“მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა; ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა, ვუთხარ: “დადეგ, გამაგონე, შენი საქმე მეცა მინა!” შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.
არაფერი უთხრა.
სწრაფად.
გამაგებინე!
მინდა.
შენი საქმე მეც მაინტერესებს, შენი ბედი გულთან ახლოს მიმაქვს.
ვერ ჩავიცვი. აბჯრის ჩაცმას აბჯრის მორთხმა, “გარს მოთხევა” (შემოკვრა, შემორტყმა) ეწოდება.
603
“მე ვუთხარ: “დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთძირსა ხეთასა; არ შეუდრკებისჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა”. თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა. მე გავეკვირვე ჭვრეტასამის ყმისა სინაზეთასა.
ჩამოვქვეითდეთ.
ხეთა ძირას.
შეუშინდება.
მოყმე, რაინდი.
მახვილთა სიბასრეს, ბასრ მახვილებს.
მამაშვილზე უფრო ტკბილნი, ერთმანეთისადმი კეთილად განწყობილნი.
ნახვას, ცქერას.
იმ მოყმის, იმ რაინდის.
604
“ერთი მონა დასტაქარიმყვა და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა. მერმე ვჰკითხე: “ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?” საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.
მკურნალი, ჭრილობებზე და სხეულის დაზიანებაზე დასპეციალებული, “ქირურგი”.
მყავდა.
ჭრილობები.
ამოუღო.
დაჭრილი ადგილები, ჭრილობები.
ან.
ივნო, დაზიანდა, დაიჭრა.
ამბის თქმა დამიპირა, საამბობლად გაემზადა.
ჩივილი იწყო.
605
“პირველ მითხრა: “არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო? ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუპირველ რამ გაგავსო? რამან შექმნა მოყვითანედ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო? ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო!
ჯერ.
ან.
პირველად, თავიდან. ტაეპის აზრია: ან თავიდან ასეთი მშვენიერი რამ შეგქმნა, ან მერე ასეთ გასაჭირში რამ ჩაგაგდო, ასე რამ გაგტანჯა?
ყვითელ ფერდაკრული, სახეგაყვითლებული.
დარგულია.
ძვირფასი შავი ქვა. თმისა და წვერ-ულვაშის აღმნიშვნელი მეტაფორაა. ტაეპის აზრია: ეგ ვარდ-გიშერივით პირისახე რამ გაგიყვითლა?
ჩაგაქრო.
ღმერთმა თავისივე ანთებული სანთელი რად უნდა ჩაგაქროს? რად ჩაგაქრობს?
606
“მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი; ესესაზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი, ცოტა მაქვს, მაგრაყოველგნითსიკეთე-მიუწვდომელი.
რომელიც.
სახელად მაქვს, მქვია.
იქ.
ეს.
აქ: მიწა-წყალი, ტერიტორია.
სადაც ჩამომხდარხარ ცხენიდან, სადაც იმყოფები.
პატარა.
მაგრამ.
ყოველმხრივ.
სიტყვით გამოუთქმელი სიკეთისა, ღირსებისა.
607
“მამის ძმა და მამაჩემი პაპაჩემმან გაყვნაოდეს, ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს. თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთააწ დამკოდეს; მათვე დაჰრჩასანადირო, არ მივსცემდი, მომერჩოდეს.
გაყო, გაყარა.
როდესაც.
ზღვაში.
ამბობდნენ.
მას მე მაკუთვნებდნენ, ჩემ წილად თვლიდნენ. ლაპარაკია ფრიდონის პაპაზე. მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწების გამომხატველია.
აქ: მაგრამ.
ერგო, შეჰხვდა.
ვისმა შვილებმაც.
ახლა.
დამჭრეს.
დარჩათ.
სანადირო ადგილი.
არ ვანებებდი, არ ვაძლევდი.
მერჩოდნენ, მედავებოდნენ, მეცილებოდნენ.
608
“დღეს გამოვე ნადირობად, ზღვისა პირსა ვინადირე, ქორის დევნა მომნდომოდა, მითმრეკალი არ ვახშირე; სპათა ვუთხარ: “მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე!” ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.
“ნავითაგავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა. არ ამოვკრეფდიგამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და-? დამეძაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა, ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდ-ა.
ხომალდით.
გავედი.
გამოდიოდა.
არაფრად ვაგდებდი, ყურადღებას არ ვაქცევდი.
შესაძლოა ორი გაგება: 1. მიჯნებს, სამნებს, სამფლობელოთა გამყოფ ნიშნებს, 2. განაყოფებს, განაყარ ნათესავებს.
1. ჩემიანებს, ჩემს ნათესავებს, 2. ჩემს სამფლობელოებს (ალ. ჭინჭარაული).
მოვერიდო.
ზმნისწინი ზმნისა “დავჰრიდო”, განმეორებული მნიშვნელობის გაძლიერების მიზნით.
