სახელოსნო

 

 


ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
თავი 8. ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
შინაარსი
სცენები
235
ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული,
ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული.
მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,
ეგონა, თუ: “დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული”.
გამოქვაბული
კარგაღებული
გამოიქცა, გამოვარდა
სინათლის რკალი, ციურ მნათობთა დამახასიათებელი
ბროლივით ელვარე, შარავანდით მოსილი
236
ვერ იცნა,—სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა,—
ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა;
ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა.
ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.
ყვირილით
ცხენიდან ჩამოხტა
ყვირილს
გაბმულს, უწყვეტს
237
მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,
ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე, მი და მო ძრწებოდა,
ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,
ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.
დასანახადაც.
სძულდა, ეზარებოდა
წრიალებდა, იბრძოდა
შემწედ, მშველელად
შემწეობას არ უწევდა, ვერ უწევდა
უჩოქებდა
ნეკის ნეკზე გადაჭდობით სთხოვდა, რაც დიდი ხვეწნის გამომხატველად ითვლება
238
ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი,
უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,
მისი რა მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი?
სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი!”
გაჩუმდი!
რას გიზამ?
ფერდაკარგულნი
კვიპაროსი
სინათლის რკალი, ციურ მნათობთა დამახასიათებელი
პირნათელი, სახებრწყინვალე, მშვენიერი
ასე
239
ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:
”თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ, შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!
აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა.
ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა!”
მოსამართლეობა, მსაჯულობა
თავი დამანებე, მომშორდი!
მთხოვ, მევედრები
240
კვლა ეტყვის. “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკევ მე რასა?
მაგა საქმესა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.
შენ ერთხელ იტყვი, “მითხარო”, მე ასჯერ გითხრობ “ვერასა”,
ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა”.
მეხვეწები, მთხოვ
ვერ დაწერს, ვერ აღწერს
ვაება, გლოვა
241
“ქალო, არ იცი, სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან,
ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან.
შენ მიპოვნიხარ, სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან.
ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!”
დიდი ხნიდან
242
ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?
მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო!
გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:
ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!”
რთვილო
243
კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა,
მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,
პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოიდინა,
ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.
ფიცით.
დაუჩოქა
ვერაფერი წამოაცდენინა, ვერაფერს გამორჩა
გაჯავრდა
თმაში ხელი ჩაავლო, თმით დაითრია
244
ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?
რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო!
გიჯობს, მითხრა, ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,
თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!”
ამდენი.
როგორ შეგარჩინო
როგორ თუ
ამაოდ, ტყუილ-უბრალოდ
აღარაფერს გაწყენ, აღარაფერს დაგიშავებ
თორემ
მოგკლავ
245
ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მეტად ავი:
თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკვდავი.
რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?
კვლა, თუ მომკლა, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი”.
ეგ საშუალება
ცუდი
ჯანსაღი.
არ მომკვდარი, ცოცხალი
რატომ გეტყვი რაიმეს?
სანამ არაფერი დამშავებია
აღარ მედგმება, აღარ მექნება
ზედ
246
კვლა ეტყვის: “ყმაო, რად მპოვე, ვის მეუბნები მე ვინო?
ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!
მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო,
ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო!
კიდევ ეუბნება
რად მიმიჩნიე? ვინ გგონივარ, რომ მაგას მთხოვ?
მელაპარაკები
ვერ მათქმევინებ
მოგაკვლევინებ
როგორც უსარგებლო ბარათი
დაგახევინებ
247
“ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია,
მით, რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;
ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.
ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია.”
ტანჯვა
ნუ გგონია, რაიმე ტანჯვა იყოს
იმიტომ, რომ
გადამარჩენ
მიმაჩნია
მთელი
ქვეყანა
გამითანაბრებია, გამიტოლფასებია
გითხრა
248
ყმამან თქვა, თუ: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,
სხვასა რასმე მოგონება სჯობს, საქმისა გამორჩევა”.
გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა,
ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ, არ ვიცი, ვით დავრჩე, ვა!”
არ გამოვა, არ მოხერხდება
ახლა
ასე
თქმევინება
მოფიქრება
სხვა რამის მოფიქრება
როგორ ვიცოცხლო
249
ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;
ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია.
ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია,
კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.
ცოტა კუშტად, ცოტა მკაცრად
პირქუშადაა, გამწყრალია
ჯერ
ზის
აღარაფრის მთქმელი
იქით კიდევ
გულნატკენი
250
ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა,
მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა.
ყმამან ცნა, თუ: “გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა”,
ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.
ამიტომ
მაგრამ
უცხოსთან უცხოდ იჯდა, არ გამოელაპარაკა
ალაპარაკა
მიხვდა, გაიგო
დაუჩოქა
251
უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,
გაგარისხე, დარჩომილვარ ღარიბად და ამად ობლად;
აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად
ამად, რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.
ვარგიხარ
დად, და-ძმური ურთიერთობის დასამყარებლად
დავრჩენილვარ
უცხოდ და, ამიტომ, ობლად
მაინც, მიუხედავად ამისა
შენი დანდობისათვის, შენი სულგრძელობისათვის მომინდვია
იმიტომ, რომ
შვიდჯერ
ნათქვამია, რომ შვიდჯერ უნდა იქნას შენდობილი
252
“თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,
მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;
სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე,
სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!”
თუმცა
ცუდად
საჭიროა, ჯერ არს
იფიქრე, გაითვალისწინე
სხვა ყველა მხრივ
უილაჯო ვარ, თავის შველის საშუალება არ მაქვს
სულს მოგცემ, თუ გული ჩემკენ მოიბრუნე
მეტს რაღას მოგცემ? რაღა მოგცე?
253
რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,
გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება,
კვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ-გაცინება.
ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.
როცა, რაკი
გაიგონა
გულამოსკვნით
ძახილით, ხმამაღლა ყვირილით
წადილი აუსრულა
გულისტკივილის დაამება, მორჩენა, ლხენა
254
იტყვის, თუ: “ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,
ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების”.
კვლა უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების.
ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს,არ ეკრძალების.
ამბობს (ავთანდილი)
ეცვლება
ვიღაცისთვის
უდავოდ, უთუოდ
ჩქარ-ჩქარა მოსდის ცრემლი
კიდევ
უფრთხის, გაურბის
255
“ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად,
ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;
ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად!
გული თქვენი მიპოვნია, მისი შენად, შენი მისად.
შმაგი, გახელებული
სულის ქონა, სიცოცხლე
მივა, მისწვდება
მივსულვარ
სადაც
ზმნისწინი „მისრულვარ” ზმნისა, განმეორებული აზრის გაძლიერების მიზნით
256
მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,
მისთვის ხელმან, გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე.
ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე-მქმენ ანუ მააზატე,
ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.
ლაპარაკია თინათინზე
ასე
მის გამო
გაშმაგებულმა, გახელებულმა
ველად გაჭრილმა, კლდე-ღრეში სახეტიალოდ გამოსულმა.
გავაძუნწე, შევამცირე, მოვიკელი
ორში ერთი
თავისუფლება მომეცი
257
ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.
წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,
აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.
პირველზე უფრო საამო, თბილი
ეგ
მოიფიქრე, მოისაზრე
ბევრად უკეთესი
დასთესე
ახლა
მეგობარი
დაზე უფრო და
258
მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,
არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე,
არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე;
შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე!
მაშ
შენ საშველად, შენ სარგოდ
მოიფიქრე, გამონახე
არ შეიძლება
მოვკვდები
მე ...რას ვიღონებ? რა ვიღონო?
259
“აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,
რასაცა ეძებ, მიჰხვდები უცილოდ, არ ასცილდები;
თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომცა ცრემლსა ჰმილდები,
მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები”.
მიაღწევ, ეწევი
უდავოდ, უსათუოდ
რამდენიც უნდა იტირო, ცრემლის მილად იქცე
მოგიწევს, მოგიხდება
ქვეყნის, წუთისოფლის
260
ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:
ორნი კაცნი მოვიდოდეს სადაურნი სადმე გზასა.
უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა.
ზედა მიდგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იზახის ვაგლახ-ვასა.
ეგ
მოდიოდნენ
აქ: რომელიღაც ადგილის მცხოვრებნი.
