ვერაფერს მივამსგავსე, ვერ ვიცანი რაიმე გარკვეულ საგნად.
ორ ფიქრს.
ამიტომ. ტაეპის აზრია: ვერაფერს მივამსგავსე, ამიტომ შევყოყმანდი, ვერ გადავწყვიტე, რა იყო.
631
“ვთქვი: “რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია ანუ მხეცი?” ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალკეცი; წინა კაცნი მოზიდვიდეს, თვალი ამად დავაცეცი, მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი!
თუ.
გარს, გარშემო.
აქ: ნაჭერი, ქსოვილი.
მოჰყავდათ ნიჩბების მოსმით. შესაძლოა მეორე გაგებაც: კაცები ნავის გვერდზე მოცურავდნენ და ნავს მოათრევდნენ (ალ. ჭანჭარაული).
ამიტომ.
სკივრი. აქ: ტახტრევანი.
მას მეშვიდე (ყველაზე მაღალ) ცასაც კი მივცემდი! (იგულისხმება: ისეთი მშვენიერი იყო).
632
“ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი.
ამოძვრნენ.
როგორც ფისი.
1. ელვა, 2. სხივი.
იგი რომ სხივებს ისროდა; ან: იგი რომ ელვასავით ანათებდა. სიტყვა “ელვის” ორმნიშვნელოვნება გამოყენებულია ამ პოეტურ სახეში, რათა ნესტანის ნათლისებრ მშვენიერებასთან ერთად ამ მშვენიერების ზარდამცემი, ელვასავით შემაკრთობელი და თვალის მომჭრელი ბუნება გვაგრძნობინოს.
რისი ფერი ემგვანებოდა? მისი მსგავსი სილამაზისა ვინ იქნებოდა?
გაუქმდნენ, დაიჩრდილდნენ, უსარგებლონი გახდნენ.
633
“სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა, იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა; დავაპირე შეტევება, ვთქვი: “წავიდე მათკე მე, წა-, ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!”
დამლეწა. იგულისხმება: გონება დამიბნია, კალაპოტიდან ამომაგდო. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
მომეწონა, მიმიზიდა. სიმპათია აღმიძრა.
რომ.
დაესუსხა, დაეზიანებინა (?). იგულისხმება: ქალის პირისახე უამინდობისგან ხელუხლებელი ვარდივით მშვენიერი იყო.
ცხენის მიშვება, სწრაფად მისვლა.
ზმნისწინი ზმნისა “წავიდე”, განმეორებულია აზრის გასაძლიერებლად.
იგულისხმება: ცხენს.
რა ან როგორ გადაეხვეწება, წაუვა?
634
“ცხენი გავქუსლე, იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა, ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.
ბუჩქნარი. ან: მაღალი უხეში ბალახი.
წამივიდნენ, გამასწრეს.
დეზი.
რამდენსაც არ ვურტყამდი დეზებს.
მივედი.
მხოლოდ გადასული (ან: დამავალი) მზის შუქში ჩანდა.
გამშორებოდნენ, წასულიყვნენ.
635
“ესემესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულადგავიკიცხე, ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე, ვუთხარ: “მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე!”
ეს.
გავიგონე.
სწრაფად გადმოვხტი. ან: გადმოვვარდი.
სულ, მთლად.
შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. თავი შევირცხვინე მოთქმა–ტირილით, 2. თავი წაგებულად ჩავთვალე, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი.
ლოყა.
სხვას, თუ არ მე. ტაეპის აზრია: მომკალი, თუ ეს ხესავით ტანწერწეტი და მშვენიერი ქალი ის არ იყოს, ვისი ამბავიც მხოლოდ მე ვიცი და არა სხვამ (ე. ი. ნესტანი).
636
“ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, უცხოდ ეუცხოვა, მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა; ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა, თვალთათ, ვითა მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმოთოვა.
ეს.
ძალიან, მეტისმეტად ეუცხოვა.
მაგრამ.
სათნოდ მომექცა, დამიყვავა.
რბილად მომექცა, ანგარიში გამიწია.
თვალებიდან.
როგორც.
637
“ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცდარმან, შმაგად!” მოვახსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად! იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად; აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”.
ვაი.
საუბედუროდ, მარცხად.
დაბნეულმა, თავისი სიტყვისა და ქცევის ვერგამზომელმა.
ნურაფერი გენაღვლება, ნუ დარდობ.
მაგიტომ.
ამიტომ.
მწველად.
აქ: თუკი, რაკიღა.
638
“ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული; მან მითხრა, თუ: “რას ვიტყოდიმოცთომილი, გაბასრული! შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული, სახელმწიფოსაჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული”.
