სახელოსნო

 

 


ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
თავი 2. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
შინაარსი
სცენები
33
იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

ბედნიერი
მრავალი ყმის ანუ ვასალის მყოლი
გამარჯვებული, წარმატებული
უბადლო, სწორუპოვარი
აგრეთვე
მოლაპარაკე
34
სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.
მხოლოდ
მის მნახველებს
უნდა, საჭიროა
ბრძენმა უნდა აქოს
რავალი ასი
35
მისი სახელი—თინათინ, არს ესე საცოდნარია.
რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,
გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.
რომ გაიზარდა
დასრულდა
აქ: ნელი, ტკბილი
36
უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;
მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვჭვრეტთ ღამესა უმთენაროსა”.
რთად
სასაუბროს, სამსჯელოს
გაუთენებელს
37
“მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?
ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.
გადავსულვარ, დრო გამსვლია
ასე
38
ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა?
ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა,
მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა.
მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!”
მოახსენეს, უთხრეს
მაინც
ასვე უნდა დავჯერდეთ
უნი
39
“მაგას ნუ ჰბრძანებ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,
თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;
ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია:
სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია”.
საჭირო იყო
გტკენიათ
შენაპყრობი
40
“თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.
გეპირფერებით, საამებლად გეუბნებით
სხვა დროსაც
ბევრჯერ
ნათელი, ბრწყინვალე
41
ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა,
საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,
ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა;
მას თინათინის შვენება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა.
სარდალი
სამხედრო მინისტრი
იპაროსის ხე
ტანადი, ნაკვთიანი
იგულისხმება: ახალგაზრდა
შესადარი, მსგავსი
კლავდა
42
გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;
რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად;
ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.
საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!
რომ მოშორდებოდა ხოლმე
გახდის, აქცევს
43
რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,
ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქ-ალისა;
თქვა: “ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,
ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა.”

ჰხვდა, ერგო
სოქი - ალი
შემხვდება
ეგებ
44
არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მპყრობელმან:
”თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან;
მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან;
მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!”
გაანათოს ყოველივე, ყველანი
ქების მთქმელმა
როგორც
45
მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი გამრავლდა ხასისა:
ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა,
ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;
მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: “ურქმელია ფასისა!”
დიდებული,
სარდალი
რომ
უთქმელი
46
თინათინ მოჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,
მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
ქალი ბრძნად უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.
სამეფო კვერთხი, მეფის ძალაუფლების სიმბოლო
ზეცისკენ მიპყრობილი გონებით
47
უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა,
დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა,
ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ყრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.
სხვა მხრიდან
ბუკს (სასულე საკრავს) ჩაჰბერეს
მუსიკალური იარაღი, ლითონის თეფშების მსგავსი
ხრის
48
მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,
ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;
მეფე სწვრთის: “მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,
ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.
ამიტომ
ასწავლის, არიგებს, ჰმოძღვრავს
იცვლებოდა
სანამ ამას არ ვიზამდი
ჩამიქრებოდა
49
უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი.
ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი“.
ამიერიდან
50
“ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების.
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი!—ზღვათაცა შესდის და გაედინების.”
ვინაიდან
51
“მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა—დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?
რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია!”
მდებარე ნივთი, უხმარი ნივთი რა გამოსადეგია?
52
ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;
თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.
დარიგებას, დამოძღვრას
დარიგების მოსმენა არ სწყინდებოდა
53
მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული, ნაერთგულევი,
უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი.”
მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.
განძეულობა, სიმდიდრე
54
მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა.”
ყველაფერს
აავსებს, გაამდიდრებს
სრულყოფილ სიმდიდრემდე მიიყვანს
სიმდიდრეს, განძს
55
უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია,
ამილახორო, მოასხი რემა-ჯოგი და ცხენია!”
მოიღეს, გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.
ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.
ამილახორი - მეჯინიბეთუხუცესი, სახელმწიფოს საცხენო მეურნეობის განმგებელი
გამორეკე
ჯოგი
მოიტანეს
ლარი - ძვირფასი ნივთები და ქსოვილები
56
ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა,
რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა;
არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.
ალაფობდნენ, სამხედრო ნადავლსავით იტაცებდნენ
ცხენს
ადგილზე ნაბამს, ნაკვებს, ღონეზე მოსულს
თოვლნარევ ქარს
57
დღე ერთ გარდახდა პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,
ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა.
