ნიშნავს ჯარისაგან ქვეყნის მოვლას ნადავლის შოვნის მიზნით.
ჩაგაბარებთ, მოგართმევთ.
429
“რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმერთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია, შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვენ ცოტანი ყმანია”.
დავაშავეთ, თქვენს წინაშე ბრალი დავიდეთ.
გვაპატიე!
ჯარი, ლაშქარი.
განადგურდეს, აოხრდეს.
დაგვატყდნენ.
მეომრები, რაინდები.
430
გვერდსა დავისხენვაზირნი, ვიუბენთ, გავიზრახენით, მითხრეს, თუ: “ხარო ყმაწვილი, ბერნიმითგკადრებთ, გლახ, ენით: არიან მეტად მუხთალნი, — ჩვენ ერთხელ კვლაცავნახენით, — არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!
დავისვი, დავისხი.
აქ: მრჩევლები (და არა მინისტრები).
ვილაპარაკეთ.
ვისაუბრეთ, ვითათბირეთ.
ახალგაზრდა.
მოხუცნი.
ამიტომ.
გეუბნებით, მოგახსენებთ.
სხვა დროსაც, წინათაც.
ვნახეთ.
არ მოგკლან ღალატით!
არ გავუბედურდეთ!
431
“ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდე ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა”.
ვაჟკაცით. იგულისხმება: კარგი მეომრებითურთ წადი, მთელს ჯარს ნუ წაიყვან.
გყავდნენ, გახლდნენ.
იგებდნენ, ტყობილობდნენ.
იგულისხმება: მეკავშირით, კაცის გაგზავნა–გამოგზავნით.
ახლითა და ახლით.
432
“მეკეთაესეთათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები, სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვითკირები; ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.
მომეწონა. კარგი მეჩვენა.
ეს.
რჩევა, გეგმა.
ნარჩევი, შემოთავაზებული.
გავიგე, შევიტყვე.
გაგვიძლებს.
იგულისხმება: შენი ციხეები.
დავტოვებ.
ცოტა, მცირე ჯარით.
შენკენ.
ვივლი, წამოვალ.
433
“მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი, ქველანი, თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენსპანი ყველანი, დავჰვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდენ შველანი”.
იმ ლაშქრიდან.
მეომრები, რაინდები.
ძლიერები, ყოჩაღები, კარგი მებრძოლები.
წამომყვნენ.
წავედი (ნაწილაკი „ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის).
დავტოვე.
ლაშქარი.
დავუბარე; ვუბრძანე.
გაიარეთ.
ველები. საერთო აზრია: ჩემ კვალზე იარეთ.
მომყევით!
თუ დამჭირდება შველა.
434
“სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა, კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსოსიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნაკვლაძღვნობა ამისთანისა”.
მომეგება.
იმავე ხანისა.
კიდევ.
საუცხოო, განსაკუთრებული, საკვირველი.
მინდაო.
ახლოს ყოლა.
ჯანიანის, ძლიერის. საერთო აზრია: მინდა შენ, ტარიელი, ახლოს მყავდეო.
რომ შეგხვდები.
გაიგებ.
კიდევ.
ჩუქება, მოძღვნა.
435
“კვლაცა ეთქვა: “მართალია აზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი, ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი!”
მომესალმნენ, არ აარიდეს თავი (ან: არ მოერიდნენ) ჩემთვის სალმის მოცემას.
ლამაზი.
ცხენებს.
მოჰყავდათ აღვირით, სადავეს ეწეოდნენ.
ლაპარაკია რამაზზე. მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწების გამომხატველია.
სამართლიანად.
ნატრობდნენ. საერთო აზრია: რამაზი მართალი იყო, რომ შენს ნახვას ნატრობდა; მართლაც, კარგი სანახავი ყოფილხარ!
437
“მითხრეს: “მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, მეტად ამოდვუალერსე, ერთგანდაწვეს, ვით მაყრები.
შენკენ.
ჩემი სახლიდან.
დავაბინავე, ბინად დავაყენე.
მდიდრული კარავი.
უბრალო, საბანაკო კარვები. საერთო აზრია: მოციქულებს კარგი ბინა გავუმზადე.
საამოდ, ტკბილად.
აქ: კარგად მივიღე, პატივი ვეცი.
ერთად.
დაწვნენ.
438
“კარგი საქმე კაცსა ზედა აზომთურე არ წახდების. ერთი კაცი უკ-მო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: ”დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების!
ასე.
თურმე.
აქ: დაიკარგება.
გამოეყო (მოციქულებს). ნაწილაკი -რე ჩასმულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
“რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ, კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრეფიცხლადმით გიხმობენ, აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.
ტყუილად.
მოტყუვდე.
ის.
ჯარი, ჯარისკაცები.
ერთად.
კიდევ.
გიდგას, ჩასაფრებული გელის.
ათიათასი.
ასე.
სწრაფად, აჩქარებით.
იმიტომ.
(თუ) ახლავე თავს არ უშველი, რამეს არ იღონებ.