სადღაც, რომელიღაც გზაზე
ჭაში
ზედ მიადგა
ჩასძახოდა
იძახის
261
“ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე”;
მას ქვეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე,
შემოჰყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?”
მოსატანად
მინდა, რომ ამოგიყვანო
იმ ქვევით მყოფს
გაეცინა
შემოუძახა, დაუყვირა
262
აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,
სხვად უღონოა უშენოდ ჩემი აპყრობა ხელისა;
რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა,
თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკრვა თავისა მრთელისა!”
ახლა
თოკი
სხვა მხრივ
შეუძლებელია
სხვისგან, თუ არა შენგან
შველა
შმაგისა, გახელებულისა
თორემ
თოკი ან დოლბანდი
ჯანსაღ თავს თოკით ან დოლბანდით ვინ შეიკრავს?
263
ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.
ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;
ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,
რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.
ნალაპარაკევი
უდავოდ, ნამდვილად
რაინდი, მეომარი
ვინაიდან
აქამდის, დღემდის
მომთმენი
264
“იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების,
თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიხსოვნების.
მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების,
დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.
გეტყვის.
არავინ იცის, არავის მეხსიერებაში არ ინახებ
შესაძლოა სამგვარი გაგება: 1. (დაიცადე) რამდენი დაგვიანებაც, დაცდაც შეგიძლია, 2. თუმცა ეს შეგაყოვნებს, 3. რაც უნდა დაგაგვიანდეს (ალ. ჭინჭარაული).
265
გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:
ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;
მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა!
გეტყვი
იმ გახელებული, შმაგი რაინდის
რომელსაც
ბევრი ოხვრის ამოოხვრა, ბევრი ამოსუნთქვა
განა ერთხელისა!
266
“ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:
ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა,
ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,
აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.
ვერაფერს გეტყვი
ამასთან ერთად სათქმელს
ის
ატარებს
წერწეტს, მოხდენილს
თავზარდამცემს
ახლავე
არ ვიცი
267
“ამას გვედრებ, მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო;
რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო,
ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,
თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.
გთხოვ, გევედრები
არსად წახვიდე
რომ მოვა
შევეხვეწები
ეგებ როგორმე რამე მოვაგვარო
გაგაცნობთ ერთმანეთს
შევაყვარებ
საყვარელი გაახარო
268
ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება,
ამას ზედან მოიხედნეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;
მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოვანება,
უკურიდნეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.
დაჰყაბულდა
აქ: ამის თქმაზე
მოიხედეს
ხევიდან
მოესმათ
წყლის ჩხაპუნი
გამოსული
მოერიდნენ, გაეცალნენ
იქ
269
ქალმან უთხრა: “ყმაო, ღმერთმან მოგცა ჟამად, რაცა გინა,
მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;
იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა;
ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.
დროულად
გინდა
მაგრამ
გაუჩინარდი, დაიმალე!
იმ მოყმის ნების არ მცნობი, არშემსრულებელი, მისი წინააღმდგომი
არავინაა
ეგებ როგორმე რამე მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინოს
270
ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა.
იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ–ხრმალითა;
ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,
ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.
ჩამოხდა, ჩამოქვეითდა
მშვენიერი, კარგი შესახედი იყო
ისრების ჩასაწყობი ბუდე
ატირდნენ
ხმამაღლა
ისეთით, რომელიც მალე იდენს, თავისი სიუხვის გამო, და სწრაფად, მძლავრად შეერთვის ზღვას
სარკმლიდან, ფანჯრიდან
ცქერა
271
ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.
დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;
შეჰხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;
დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.
იმ ქალმა.
შეიტანა
დადუმდნენ
შავი ძვირფასი ქვა
272
ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები,
მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;
მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს, ჭირ-მონამატები,
სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.
სარკმლიდან, ფანჯრიდან
უყურებდა
პატიმარი
საკნიდან გამოშვებული
იმ ქალმა
ქვეშ
ტყავის ხალები
ოხრავს
შავი ძვირფასი ქვა
საჩრდილობელი. გიშრის სატები წამწამებია
273
მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზებად ცეცხლისა ნელისა,
ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა;
მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა,
ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.
ქალმა
იწყო დანთება
უნდოდა, ფიქრობდა
მიუტანა, მიაწოდა
დაუღეჭავის.