ყოველივე.
(ჩემ) თავს გარდამხდარი, თავგადასავალი.
რად ვამბობდი, რა მალაპარაკებდა?!
შემცდარი, მოტყუებული, გზააბნეული.
აქ: შერცხვენილი.
ჩემსა, ჩემთან.
მოსული.
სამეფო, ხელმწიფური.
ადგილი, საპატიო დასაჯდომი.
გეკუთვნის, გერგება, შეგეფერება.
სასახლე. სრაცა სრული. შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. მთელი სასახლეც (შენი უნდა იყოს), 2. ნამდვილი სასახლე - “სასახლური სასახლე” უნდა გქონდეს.
639
“კვლაცა მითხრა: “ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცაპირველგულსა უხებს, იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცითმოგვიქუხებს, ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არათ ოდეს შეგვაწუხებს”.
კიდევ.
კვიპაროსი. სარო მორჩი წერწეტი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორაა. უხებს ზმნაა. ნაწარმოები არის სახელისაგან “ხე”.
თუმცა.
ჯერ, პირველად.
გულზე შეახებს, დაასობს. ა და ბ ტაეპთა აზრია: ვისაც ღმერთი ტანად ალვის ხეს მისცემს, ე.ი. მშვენიერ ადამიანად შექმნის, იმას საბოლოოდ არ გაწირავს, ტანჯვას ლხინად შეუცვლის.
ზეციდან.
ქუხილივით მოგვივლენს, ქუხილად გვამცნობს
640
“წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა; ფრიდონს ვუთხარ: “ჩემი შემწე შენგან კიდეარავინ-ა; ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა, მაშა, რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა?
სასახლეში.
მარტონი.
შენს გარდა.
არავინაა. ბ და გ ტაეპთა აზრია: ჩემი მშველელი რომ შენს გარდა არავინაა, ისევე ნამდვილია, როგორც ის, რომ ღმერთს შენებრი სხვა არ შეუქმნია.
მაშ.
გაგეცანი.
რად მინდა რამე?
641
“არ ავი გესვამოყვარე, ჟამი თუ მომხვდესჟამისად, ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად: რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად? თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოვნელი წამისად”.
გეყოლები.
მეგობარი.
შემხვდეს, მომეცეს.
დროულად.
თუ შესაფერ დროს შესაფერი შემთხვევა მომეცა.
გადასაწყვეტად.
საშველად. მისად. ლაპარაკია ნესტანზე.
(აქ) ვერ დავყოვნდები წამითაც კი.
642
“მან მითხრა: “ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი? მოსრულხარჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი; მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი? ერთი ვარ მონა მონებადწინაშე თქვენსა მდგომელი.
მოსულხარ.
ჩემი წყალობისთვის (შენი სტუმრობით), ჩემდა საბედნიეროდ.
მე რად ვიყო? რად ვიქნები?
რაიმე მადლობის.
სამონოდ, სასამსახურად.
1. წინ. 2. სამსახურში, მორჩილებაში.
თქვენს სამსახურში მყოფი.
643
“ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა, შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა; აქა მოგესმას წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა. ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდასლვა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა!
ეს.
ყველა მხრიდან.
სხვადასხვა უცხო ამბების. ტაეპის აზრია: აქ მოისმენ ამბავს, შენი დამწველი ალის წამლად რომ გამოგადგება.
ეგებ.
აქ: უბედურებათა. ტაეპის აზრია: ეგებ ამდენი ჭირის გადახდისათვის ღმერთმა ბოლოს ლხინი მოგცეს, ამით თავისი ვალი გადაგიხადოს.
644
“ჩვენ გავგზავნნეთმენავენი, რომელთაცა კვლაუვლია, მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია; მუნამდისცამოიჭირვე, — გონებამან არ დაგლია. ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია!”
გავგზავნოთ.
მეზღვაურები.
სხვა დროსაც, წინათაც.
უვლიათ.
მანამდის კიდევ.
მოითმინე, ჭირს გაუძელი, გაიჭირვე.
ფიქრმა. ტაეპის აზრია: მოითმინე მანამდე, თუ ფიქრმა არ დაგლია, ბოლო არ მოგიღო.
სრულებით.
არ შეიძლება, არ იქნება.
რომ ლხინმა არ დაძლიოს. ტაეპის აზრია: ისეთი ჭირი არ არსებობს, რომელსაც ბოლოს ლხინი ვერ დაძლევს.
645
“კაცნი იხმნამასვე წამსა, ესე საქმე დავიურვეთ, უბრძანა, თუ: “ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ, მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ; თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ ანუ ურვეთ!”