უბედურებას, ავ ბედს.
441
“მეფე ცოტათაგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან, მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კვამლსა შეიქმან, ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან, რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.
მცირე ჯარით.
მოგეგებება. ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან. აზრია: შენ, ვისაც შემხედველნი თვალს ვერ გწყვეტენ.
იცვამენ. აზრია: აბჯარს მალულად, ტანსაცმლის ქვეშ იცვამენ.
იმისათვის გეპირფერებიან, რომ მიენდო.
შექმნიან. კვამლის შექმნა, ცეცხლის დანთება ჯარისათვის ნიშნის მიცემის საშუალებაა.
ყველა მხრიდან.
ერთს, მარტოს რომ შემოგიტევენ, ერთს რომ დაგიწყებენ ხმლის ცემას.
მაინც.
442
“მას კაცსაამოდვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია: ”რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია! აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია, თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!”
იმ კაცს.
ტკბილად.
ველაპარაკე.
მადლობას.
რომ.
გადაგიხადო. ტაეპის აზრია: თუ არ მოვკვდები, ისე გადაგიხდი, რომ შენ ბედნიერებას შენვე შეჰნატრებ. ან: ინატრე, რომ არ მოვკვდე, წინ დიდი ბედი მოგელის ჩემი წყალობით (ალ. ჭინჭარაული).
გაგიგონ, შეგიტყონ.
იარე!
ადამიანთაგან გაკიდეგანებული, მათთან ყოფნის უღირსი ვიყო.
443
“არვის გავანდევ სულ-დგმულსა, დავმალე, ვითა ჭორია. რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია! მაგრასპათაკე გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია, შევსთვალე:”ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია!”
როგორც.
ყველა გადაწყვეტილება ერთია.
მაგრამ.
ჯარისკენ.
თუმცა გზა შორია.
სწრაფად.
დატრიალება, დაგრეხა.
წამოდით ისე, რომ მთა და გორა მოგქონდეთ, რაც შეგიძლიათ ჩქარა!
444
“მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე: ”რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე”. ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა საცა დავემალე?!
მოგეგებები, შეგხვდები.
არ მოვერიდე.
ღვთის ნება, მოსახდენ მოვლენათა ღვთიური წინასწარცოდნა და წინასწარგანსაზღვრა.
სად დავიმალები? ან: ქვეყნად სად დავიმალები? ტაეპის აზრია: თუ განგებას ჩემი სიკვდილი გადაუწყვეტია, სად წავუვალ?
445
“ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე; ვთქვი, თუ: “მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ახე”. მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.
გარბილდებიან. ტაეპის აზრია: ამის გამო ჩვენი მკლავები ნუ დადუნდებიან!.
მირბიან, ისწრაფიან.
შევებათ, შევებრძოლოთ.
ტყუილად, ამაოდ.
447
“ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა, დავეკაზმენით საომრად ჯაჭვითა, ჯავშან-ქაფითა; რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა, მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.
რიხიანით, მძლავრით.
მხარ-იღლიის დასაცავი ჯაჭვი.
იგულისხმება: მტრისკენ წავედი.
აჩქარებით, სისწრაფით.
იმ დღეს.
დაფლითა.
448
“მივეახელნით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა; კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; ეთქვა, თუ: “ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ-ორგულობა, აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა”.
მივუახლოვდით.
დროულად მიგვაჩნია, გადაწყვეტილი გვაქვს.
ამიტომ.
449
“შევსთვალე, თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია; თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ, იგია! ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია”.
გადაგიწყვეტიათ, განგიზრახავთ.
მობრძანდით!
შემებრძოლეთ!
როგორც.
დამიდევს, დამივლია.
450
“რა მივიდა მოციქული, კვლამცა რადღა გამოგზავნეს! კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს; სამალავითგამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს, შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერამავნეს.
რომ მივიდა.
კიდე რაღად გამოგზავნიდნენ?
სამალავიდან, საფრიდან.
გამოვიდნენ.
ორ კოლონად მოწყობილები წამოვიდნენ.
რაზმს უკან რაზმი მოუყენეს, ღრმად ეშელონირებული თავდაცვა მოაწყვეს.
თუმცა.
დამიშავეს, დამაკლეს.
ვერაფერი.
451
“შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად; ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად. მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.
ჩაჩქინი, თავზე დასახური ჯავშანი.
დასახურავად. როგორც ჩანს, ტარიელს მუზარადი უნაგირზე ჰქონდა დაკიდებული და ახლა მას ხელით დასწვდა.
მოვწყდი (ჩემს რაზმს), გავუსწარი.
სიგრძის ერთეულია, 125 ნაბიჯი.
იდგნენ.
452
“ახლოს მივე, შემომხედნეს, “შმაგიაო”, ესე თქვესა. მუნმივჰმართე მკლავ-მაგარმან, სადუფროსი ჯარი დგესა; კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა, შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!
შემომხედეს.
გიჟი.
ეს.
იქ.
მივაშურე, მივედი.
