სახელოსნო

 

 


მბობა ტარიელისაგან ლომ - ვეფხის დახოცვისა
თავი 38. მბობა ტარიელისაგან ლომ - ვეფხის დახოცვისა
შინაარსი
სცენები
915
“რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,
მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;
შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,
ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.
ყველაფერი.
დაწვრილებით.
გიამბობ.
განსაჯე!
შევწუხდი, გამიჭირდა.
გამოქვაბულში.
916
“იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მომეარნეს;
ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთგან შეიყარნეს.
ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,
მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.
ბუჩქნარი. ან: მაღალი ხშირი ბალახით დაფარული ადგილი.
ის.
მომევლო.
შეიკრიბნენ.
ერთად.
შეიყარნენ.
ჰგვანდნენ.
შეყვარებულებს, ერთმანეთის მოტრფიალეებს. რათმე შეიძლება გავიგოთ აგრეთვე როგორც “რაღაცით”: ლომ–ვეფხვი რაღაცით ჰგვანდნენ მოყვარულებს.
გამიხარდა.
გამიკვირდა, შემზარა.
917
“ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხი მოვიდეს ორგნით რებულნი.
სახედ ვამსგავსენ მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი.
შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი.
ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.
მოვიდნენ.
ორი მხრიდან.
წამოსულნი.
აქ: შესახედად.
ჩამიქრნენ.
მოდებულნი (ლაპარაკია ტანჯვის ცეცხლზე).
შეიყარნენ.
შეიბნენ.
იბრძოდნენ.
იყვნენ.
918
პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს;
გამოჰრიდნა ვეფხმან — გული დედათამცა გამოჰრიდნეს!
ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.
ჯერ.
საამოდ.
აქ: იალერსეს.
წაეკიდნენ ერთმანეთს, წაიჩხუბნენ.
1. სიკვდილს, 2. მოკვლას (ერთმანეთისას).
არ დაერიდნენ.
ვეფხი გამოერიდა, გაეცალა.
ქალებიც გულს (ასე) წაართმევდნენ; ვეფხვი ისე მოიქცა, როგორც ქალთა წესია. შესაძლებელია ცოტა სხვა გაგებაც: კანონზომიერია, რომ ლომს (ლომგულ მამაკაცს) ქალმა გული წაართვას, მოსტაცოს.
დაამშვიდოს, დაამშვიდებს.
919
“ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა,
შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!”
ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა,
თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.
საქმე, მოქმედება.
ვუთხარი.
არ ხარ გონებაზე.
აწუხებ, აწყენინებ.
ვაჟკაცობას.
გავედევნე.
დაჭრა, კვლა. ეს გამოთქმა ფიგურალურია. ნამდვილად ტარიელს ლახვარი - მოკლე შუბი - არ აქვს.
მოვკალ. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
გავათავისუფლე წუთისოფლის, სიცოცხლის თმენისაგან.
920
“ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა,
მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა,
მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა,
ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.
გადავაგდე.
გადმოვხტი (ცხენიდან).
დავიჭირე.
ვინც (ლაპარაკია ნესტანზე).
მიღრენდა.
აქ: მღადრავდა, მაზიანებდა, ჭრილობას მაყენებდა.
შმაგით, გახელებულით.
921
რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერათ დავამშვიდე,
გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე,
მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
სულნი სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე!
რამდენსაც.
ვერაფრით.
გული მომივიდა.
მომაგონდა.
როცა.
სულ, მთლად.
ამომხდნენ.
სული ამომხდა.
922
“აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;
სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა!
სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა “.
ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა.
მითქვამს, მიამბნია.
სიცოცხლეც.
არ მეკუთვნის; (ცოცხალი) არ უნდა ვიყო.
ასე გახდომა, ამ დღეში ჩავარდნა.
ეს.
მოყმემ (ტარიელმა).
ამოიოხრა.
ატირდა კიდეც. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
923
ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა,
უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი, და-!
ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;
თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთგან არ შეგყრიდა.
მოითმინე!
სულ, მთლად.
ზმნისწინი ზმნისა “დასჭრი”, განმეორებული აზრის გასაძლიერებლად.
. იგულისხმება: (ღმერთი) ამგვარ განსაცდელს წყალობით უყურებს, მას სასიკეთოდ ამთავრებს ხოლმე.
თუმცა.
არ მოგერიდათ, არ აგცდათ.
თქვენი გაყრა რომ სნდომებოდა.
ჯერ, თავიდანვე.
ერთად.
შეგყრიდათ, შეგაერთებდათ.
924
“სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს,
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.
ავი ბედი.
წუთისოფელს, ცხოვრებას.
მაგრამ.
ბოლოს.
პირველად, ჯერ.
საძნელოა.
ამით, ამიტომ.
მიგვაახლოვებს.
გატანჯულს, უბედურებისა და გასაჭირის გემონაწვნევს.
გააგიჟებს, წონასწორობას დააკარგვინებს.
ბედნიერს, გაჭირვების უნახავს გასაჭირს აწვნევს.