იხმო.
იმავე წამს.
ეს.
მოვაგვარეთ, გავაკეთეთ.
სატრფოს, მიჯნურს. ტაეპის აზრია: მონახეთ ნესტანი, მის მიჯნურს საშუალება მიეცით, მისი პირისპირ ნახვით მისდამი სიყვარული და სურვილი გაიცხოველოს.
რად უნდა გაუშვიდოთ? ნუ გაუშვიდებთ! ტაეპის აზრია: ათასი ჭირი უნდა აიტანოთ ნესტანის ძებნაში, განა შვიდი ან რვა!
“ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა, მითხრა, თუ: “მცთარვარ აქამდის, ვერ მივჰხვდი გასაგონოსა: ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა! ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!”
საბატონო, სამეფო.
თურმე, ვცდებოდი, ვტყუვდებოდი.
მისახვედრი, გასაგები, შესაცნობი.
ვერ მივხვდი იმას, რასაც უნდა მივმხვდარიყავი, ვერ გავიგე მოვლენათა აზრი.
ვინ რას მოგაწონებს?
648
“რას ვაგრძელებდე! მოვიდესყოვლგნით ამბისა მცნობელნი, ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშვრობელნი; ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნესვერას ამბისა მბობელნი; მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი.
მოვიდნენ.
ყოველი მხრიდან.
გამგებნი, შემტყობნი.
აქ: ხელმოცარულნი.
უსარგებლო, შედეგის არ მომცემ ადგილებში.
დამღლელნი.
ვერაფერი.
შეეტყოთ, გაეგოთ.
იყვნენ.
ვერაფერი ამბის.
მდიოდნენ, ან: წამომედინნენ.
649
“მე ფრიდონს ვუთხარ: “ესე დღე ვითამესაზაროების, ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების; უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების, დახსნილვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.
ეს.
როგორ.
საზაროდ, საშინლად მეჩვენება.
მოვშორებივარ, მოვწყვეტილვარ, ხელი ამიღია.
ამიტომ, ამის გამო.
მოება; ან: ებმის, ებმება.
650
“მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი, ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!” ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მო-ვე-რწყო ველი, მითხრა, თუ: “ძმაო, დღესითგანცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”
აქ: დავდგები, დავრჩები.
აქ: ნებართვა.
რომ გაიგო.
ისევ მორწყო.
დღეიდან.
ამაოა, უსარგებლოა, ფუჭია ჩემი ლხინი.
651
“თუცადიამოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს; მისთა სპათა მუხლ-მოყრითა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს, მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს: ”ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!”
თუმცა.
ბევრი, ძალიან.
აქ: ეცადნენ.
1. მუდმივი ჯარი, 2. ჯარისკაცი.
ჩემკენ წამოვიდნენ, ჩემკენ იარეს.
მეხვეოდნენ.
მაკოცებდნენ, მკოცნიდნენ.
ატირდნენ.
დაგემონებით.
პოეტური ლიცენციაა. ნიშნავს: ვიდრე.
სანამ ეს სიცოცხლე არის, სანამ ვარსებობთ.
652
“ეგრე ვუთხარ: “თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების, მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების, ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დიაგებრალების, ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების!”
ძალიან.
მაგრამ.
იგულისხმება: ჩემგან, უნესტანოდ მყოფისგან.
ლაპარაკია ნესტანზე.
მივატოვებ, გავწირავ.
გებრალებათ.
ვერც ვინმე დამიშლის (წასვლას).
653
“მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ჩემი ესე ცხენი, მითხრა: “ჰხედავ პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი? ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი! თვით ამანვე მოგაწონნესსახედნობა-სიფიცხენი”.
მერე.
ეს.
კვიპაროსი. ტაეპის აზრია: ხედავ, პირმზე და ტანად კვიპაროსის ხის მსგავსი, ამ ცხენს?
არაფერი.
აქ: გაწბილება, შერცხვენა.
საჩუქრები რაზე გავაწბილო და გავაუფასურო? (ტყუილად რად გაჩუქო სხვა რამ, რაც არ მოგეწონება?).
მოგაწონოს, მოგაწონებს.
კარგი “შესაჯდომობა”, კარგი სვლა და კარგი გამგებიანობა მხედრის ნებისა.
სისწრაფე, სიმკვირცხლე.
654
“ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით; მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნიმტიროდეს გულითა მართლად, არ ენით. გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.
ორივემ.
იქ.
ყვირილით. აქ: ვაებით, მოთქმით.
მთელი ლაშქარი.
მტიროდნენ.
გულწრფელად, ნამდვილად.
დავემსგავსეთ.
