახურული, მიუწვდომელი იყოს (რუსთველის ეპოქის ასტრონომია ცხრა ცის არსებობას აღიარებდა, ერთიმეორის ზევით განლაგებულისას).
420
წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე,
ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე!
მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე?
გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!”
წადი.
შეებრძოლე.
მოსაზღვრე ქვეყნები (ამ შემთხვევაში ხატაეთი) მოარბიე!
გამარჯვებული, ლაღი.
(ღმერთმა ქნას) ძლევამოსილი და ლაღი წამოხვიდე ჩემკენ.
მაგრამ.
კიდევ, კვლავ.
ვიდრე.
სამუდამოდ, განუშორებლად.
421
“მოვახსენე: “არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად,
მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად,
შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე, მზეებრ სანახველად,
აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.
მებრალება, მეცოდება.
მაცოცხლე, მიხსენი.
მიგიჩნევ, მეყოლები.
ახლა.
შევებმები (მყოფადი).
იქ.
გამოვჩნდები.
გმირად, მამაცად, ძლიერ მეომრად.
422
აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირს-ა;
მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა;
შენთა შუქთა შემომადგამ ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა,
შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.
ახლა.
ადამიანი.
ღირსია.
ღირსი არაა; ან: არ ჰღირსებია.
უეცარი, მოულოდნელი.
ამიტომ.
ღმერთისაგან ...არ მიკვირს.
გამჭვირვალეს, მოკაშკაშეს.
ვიქნები.
დამიყოფდეს ... პირსა - 1. პირს მომიკუმავდეს. 2. დამაჩუმებდეს.
სანამ, ვიდრემდე.
423
“ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა,
მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა;
უშენოსა მოწონება ვისიმცაო გულსა მიცა,
ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა!”
იგულისხმება მუსაფი, ყურანი.
სხვისი შენ გარდა, არა შენი.
მიდევს, მაქვს.
ვისიმე თუ გულში მქონდეს.
ამასვე ვაგონებ, ვუმეორებ, ვასწავლი.
იგულისხმება: ღმერთმა მომკლას. 
424
“დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით,
ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით,
მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით.
მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.
მასთან, მის წინაშე. თანდებული „წინაშე” ჩვეულებრივ იხმარება მეფის ან დიდი ფეოდალის სამსახურში, მის მორჩილებაში ყოფნის აღსანიშნავადაც. ამ ტაეპში, ამგვარად, მინიშნებულია, რომ ტარიელი ნესტანთან იმყოფება არა როგორც ტოლი ტოლთან, არამედ როგორც ქვეშევრდომი მბრძანებელთან.
ვთქვით.
საამო, სასიამოვნო.
ვესაუბრეთ, ველაპარაკეთ.
წამოსასვლელად.
მადგნენ.
425
“მეძნელებოდა სიშორე მისი, ბროლ-ბალახშ-მინისა.
მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა;
ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა,
აწ მიკვირს, მისი გამყრელი გული მიც კლდისა ტინისა!”
ეს კომპოზიტი ზედსართავი სახელია. იგი აღნიშნავს ბროლ-პირისახა, ლალისტუჩება და მინანქრისებრკანიან ქალს ნესტანს (ბალახში რჩეული ლალი, მინა მინანქარი, რომელსაც სახის კანი სინაზითა და სიგლუვით ჰგავს).
წუთისოფელი, სიცოცხლე, ცხოვრება.
ჩანდა.
ეთერიდან. ძველთა წარმოდგენით, ესაა გამჭვირვალე ნივთიერება, რომელიც მსოფლიო სივრცეს ავსებს. ტაეპის აზრია: ეთერიდან მზესავით გამოჩენილი ნესტანის შუქი მაშინ ჩემი მეგონა.
ახლა.
მაქვს.