მეფემან თავი დაჰკიდა, შეექმნა დაღრეჯილობა.
”ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?”–შექმნეს ამისი ცილობა.
იქ
მოწყენა, ნაღველი
ამაზე დავა
58
თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,
სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია;
ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია.
თქვეს, თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?”
შემხედველთა თვალის დამატყვევნელი
მარდი, სწრაფი
59
თქვეს, თუ: “მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,
თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”.
ავთანდილ თქვა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა?
ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვიწბილა?”
ტყუილ - უბრალოს
ფიქრში
თორემ
სრულებით
ვუთხრათ, შევბედოთ
60
ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა,
თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა,
წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა,
ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:
ტანწერწეტი ხე
იხვრა–მოხვრით
ცალი მუხლის მოდრეკით
61
დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.
მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,
ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო;
ყოლამცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო?”
მოგიწყენია, დაღონებულხარ
ხშირი, უხვი
62
რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა,
გაუკვირდა, “ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა”
”კარგა ჰქმენო”, დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა,
”ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა.”
შემოჰხედა
მისთვის საიმედოდ, კეთილგანწყობილად ელაპარაკა
დაიყბედა, წამოროშა
63
“ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:
სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,
კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია.
საითაც კი
სავაჟკაცო საქმე
64
“ერთაი მივის ასული, ნაზარდი სათუთობითა:
ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი,—ვარ საწუთროსა თმობითა,—
ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა;
ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.
ნაზად, ნებივრად
ან მგვანებოდა
ცოტა მემსგავსება
65
ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,
თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა,
თეთრთა კბილთათ გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.
მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რად შეგრცხვენდა?”
აფენდა, ასხივებდა
66
კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?”
ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,
რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო,
არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამას ზეო”.
ჩემ თავს ვფიცავ!
უვნებლობის, პატიების წინასწარი დასტური, ზეპირი ან წერილობითი
თავხედობაში, მორიდების არცოდნაში არ ჩამომართვა
67
უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!”
ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა.
ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა:
ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
რად ვიწყენდი? რად ვიწყინო?
იმ მზეზე უმჯობესის, იმ მზეთუნახავის
68
მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;
ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია;
მოასპარეზედ ვინ მგავსო?-ცუდნიღა უკუთქმანია.
გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”
თქვენს წინაშე იგივე, რაც მიწა და მტვერი
მოვიყვანოთ
მებრძოლად, სავაჟკაცო საქმეთა მცოდნედ
ახლა უკვე ამაოა ნათქვამის გადათქმა
69
მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტად-რე,
სიცილით უთხრა ავთანდილს: “შვილად გზრდი, მით შე-ვე-მკადრე;
იცი, არ გიწყენ, გაზრდილო, მით შემომიხე ზედად-რე.
თუ არ გაწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედად-რე.
ხალისიანი, გუნებიანი
მეტად, ძალიან
ბედად
70
“მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა.
ბრძანე, ვისროლოთ, ნუღა იქმ შედრეკილობა-კლებასა!
კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა,
მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”
შეცილება
შეშინება, უკან დახევა
ვიახლოთ, ახლოს ვიყოლიოთ
თუ ვის
71
ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს,
იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს:
ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს,
”ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”
დათქვეს, გადაწყვიტეს
დადიოდეს, იაროს
72
კვლა ბრძანეს: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენ თანა მარებლად,
თორმეტი ჩემდა ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად,
ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად,
ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად”.
მვლელად
შეუცდომლად
73
მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით,
დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით”.
ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით!”.
გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამოდ გავიხარენით.
შემორეკეთ, შეაკავეთ, გაფანტვის საშუალება არ მისცეთ
ამისთვის იარეთ
მზადყოფნა უბრძანეს
იქ
იყო არაბეთში ხელმწიფე: ღვთით კურთხეული, ლაშქარმრავალი, მოწყალე, სამართლიანი, კეთილი მეფე როსტევანი.
ღმერთს მისთვის მემკვიდრედ ერთადერთი ასული ებოძა – უტურფესი, მზისა და მთვარის მსგავსი გონიერი თინათინი.