დიდია, პატარა არ არის. იგულისხმება: ხმამაღლა, დაურიდებლად ვყვიროდი, ვუყიოდი ნადირს და მონადირეებს.
610
“მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესრე ხმდა ვითა! გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა, თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდესმათითა თავითა, ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.
სამართლიანად.
აბუჩად აგდება, ანგარიშგაუწევლობა.
როგორ შეიძლებოდა? როგორ უნდა გაებედა ვისმე!
აქ: ჩუმად, ფარულად შემომახვიეს.
ბიძაშვილები.
ამხედრდნენ.
თვითონ.
გაეგებნენ, ან: დაედევნენ. შესაძლოა ასეთი გაგებაც: მიუხდნენ გაღმა, სრუტის იქით მყოფ ჯარს (ალ. ჭინჭარაული).
საომრად.
611
“მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა, ნავი ვსთხოვე მენავეთა, მითვიყივლე მე ერთხელ ვა, ზღვასა შევე, მომეგება მეომარი, ვითა ღელვა, სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.
მათი ხმა მომივიდა, ხმაური გავიგონე.
აქ: ღრიანცელი, აყალ–მაყალი.
ხომალდი.
ამიტომ, ასე. აქ: შემდეგ.
დავიძახე. ვა. აქ ეს არაა გლოვის გამომხატველი შორისდებული, არამედ საბრძოლო ყიჟინის გადმომცემი სიტყვაა.
უნდოდათ.
მაგრამ.
გადათელვა. იგულისხმება: სიმრავლით ძლევა.
612
“კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს, იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს, არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს, ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.
კიდევ.
მომეწეოდნენ, მომდევდნენ, მიახლოვდებოდნენ.
აქეთ-იქიდან მომადგნენ.
ერთი მხრიდან მომდგარნი ვერ მერეოდნენ.
მოახლოება, დაწევა. ტაეპის აზრია: ჯერ წინიდან მოსული ლაშქარი არ შემბრძოლებოდა, რომ უკვე ზურგის მხრიდანაც მესროდნენ.
მელეოდნენ; (ისრები) დალევაზე იყო მიმდგარი.
613
“მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე, ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე, ჩემი მჭვრეტიგავაცბუნვე; თანა-მყოლნიყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩესმუნვე, ვინცა მდევდა, ვერ შემომხდა, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.
მომეჯარნენ, ყველა მხრიდან მომადგნენ.
ვეღარაფერი გავაწყე.
ხომალდიდან.
გადავახტუნე.
აქ: გამოვექეცი, თავი დავაღწიე.
შემხედვარე.
გავაოცე, განვაცვიფრე.
თანმხლებნი.
ყველანი.
დამრჩნენ.
იქვე.
იერიშით ვერ დამძლია; ან: იარაღის საკრავად ვერ მომწვდა (ალ. ჭინჭარაული).
იგულისხმება: მოვიგერიე.
614
“აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა, ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა! ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!”
ახლა.
მოხდეს.
რაც
მგონი, ...არ შერჩებათ, და ამ ჩემი ქადილის შესასრულებელი ძალაც შემწევს! ტაეპის აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: ოხრად გავუხდი დაღამებას და გათენებას, ვერცერთს ვეღარ მოესწრებიან.
ვაქნევინებ, გავაწევინებ, გავამართვინებ.
წვეულება, პატიჟი.
615
ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მომიბრუნდა. მოვახსენე: “აჩქარება შენი ყოლა არა უნდა, მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ, და-! ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!”
მიმიზიდა, თავი შემაყვარა, თავის სასარგებლოდ განმაწყო.
სრულებით, სულაც.
არაფრისთვის არაა საჭირო, ზედმეტია.
დაიხოცებიან. იგი. უნდა: იგინი. მრ. რიცხვი პოეტური ლიცენციაა. და - ზმნისწინი ზმნისა “ დაიხოცნენ”, განმეორებული აზრის გაძლიერების მიზნით.
შემბრძოლებელი, მოწინააღმდეგე. ტაეპის აზრია: ჩვენ ორივეს მტერი დიაღაც რომ შეგვიშინდება, შეგვიძრწუნდება.
616
“ესეცა ვუთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების, უფრო-რე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების”. მან მითხრა: “ლხინისაჩემო მაგას რა შეეწონების! დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების”.
ნაცარ-მტვერს. თავზე მტვრისა და ნაცრის დაყრა გლოვის ნიშანია.
იკაწრავდნენ, იხოკდნენ.
ყრიდნენ, გარშემო ფანტავდნენ.
ეხვეოდნენ. სალტე ხმლის ვადის გასამაგრებელი სალტეა. კოტა აგრეთვე ვადის ნაწილია.
618
“კვლა მოვეწონე, ვეკეთე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, ყველასა ტანსა ემოსაზარქაში განაზიდარი”.
კიდევ, ისევ. იგულისხმება: აქაც, ქალაქშიც. მოვეწონე. ლაპარაკია ქალაქის მკვიდრებზე.