სახელოსნო

 

 


წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
თავი 52. წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
შინაარსი
სცენები
1327
დაწერა: “ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო, მეფეთ-მეფეო,
ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო,
მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო,
უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!
ბედნიერებითა და ძლევამოსილებით სავსევ.
ძალითა და გულადობით.
შუქუხვო.
გამარჯვებულო, განდიდებულო.
ძალაუფლების მქონევ, წარმატებულო.
აღმომჩქეფო, დამდენო.
შორიდან.
1328
“ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირ-ნახულისა,
კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა:
მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა,
დამარჩენელი ლომისა, მის ქვესკნელს დამარხულისა.
შემხვდა, მერგო კიდეც. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
სამაგიერო.
გასაჭირისა, გარჯისა.
მოგვარება, წარმართვა.
შემიტყვია.
სწორად.
მიჩნეულის.
მაცოცხლებელი, გადამრჩენელი.
იმ ლომის (ტარიელის).
1329
“იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია,
მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია.
ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია,
ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.
იქ.
მიმაჩნია.
თუმცა.
ნარგიზებიდან (ქუთუთოების აღმნიშვნელი მეტაფორაა).
პირისახეა.
ჯერ.
მრ. რიცხვი ზმნისა “ახლავს”.
მაგრამ.
ჯარი, ჯარისკაცები.
ურიცხვი.
1330
“გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების,
სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების!
რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების,
არ თურე კაცმან დაგიდგნეს, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების!
ვხარობ.
ამიტომ.
მილიდან ნადენივით მდის.
მოგინდებათ.
უსათუოდ, უეჭველად.
აგცილდებათ, არ გამოგივათ.
აქ: არა თუ.
გაგიძლოთ.
მგონი.
გაგირბილდებათ.
1331
აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე,
გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს, პატიმრად-ა იგი მთვარე;
ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე,
ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე!
ახლა.
მაპატიე.
ამიტომ.
დასადგომად, დროის დასაკარგავად.
მცალია.
პატიმრადაა.
მალე.
1332
“ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია:
ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია!
ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია?
მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია”.
საამოდ.
თქვენი გული ამათთვის უხინჯო, კმაყოფილი იყოს, ამათგან გულნაკლული ნუ იქნებით.
ნამყოფია.
ყოველი, ყველაფერი.
წარმოშობს.
ეს.
1333
ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან,
მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან;
შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა, სრულად, მართ ვითა ჰგია, მან,
მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.
წერილი.
დაახვია. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
როგორც.
ავთანდილის მშვენიერების აღმნიშვნელი მეტაფორებია.
ზეპირად.
საჭირო იყო.
როგორც.
არის. აქ: მიღებულია, წესად დადგენილია. ტაეპის აზრია: მონებს ფრიდონთან ყოველგვარი მოკითხვა და ბოდიში დააბარა, რასაც წესი მოითხოვდა.
უჩვენებდა.
წითელი მარჯანი. ტაეპის აზრია: ავთანდილმა გაიღიმა; მისი ძოწისფერი ბაგეები გაიხსნა და მარგალიტივით კბილები გამოაჩინა.
1334
მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა,
გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა,
მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მწუხარისა;
მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.
იპოვა.
მაგრამ.
დატოვება.
მისი განშორების მომლოდინეებს;
ჩასდით.
1335
ფატმან, უსამ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა,
იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა!
რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა!
და-ცა-გვმარხენო ხელითა, ჩვენითა დამმარხველითა”.
ამბობენ.
დაგვმარხე კიდეც. იგულისხმება: დაგვხოცე.
იგულისხმება: ახლობელივით საყვარელით.