სადაც.
მეტი.
იდგნენ.
1. ძირს დავეცი, დავაგდე, 2. მოვკალი.
მოშორდნენ, გამოესალმნენ.
453
“შიგანასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს, ვითატანაჯორი, ერთობსრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.
შიგ.
ასე.
როგორც.
„დედა” „გრძელი ვირის” ან „რგვალი ვირის” ხალხურ საბავშვო თამაშში (ი. მაისურაძე). შესაძლოა მეორე გაგებაც: ახალგაზრდა, გაუხედნავი ჯორი. იგი ფიცხია, ბრუნავს და წიხლებს ისვრის (ალ. ჭინჭარაული). შესაძლებელია სხვა გაგებაც: ტანაჯორი, ჩიკორი (მ. თანდილავა).
ერთიანად.
მთლად.
წინა.
454
“ერთობილნიმომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი, ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა ამოვღვრიდი; ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურადგარდავჰკიდი, სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი.
“ჩემნი ლაშქარნი, რომელნიწამომეტანნეს მე არა, რა ეცნა, წამოსრულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა; გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.
რომლებიც.
წამომეყვანა.
რომ გაეგოთ.
წამოსულიყვნენ.
ღამეც ევლოთ.
იტევდა.
მთათა არე თავის არედ გაეხადათ, მთასაც მოსდებოდნენ.
გამოჩნდნენ.
დოლს უკრავდნენ.
ჩასაბერი საკრავი, საყვირი.
ხმა აამაღლა, ძლიერ ახმაურდა.
457
“იგი ნახეს, გასაქცევად გაემართნეს, შევჰყივლენით; ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით, მისნი სპანიყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით.
ეს დაინახეს (ხატაელებმა).
გაემართნენ, გაბრუნდნენ.
გადავიარეთ. ამ ტაეპიდან ჩანს, რომ აქამდე ტარიელი და მისი მცირე რაზმი ბრძოლით უკან იხევდნენ, ახლა კი მტერს კვლავ შეუტიეს.
ჩემ შემბრძოლებელთა, წინააღმდეგობის გამწევთა სისხლს.
ვეომე, ვებრძოლე.
462
“რამაზს ვარქვი: “შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, თვარა შენი შეცოდებამემცა ზედა რად წავსთვალე?”
ვუთხარი.
გამიგია, მივმხვდარვარ.
მუხთალი, ვერაგული, საღალატო.
ახლა მაინც.
შენი გაფუჭებული საქმე გამოასწორე, დანაშაული გამოისყიდე.
ციხეებს.
ჩამაბარე, გადმომეცი! იგულისხმება, რომ დატყვევებულ რამაზს მისი მეციხოვნე ჯარები ჯერ კიდევ ემორჩილებიან.
თორემ.
დანაშაული.
მე ზედ რაღად მივათვალო? იგულისხმება: რად გინდა, რომ შენს დღემდე ჩადენილ დანაშაულებს ეს ახალიც მივათვალო?
463
“რამაზ მითხრა: “აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე, ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!”
ციხის მქონე აზნაურებს, რომელნიც ამჟამად ციხეებს იცავენ.
ყველაფერს.
დიაღაც, რომ მოგცემ! მოგცემ, ბარემ, და ეგ იქნება!
464
“მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ, ციხოვანნიერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ, ხელთა მომცნეს სიმაგრენი, ომნი ასრეშევანანენ, საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ!
ჯარი.
თან გავაყოლე.
ციხის მქონე აზნაურები (რომელნიც ციხეებს იცავდნენ). ერთობილნი
“მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: “იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”.
შევედი.
მოსავლელად, დასათვალიერებლად.
დასაპატრონებლად; იმისათვის, რომ ჩემგან დაპყრობილი ქვეყანა ჩამებარებინა.
აქ: საჭურჭლის, სიმდიდრის საცავებისა.
აყრილი მოსახლეობა თავის ადგილზე დავაბრუნე.
უშიშრად.
დაგწვით.
იცოდეთ!
დაგტოვეთ.
466
“საჭურჭლენიგარდავნახენთავის-თავის, კიდის-კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დაშვრები, თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახენ საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, თუმცა ჰნახენ, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!
სიმდიდრე, განძეული.
გადავათვალიერე, მოვინახულე.
სათითაოდ.
ყველგან, (ხატაეთის) ყოველ მხარეში.
ნაირნაირს, იშვიათს სიმდიდრეს.
დაიღლები.
თუ ჩამოთვლას დავუწყებ.
მოკლე ქათიბი.
მოსახვევი, თავსაბურავი.
რომ ჰნახო.
ინატრებ.
467
“ვერა შევიგენ, რა იყო ანუნაქმარირაულად! ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად; არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არც ორხაულად, სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.
მივხვდი.
ან.
გაკეთებული.
როგორ.
ვუჩვენებდი.
უკვირდა.
ამბობდა, ღვთის სასწაულიაო.
ეგო. ლარულად ... ორხაულად. ქსოვოს სხვადასხვა წესებია.