სახელოსნო

 

 


ლოცვა ავთანდილისა
თავი 34. ლოცვა ავთანდილისა
შინაარსი
სცენები
819
ილოცავს, იტყვის: “მაღალო, ღმერთო ხმელთა და ცათაო,
ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,
უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო!
ლოცულობს.
ამბობს.
ღმერთო.
ხმელეთისა.
პატიჟი - ტანჯვა.
აქ: ამქვეყნიური სიკეთე: ბედნიერება, სიმდიდრე, ჯანმრთელობა და ა. შ.
მზა სიკეთეთა. აზრი, როგორც ჩანს, შემდეგია: ღმერთი ადამიანს აძლევს ზოგჯერ მზამზარეულ, დაუმსახურებელ ბედნიერებასაც კი, რომელსაც მოხმარებაღა სჭირდება, და არა მხოლოდ ტანჯვას.
შეუცნობელო.
გამოუთქმელო.
პატრონო, მთავარო, ხელმწიფეო.
ხელმწიფობა, მთავრობა, საბრძანებელი. უფალო უფლებათაო. იგულისხმება: ზეციურ ხელმწიფეთა ხელმწიფევ, ზეციურ მთავრობათა მთავარო. “უფლებანი” ანგელოზთა ერთ-ერთი თანრიგია.
მოთმენა.
სურვილების, ვნებების, სწრაფვების.
წარმმართველო, ბატონო, განმგებელო.
გრძნობა, ვნებათაღელვა.
820
“ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა!
შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა;
მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა;
ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!
გევედრები.
რომელიც, ვინც.
აქ: პატრონობ, ხელმწიფობ.
(ყოველივე) ქვემოდან ზეითამდე, ქვესკნელიდან უმაღლეს ცამდე.
შეჰქმენი, გააჩინე.
წუთისოფელმა, ცხოვრებამ.
ჩემს საუკეთესო მზეს (იგულისხმება თინათინი).
ამოთხრი, ამოძირკვავ, ფესვიანად ამოიღებ. მისგან ჩემთვის დანათესსა. შესაძლოა ორგვარი გაგება: 1. თინათინისგან ჩემ გულში დათესილს, 2. თინათინისგან თავის გულში დათესილს (ჩემდამი).
821
“ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე,
შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე:
მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე!
თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვრეპლსა შევწირვიდე”.
მყავს.
შენს გარდა, შენს იქით.
ვთხოულობ.
შველას, შემწეობას.
რამდენ გზაზეც ვივლი, რომელ გზაზეც უნდა მივდიოდე, რა გზაც უნდა გავიარო.
პოეტური ლიცენციაა. ნიშნავს: “მტერთაგან ძლევა”, მტრებისაგან დამარცხება. შესაძლოა სხვა გაგებაც: ძლევა - ძლიერება, ძალა.
ეშმაკი, ბოროტი სული.
მომაცილე, მომარიდე.
თუ ცოცხალი ვიქნები.
გემსახურები.
შენ მსხვერპლს შეგწირავ ხოლმე (იგულისხმება ე.წ. “უსისხლო მსხვერპლის შეწირვა” ანუ ლოცვა).
822
რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა,
შერმადინცა დააბრუნვა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა;
მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა;
პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!
რომ ილოცა.
ფარულად.
იგულისხმება: ქალაქის შემკვრელი გალავნის კარი.
დააბრუნა.
ღარა.
ვერმხედველმა.
რას გაიხარებს? როგორ გაიხაროს!