სახელოსნო

 

 


თათბირი ავთანდილისა
თავი 56. თათბირი ავთანდილისა
შინაარსი
სცენები
1405
ავთანდილ უთხრა: “ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან,
ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან,
სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახ-ივიან,
მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან!
მეგობრები.
“ვაგლახსა” და “ვას” იძახიან. ან: იძახებენ.
მაგრამ.
ყვირიან, იძახიან.
1406
“რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმის აბჯრისა ჩხერება,
გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება;
წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება,
ეგე თათბირი არ ვარგა, სხვებრ ვქმნათ თავისა ტერება.
(თოკზე) გასვლას რომ დაიწყებ.
გაიგონებენ.
ჩხარუნი.
გაგიგებენ, მიგიხვდებიან.
საჭიროა, ჯერ-არს.
წაგიხდება, დაგეკარგება.
ამაოდ, ტყუილ-უბრალოდ.
აქ: შეგრჩება.
ამაო, უსარგებლო. ფერება. აქ: ქადილი.
სხვაგვარად.
პატრონობა, რგება.
1407
“სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა,
ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა;
სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა,
ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.
იჭერენ.
სავაჭრო ტანსაცმლით.
ვიზამ.
1408
“სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები;
მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები,
მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები,
ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!
შეგვიტყობენ, გაგვიგებენ.
სათუო. აქ: მოსალოდნელი. ტაეპის აზრია: შესაძლოა, მიგვიხვდნენ განზრახვას, თუ სამივენი წავალთ.
თავს მოვაჩვენებ.
მოვატყუებ, სხვა სახით მოვეჩვენები.
1409
“შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,
თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად;
კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვითკირი სად;
თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.
შიგნით მყოფთ.
ყველანი.
გავაღებ.
გამიძლებს.
სადმე. აზრია: ვერსად ვერავითარი ქვითკირი ვერ გამიძლებს.
რამე.
აზრისა, გეგმისა.