274
ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი,
შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა, ვითა რეტი,
იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.
ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.
თუმცა
სრულებით
ხმამაღლა დაიყვირა
როგორც უგონო, რეტდასხმული
ყვიროდა
წამდაუწუმ ირტყამდა
ცალკე, მეორე მხარეს
შემყურე
275
“რად დაჰბრუნდი? — მოახსენა, — მითხარ, რაცა წაგეკიდა!”
მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა,
ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,
იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და-.
დაგემართა, გადაგხდა
ჰყავდნენ
ტვირთი
გაეშალა
ნადირის შემოსარეკად გამოსული მონადირეები
276
“სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე.
არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე,
მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგნით დავიმალე,
ვთქვი: “ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”.
შესახვედრად
შევიბრალე
მათ დანახვაზე შემკრთალი ან: მათ გამორიდებული
ეგებ გამერიდოს, წავიდეს
რომ გათენდება
277
ქალსა ცრემლი გადმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად,
მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,
არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად.
მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?
ასკეცი
მხეცებთან
დადიხარ
ტევრში, ტყეში
არც ერთ კაცს
ახლოს არ იყოლიებ, არ იკარებ
სასაუბროდ, სალაპარაკოდ
გამრთობად
ვერაფერს
ტყუილად, ამაოდ, უსარგებლოდ
278
ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,
ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?
გეახლოს და არ გაჰშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია,
შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?”
მთელი
დედამიწის პირი, ქვეყანა
მთლიანად, სულ
გამრთობად
როგორ
ახლოს გყავდეს, შენთან იყოს
თუმცა
დაიკარგოს
ეს
279
უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,
მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!
ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?
ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.
უთხრა
შესაფერი
მაგრამ
შეუძლია
ქვეყნად
მოსულის
ისეთისა, რომელიც არც კი მოსულა ქვეყნად, არც კი არსებობს
280
“ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაჰბადა,
სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!
ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა?
შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”.
თანავარსკვლავედი
ჩემს თანავარსკვლავედზე
გააჩინა
სიახლოვე
რომ ... მინდოდეს
ვინ გაძლებდა? ვინ გასძლებს?
ან
ვინ შეეცდება?
შენს გარდა.
ადამიანი
მყავს
281
ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;
რადგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,
ვერ დავმალავ, უკეთესი რაცა საქმე გამიცდია:
არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია!
უთხრა.
ვშიშობ
გთხოვ
ძალიან
მრჩევლობა
დაუკისრებია, მოუნდვია
დამინახავს
არაფერი
უზომო, გადამეტებული
თავი ზომას გაგიცილებია, ზომაზე გადასულხარ
282
“მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტის-მეტითა;
შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა.
სჯობს, ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭვრეტითა,
ვით იადონი, არ მოჰკვდე ბულბულოს თესლთა კვნეტითა”.
იყოს; უნდა იყოს
უფრო მეტი ჭკუით
ნადირებთან ხარ
გონდაკარგული, თავის დაუფლების ვერშემძლე
ახლოს იყოლიო
დარდს იმსუბუქებდე
ცქერით, ხედვით
ბულბული. ბულბულო რაღაც მცენარეა
283
ყმამან უთხრა:”რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე!
კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე?
ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე?!
განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.
მთხოვ, მევედრები
გამიმხილე
მე როგორ გავაჩინო? როგორ შევქმნა?
მე რას ვეცადო?
დიაღაც რომ, სწორედაც რომ
ასე
284
ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,
მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,
იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა,
ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო არ-სავნებლისა ვნებითა!”
ისევ
შეგაწუხე, თავი მოგაწყინე
დამოძღვრით, დარიგებით
მაგრამ
გახლდეს, შენთან იყოს
დარდს იქარვებდე, იმსუბუქებდე
გაცნობით
არ ავნო, არაფერი დაუშავო მას, ვისაც რაიმეს დაშავება არ დაუმსახურებია
285
ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,
სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ!
არას ვუზამ უგემურსა, არათ ოდეს გავამწარებ,
რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”.
იმის სიყვარულს ვფიცავ!
ვისთვისაც
შმაგი, გახელებული
დავდივარ
არაფერს
არასოდეს არაფრით