არაბეთის სამეფოში ყველა ბედნიერად ცხოვრობდა. ერთ დღეს როსტევან მეფემ ვაზირები სათათბიროდ შეკრიბა და გაუმხილა, რომ მათთან ერთად რთული საქმის გადაწყვეტა სურდა.
მეფემ ბრძანა: ამქვეყნად ყოველივე იცვლება, ძველს ახალი მოსდევს. ვარდი რომ დაჭკნება, ტურფა ბაღნარში სხვა კოკორი გაიშლება. მეც მალე ყველა სნეულებაზე უარესი ჭირი მეწვევა – სიბერე, რის გამოც ქვეყნის დიდების მზე ჩაესვენება. ეს კი რომ არ მოხდეს, დროულად უნდა შევცვალოთ ქვეყნის გამგები, თორემ „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“. უმჯობესი იქნება, თინათინი, ჩემი ასული, გავამეფოთო.
ვაზირები შეშფოთდნენ: ისინი თვლიდნენ, რომ როსტევანისათვის სიბერე ჯერ შორს იყო. ხნიერიც რომ ყოფილიყო, განა ვარდს, თუნდაც დამჭკნარს, მშვენებით სხვა ყვავილი შეედრებოდა?! განა, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავიც კი მილეულ მთვარეზე უფრო გაანათებდა?!
მეფე როსტევანი ხომ ყველაზე ჭკვიანი იყო, იმდენად ბრძენი, რომ მისი ყველაზე ცუდი ნაფიქრიც კი სხვის საუკეთესო გადაწყვეტილებას სჯობდა; ამიტომაც, თუკი როსტევან მეფეს ეწადდა თინათინის გამეფება, ასეც უნდა მომხდარიყო.
მართლაც, მისმა ასულმა, ღვთის ნებით, მეფობა კარგად იცოდა. იგი ქალი იყო, მაგრამ მაინც ღირსეულად გაუძღვებოდა ქვეყანას: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“, - განაცხადეს ვაზირებმა.
არაბეთის დიდმა ხელმწიფემ ქვეყანას ამცნო, რომ ამიერიდან მისი ასული, თინათინი, უნდა გამეფებულიყო.
თინათინის მეფედ კურთხევის დღეს მთელმა არაბეთმა მოიყარა თავი. მათ რიცხვში იყო დარბაისელი ვეზირი სოგრატი და მშვენიერი ჭაბუკი, სპასპეტი (მთავარსარდალი) ავთანდილი, რომელსაც მალულად გულში თინათინის მიჯნურობა ჩავარდნოდა.
თინათინი სამეფო ტახტისაკენ მამას მიჰყავდა. როსტევანმა ასული უძვირფასეს ტახტზე დააბრძანა, გვირგვინი თავისი ხელით დაადგა, ხელთ სკიპტრა (სამეფო კვერთხი) უბოძა, სამეფო მანტიით შემოსა და დალოცა.
მეფემ და ვაზირებმა უკან დაიხიეს, ახალ ხელმწიფეს თაყვანი სცეს. ყველა ხარობდა. ბუკსა და ნაღარას შემოჰკრეს.
მხოლოდ თინათინი იყო სევდიანი. მეფის ასულს მამის ტახტის ღირსად თავი არ მიაჩნდა.
როსტევანმა ასული დაარიგა: ყოველ მშობელს შვილი ცვლის. დღეს შენ ხარ არაბეთის მეფე. ეცადე, გონივრულად მართო ქვეყანა; უხვი და სამართლიანი იყო, ყველას თანასწორად მოექცე.
მზე ხომ არ არჩევს ვარდსა და ნეხვს, ერთნაირად ჰფენს სხივებს, შენც ასევე ნუ განასხვავებ მდიდარსა და ღარიბს, ლამაზსა და უშნოს.
იცოდე, შენ თუ გულუხვი და მოწყალე ხელისუფალი იქნები, თვით ყველაზე ურჩიც შენი ერთგული შეიქმნება. ამით შენს საგანძურს არა მოაკლდება რა, რადგანაც ზღვაში წყალი როგორც ჩადის, ასევე გაედინება: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია“.
თინათინმა მამის დარიგება შეისმინა...
თინათინმა მოუხმო გამზრდელს და თავისი საუფლისწულო საგანძურის გაცემა უბრძანა.
ამილახვარს საუკეთესო ბედაურის მოგვრა და გაჩუქება დაავალა. ხელცარიელი არავინ დაუტოვებია.
ნადიმი მეორე დღესაც გაგრძელდა. ყველა ილხენდა.მხოლოდ მეფე იყო მოწყენილი.