655
“ფრიდონისით წამოსრულმან, წავე ძებნად, კვლა ვიარე, რომეარა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე, მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე; გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.
საძებრად.
კიდევ, ისევ.
რომ.
არაფერი.
ხმელეთზე.
გარეთ, ზღვაში. შესაძლოა სხვა გაგებაც: ხმელეთზე, გარდა ზღვისა, ყველაფერი მოვიარე.
მაგრამ.
აქ: ვერავის.
სულ, სრულებით.
დავამსგავსე.
656
“ვთქვი, თუ: “ჩემგან აღარა ხამს სიარული, ცუდი ცურვა, ნუთუ მხეცთა სიახლემანუკუმყაროს გულსაურვა!” მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი თუ რვა: ”ვიცი, რომე დამირჯიხართ, დიაგმართებს ჩემი მდურვა.
საჭიროა, ჯერ-არს.
ამაო, ფუჭი, უსარგებლო.
ეგებ.
სიახლოვემ.
მომაშოროს, განმიქარვოს.
მწუხარება.
გამირჯიხართ, გამიტანჯიხართ.
ძალიან.
გეკუთვნით.
657
“აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა!” რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა, მითხრეს: “ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!
ახლა.
დამტოვეთ.
ეპატრონეთ, მიჰხედეთ.
უცქერით.
ჩემი თვალებიდან.
რომ ისმენდნენ.
ამდენს, აქ: ასეთს.
658
“უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა! ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა! თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა!” თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა.
სხვას თუ არა შენ.
ნურც ...ნურც.
ბატონს, მბრძანებელს.
აქ: ნეტავ.
გაგვყაროს.
გიცქერდეთ.
მოსაწონს, თვალის მიმზიდველს.
აქ: თურმე.
დუნე, უხალისო.
ადუნებს, აძაბუნებს, ძალასა და შემართებას ართმევს. ტარიელის აზრია: მე, ასეთი მხნე კაცი, ბედმა როგორ დამაძაბუნა!
659
ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი, მაგრადავყარენარენი მე კაცრიელთა თემთანი; სახლად საყოფნიმიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.
ჯაჭვის პერანგები ავად (იგულისხმება: ჩემი და ჩემი მონების დასახოცად) გაემაგრებინათ ქაფით, მხარ-კისრის დასაცავი რკინით.
წუთისოფელმა, ცხოვრებამ.
დამამწუხრა, დამაღონა.
ცრუ, არაგულწრფელი.
წუთისოფლის სიცრუე კიდევ ერთხელ სიცრუედ დავინახე.
661
“აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები, ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, ესე ქალი არ დამაგდებს, — არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, — ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!
მას აქეთ.
გახელებული, შმაგი.
გავვარდები ხოლმე.
გონებას ვკარგავ, გული მიმდის.
ეს.
მტოვებს.
ცეცხლმოდებული. მეტაფორულად: ტანჯული, მგლოვიარე.
ჩემ საშველად.
არაფერს არ ვცდილობ.
662
“რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს; ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს; რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს!
რომ, რადგან.
მსგავსება, მსგავსი.
მიმიჩნევია.
მისთვის მიმიმსგავსებია, მას მაგონებს, მის განსახიერებად მიმიჩნევია (ლაპარაკია ნესტანზე).
ამიტომ.
სამოსლად, ჩასაცმელად.
ეს.
მიკერავს.
ოხრავს.
“ახ”-ს ამბობს, კვნესის.
ტყუილად.
გამილესია.
663
“მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები; მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები; მას აქათვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები; სხვადარასვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.
სიცოცხლის მომთმენი. ტარიელს აღარ უხარია სიცოცხლე, იგი მას მხოლოდ ითმენს.
მას აქეთ.
ნადირებთან ვარ.
ჩემ თავს მათვე რომ ვამსგავსებ, მათგან რომ აღარ ვარჩევ.
შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. ნახვას მონატრებულმა. 2. უკვე მისი ნახვის დრო რომ მოგსვლია.
666
ავთანდილ უთხრა: “მე შენი გაყრაარ მომეთმინების, თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების, შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების!
სიშორე.
ვერ მოვითმენ, მოსათმენად მეძნელება.
გეტყვი.
თქმა, შემობედვა.
ვისთვისაც.
არაფერი ეშველება, მდგომარეობა არაფრით არ შეუმსუბუქდება.
667
“რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯასისაშემტყვებარი; მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი: სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.
მაჯის.
შემტყობი, გამსინჯავი.
668
“რაცა გითხრა, მომისმინე, ბრძენიგეტყვი, არა ხელი: ასი გმართებსგაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი; კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი. აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.
