“მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია: ”თქვენსა ამბავსა იკითხავსაჯიღოსანი ქალია”. მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარა-ჩქარად გულ-გამკრთალია; მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემს წინა მომავალია.
წერილი.
კითხულობს.
პირმობურული.
წამოვხტი.
გულაძგერებული.
ჩემს წინაშე, ჩემთან.
497
“მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად; ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად, ვჰკითხე, თუ: “ნეტარ, მისრულამორჩი ალვისა ხე მისად?
მის გამო, მის მაგიერ. ტაეპის აზრია: ნესტანის გამო ასმათის ნახვა მეამა.
ნეტავ. ტაეპის აზრია: ვაკოცე, ჩემი თაყვანება, ჩემს წინაშე მოხრა არ ვაცალე.
მისულა.
ნორჩი.
მის სახლში, თავისთან. საერთო აზრია: ნორჩი ალვა (ნესტანი) ნეტა მივიდა უკვე თავისთან?
498
“მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურას მეუბნებია!” მითხრა, თუ: “გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არ-სათნებია, დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, აწკვლაცაცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.
ამის გარდა ნურაფერზე მელაპარაკები.
მოგახსენებ.
ახლა.
არდარწმუნებით, არადანამდვილებით ცოდნა.
ახლა ჩემთვის სათუოდ საგონებელი აღარაა, ახლა ნამდვილად ვიცი (რასაც მოგახსენებ).
იმისი, ვისი პირისახეც ყველა თემს, ადამიანთა მთელ სამოსახლოს ანათებს (ნესტანისა). ჩავხედენ ლოგიკურად ტაეპის ბოლოში უნდა იყოს. ამ სიტყვის გადასმა ტაეპის შუაში პოეტური ლიცენციაა.
მარგალიტის თვალი.
მარგალიტის თვალის ბრწყინვალება. გადატანით: მშვენიერება, ეშხი.
ლამაზი იყავი. შენატევები ცხენისა. იგულისხმება, როგორც ჩანს: „ცხენის მიმშვები, ქალაქში შემოსვლისას ცხენს რომ სადავე მიეცი”.
ცუდი.
კარგი, ღირსეული.
მგონია, მიმაჩნია. ტაეპის აზრია: მგონი, არ შევმცდარვარ: შენ, ჩემი ცრემლთა დენის მიზეზი, კარგი და ღირსეული ვაჟკაცი ჩანხარ.
500
“ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდაუშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავუშენოსა, მზემანლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა, შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებსუშენოსა!
მკლავ. ა და ბ ტაეპების აზრია: ღმერთმა თუ მე, შენგან შორს მყოფს, ენა მაინც მომცა შენი ქების სათქმელად, მაშინ მე, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, რომ უშენობით (ან: უნუგეშობით, უსიხარულობით) მკლავ.
იგულისხმება: მე, ნესტანმა.
იგულისხმება: შენ, ტარიელს.
გაუშენოს. ტაეპის აზრია: ჩემი ვარდივით პირისახე და გიშერივით თმა, დაე, ის ბაღი იყოს, რომელიც შენს ბაღჩას, შენს მშვენიერ პირისახეს გაახარებს.(?)
შენმა სიცოცხლემ, შენს თავს ვფიცავ!
ეკუთვნის.
სხვას თუ არ შენ.
501
“თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდადარ იდენო, ამას იქით ნუღარა სტირ, გულსა ჭირნი არიდენო, შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო; რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.
თუმცა.
ტყუილად, ამაოდ.
არიდე.
დად არ გაიხდიან. ტაეპის აზრია: შენ იმდენად მჯობიხარ მე, რომ შენი შემხედველნი ჩემ შემხედველებს ახლოს არ გაიკარებენ.
ის (რიდე, შენ რომ გეხვია) ჩემ რიდედ აქციე, მე მომეცი.
502
“იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს, რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულადვე გჩენოდეს. ესესამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს.”
ის რიდე, მოსასხამი, მოსაბურავი.
მომეცი!
რომელიც გშვენოდა.
რომ დამინახავ (შენი ნაჩუქარი რიდით), შენც გეამება.
გეცნობოდეს, როგორც შენი მოცემული.
ეს.
როგორც ჩანს, სამაჯურია ან მკლავზე შემოსაცმელი სხვა ძვირფასი ნივთი.
თუ ჩემი ხათრი გქონდეს. ნაწილაკი „ღა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
არ გაგითენდება. ტაეპის აზრია: ნესტანი უწინასწარმეტყველებს ტარიელს, რომ ასეთი ბედნიერი ღამე აღარ გაუთენდება, რადგან ასეთი დიდი ბედნიერების გამეორება შეუძლებელია.