მოხუცმა ვაზირმა სოგრატმა და ჭაბუკმა სპასპეტმა ავთანდილმა როსტევანის გამხიარულება გადაწყვიტეს.
სასმისები შეავსეს, ლაღად ეახლნენ მეფეს. დარდის გასაფანტავად ხუმრობით შეჰკადრეს:
მეფეო, მოგიწყენია. ალბათ, შენი ქალიშვილის საქციელს ნანობ, მთელი ქონება რომ დაარიგა; რად გინდოდა, რომ გაამეფე, თავს ჭირი რად აუტეხეო.
მეფეს გაეცინა, თან გაუკვირდა: ჩემი სიძუნწე ვინ ილაყბაო.
შემდეგ თქვა: ჩემი დარდის მიზეზი ისაა, სიჭაბუკის დღეები დამელია, მალე მოვხუცდები, ღმერთმა ერთადერთი ასული მიბოძა, ვაჟი არა მრჩება, „სამამაცონი ზნენი“ – მშვილდოსნობა, ბურთაობა - რომ მესწავლებინა...
თუმცა, ჩემი გაზრდილი ავთანდილი ცოტათი ჩამომგავსო.
ამ სიტყვებზე ავთანდილს გაეღიმა. მეფემ მიზეზი ჰკითხა;
ავთანდილმა დაუსჯელობის პირობა ჩამოართვა.
შემდეგ ჰკადრა: მშვილდოსნობას მარტო შენ ნუ დაიკვეხნი, - ჰა, ბურთი და მოედანი, შევეჯიბროთ და ვნახოთ, ვინ აჯობებსო.
მეფე მიუხვდა ავთანდილს, შეჯიბრებაზე დათანხმდა;
ნადირობა მეორე დღისათვის დათქვეს.
ნაძლევიც დადეს: დამარცხებულს სამი დღე უქუდოდ უნდა ევლო.
თორმეტი მონა უნდა ხლებოდათ ავთანდილის გაზრდილ შერმანდინთან ერთად. მონები ისარს მიაწვდიდნენ, თან დახოცილ ნადირს დათვლიდნენ.
მეფე გამხიარულდა, გულს დარდი გადაეყარა. არაბეთის სამეფო კარზე ნადიმი და ლხინი გაგრძელდა.
დაასურათე - არაბეთი... როგორი იქნებოდა მე-12 საუკუნეში უძლიერესი და უმდიდრესი სახელმწიფო აზიაში... მეფის სასახლე... ულამაზესი ბაღებით და შადრევნებით... აქლემების ქარავნის შემოსვლა ქალაქში... კიდევ?.. დაასურათე - ხელმწიფე როსტევანი... როგორც წარმოგიდგენია, ტახტზე ზის, თუ ფეხზე დგას... გარშემო ნაზირ-ვეზირები ახვევია... როგორია მეფის სასახლის დარბაზი?..
დაასურათე - მეფის ასული თინათინი...
დაასურათე - როსტევან მეფის ვაზირებთან თათბირი...
დაასურათე - მოხელეებს დიდი გრანილი აქვთ გაშლილი და მოედანზე შეკრებილ ხალხს მეფის ბრძანებას უკითხავენ...
დაასურათე - საზეიმოდ მორთულ, ხალხით სავსე დარბაზში სამეფო ტახტი ჯერ ცარიელია. წარჩინებულ ხალხთა შორის გამოირჩევა ვეზირი სოგრატი და მთავარსარდალი ავთანდილი...
დაასურათე - როსტევან მეფეს თინათინი მიყავს ტახტისკენ
დაასურათე - თინათინის გამეფება, დარბაზში - სამეფო ორკესტრი
დაასურათე - როსტევანი თინათინს ესაუბრება და არიგებს
დაასურათე - „თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა“
დაასურათე - თინათინი გამზრდელს საჭურჭლის მორთმევას ავალებს...
დაასურათე - ცხენების ჯოგის შემორეკვა...
დაასურათე - თინათინი საჭურჭლეს გასცემს...
დაასურათე - სამეფო ნადიმი. როსტევანი, ვაზირი და ავთანდილი სუფრასთან საუბრობენ
დაასურათე - როსტევან მეფე და ავთანდილი შვილდისრით მიზანში სროლაში ვარჯიშობენ
დაასურათე - როსტევანი და ავთანდილი ქუდებით ხელში...