რასაც გეტყვი.
გეუბნები.
აქ: ჭკუათმყოფელი.
გახელებული, შმაგი.
გეკუთვნის, მოგეთხოვება.
გააზრება, აწონ-დაწონა.
ვერაფერს.
სასიკეთოდ მოაგვარებს, მოაწყობს.
ახლა.
მწვავს.
669
“იგივნახო, სიყვარული მისი ჩემთვისდავამტკიცო; მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; შენ გენუკვი, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.
ლაპარაკია თინათინზე.
ვნახავ.
აქ: ჩემდამი.
განვამტკიცებ, შემოვიმტკიცებ.
მოვახსენებ.
გამეგოს, შემეტყოს.
მაქვს-მეთქი (აზრია: გარწმუნებ, გეუბნები, მეტი საქმე არ მაქვს-მეთქი).
გევედრები, გთხოვ.
დამაჯერო, დამარწმუნო. იგულისხმება: ჩემ წასვლამდე დამარწმუნო იმაში, რომ, რასაც ახლა გეტყვი, შემისრულებ.
ღმერთი და ცა იწამო.
მივატოვოთ, გავწიროთ.
670
“რომეაქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო, მეცა ფიცით შეგაჯერო, არასათვისარ გაგწირო, კვლამოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის აგრე არ გატირო”.
რომ.
აქედან.
თუ დამპირდები.
დაგაჯერებ, დაგარწმუნებ.
არაფრის გულისთვის, არავითარ შემთხვევაში.
არ მიგატოვებ, არ გაგწირავ. ტაეპის აზრია: მეც შემოგფიცავ, რომ არ მიგატოვებ ბედის ანაბარას.
ისევ.
მოვალ.
მოვკვდები.
ვივლი.
671
მან მიუგო: “უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი? გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი; რაგვარამცა დაგივიწყე! რაგვარამცა უკუმქარდი! ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.
ლაპარაკია ტარიელზე.
როგორ.
გეძნელება ჩემი განშორება.
ბულბული.
როგორ დაგივიწყებ?
როგორ ამომივარდები გონებიდან? როგორ შეველევი შენზე ფიქრს?
კიდევ.
ნორჩი, ახალნერგი.
672
“პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრეს, არ იირმოს, არცა ითხოს; თუ გეტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! შენმან ჭვრეტა-სიახლემანმომაქარვოს სევდა, მითხოს!”
ტაეპის აზრია: თუ შენს პირსა და შენს ხესავით წერწეტ ტანს აქ, ჩემ სანახავად მობრუნებულს, ვნახავ, მაშინ ...
გული აღარ გამიველურდება, მინდვრად გაჭრა აღარ მოუნდება.
მეტაფორის აზრია: დარდისგან იაგუნდივით გალურჯებულნი და ქარვასავით გაყვითლებულნი.
გონება.
ბრძნულად, მჭერმეტყველურად მოლაპარაკენი მიუხედავად იმისა, რომ გონება დარდისგან გაშმაგებული ჰქონდათ.
სწვავდნენ.
მუდამ.
ალები(?).
იმ ღამეს.
ერთად.
იყვნენ.
674
ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა; რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა; ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას, ამას ვერ მიმხვდარა; ავთანდილცა ჩატიროდა, შამბიშიგან ჩაიარა.
მასთანვე.
გაშორდა.
როგორ.
აზრია: ვერ წარმოუდგენია, ჯერ თვითონაც ვერ გაუცნობიერებია, როგორ ეწყინა.
ბუჩქნარი. ან: მაღალი და უხეში ბალახი.
შუაში ჩაიარა.
675
ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა, მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა, ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა; მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!
იგულისხმება ხალხში დღემდე არსებული ჩვევა ხვეწნის გამოსახატავად ნეკის ნეკზე გადაჯაჭვისა (მ. ქალდანი).
მალე.
სთხოვდა, ევედრებოდა.
როგორც.
ლაპარაკია ავთანდილზე.
სხვაზე, თუ არ თქვენზე (შენზე და ტარიელზე) როგორ ვიფიქრებ?
676
“ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა, შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანისთანსა”.
მალე.
მიგატოვებ.
შინ არ დავყოფ დროს, არ შევყოვნდები.
ოღონდ.
ნურსად ატარებს.
ამ დღიდან.
(თუ) არ მოვალ.
ვიზამ.
შეუფერებელს, არასაკადრისს.
მიხვდით, იცოდეთ!
გაუწყვეტელს, გაუსწორებელს. იგულისხმება: თუ არ მოვედი, მაშ, დავღუპულვარ.