“დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმანჟამითა; ავდეგ, ვცნა მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგანსხდესხასითა ოდენ სამითა, რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.
სასახლეში.
მწუხრი - ბნელი.
დროულად. საერთო აზრია: ... როცა, დანიშნულ დროზე, ღამე დღედ გათენდა.
გავიგო, შევიტყო. მათი. ლაპარაკია მეფე-დედოფალზე.
ერთად.
ისხდნენ.
კარისკაცით, დიდებულით.
რომ მივედი.
მათ წინაშე, მათთან.
514
“გვიბრძანეს, თუ: “ღმერთმან ასრედაგვაბერნა, და-ცა-გვლია; ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, ყმისა არ-სმაარად გვგავა, ამათ ზედა წაგვითვლია.
გვითხრა (ლაპარაკია მეფეზე).
ასე.
დაგვაბერა.
დაგვლია, დაგვაუძლურა კიდეც. ნაწილაკი „ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის.
დრო.
ახალგაზრდობა.
მეომარი, რაინდი. აქ: ვაჟიშვილი.
გვყავს.
არ-ყოლა.
არაფრად გვენაღვლება.
როგორც ჩანს, აზრი შემდეგია: ვაჟის არყოლას არ ვდარდობთ, რადგან ეს უბედურება ზედ მივათვალეთ ჩვენს ბედნიერებას - მშვენიერი ქალის ყოლას - და ჯამში დაზარალებულნი არ აღმოვჩნდით.
515
“აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ”.
ჩვენი მაგივრობა გავაწევინოთ, ჩვენ მსგავსად, ჩვენ შემცვლელად გვყავდეს (მეფე თავის თავზე მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს).
ვამახვილოთ, ვაბასროთ. ტაეპის აზრია: ჩვენზე მტრები არ გავახაროთ.
516
“ვთქვით: “თქვენი ძისაარა-სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრაკმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, სხვამცა რა გკადრეთ? თვით იცით, მაგას რა მოეგვარების”.
აქ: ვაჟიშვილის.
არყოლა.
დაავიწყდება, ყურადღების გარეშე დარჩება.
გული როგორ შეურიგდება (თქვენს უძეობას)!
მაგრამ.
კმარა.
ვინც მზეს ედარება (ლაპარაკია ნესტანზე).
გაუხარდება.
სხვა რა მოგახსენოთ? სხვას რას მოგახსენებთ?
517
“დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: “ჩემგან დაშლა ამისა არ ითქმის, არ-საქმნელია!” მეფემან ბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრი არ რომელია”.
მაქვს.
თუმცა.
გამელია; დარდისაგან, მწუხარებისა და შიშისგან ძალა დაკარგა. საერთო აზრია: გული მაინც მაქვს, თავს მაინც ვფლობ, თუმცა თავზარდამცემი ამბისაგან ძალა წამერთვა.
შუა აზიის სახელმწიფოს, ხვარაზმის მეფე, მთელ ირანში გაბატონებული და შაჰის ტახტზე მჯდომი. ასეთი ვითარება ხვარაზმის მეფეებს XII–XIII საუკუნეთა მიჯნაზე შეექმნათ.
არავინაა.
518
“რომეპირველვედაესკვნა, მათ ესეშეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.
რომ.
ადრევე, წინდაწინვე.
გადაეწყვიტათ (ლაპარაკია მეფე-დედოფალზე).
ეს.
ეტყობოდათ.
უყურებდნენ.
თქმა.
ჰრცხვენოდათ.
თქმაც ჰრცხვენოდათ.
წინააღმდეგობის გაბედვა.
არ შეიძლებოდა, არ გამოვიდოდა, წარმოუდგენელი იყო. საერთო აზრია: მე მათ სიტყვას წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი, ვერ შევეკამათებოდი.
მხოლოდ, ოღონდ.
გული უწესრიგოდ მიცემდა ( დიდი განცდისაგან), აქეთ-იქით აწყდებოდა.
519
“დედოფალმან თქვა: “ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!” შეცილებამცა ვინ ჰკადრა, რათგან თვით იყო მნდომელი! მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.
დიდებით, გამარჯვებით.
მის შვილს ...ვინ ემჯობინება? (მრ. რიცხვი მეფისადმი პატივისცემას გამოხატავს).
შეცილებას, შედავებას ვინ გაუბედავდა? (ლაპარაკია დედოფალზე).
დავემოწმე, დავეთანხმე.
გადაწყდა. ან: გადაეწყვიტათ (მეფე-დედოფალს).
სულის ამომხდელი, მკვლელი.
520
“გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოველი, შესთვალეს: “გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოველი, თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი”.
ხვარაზმშასთან.
უმემკვიდრეოდ.
მთელი.
ძედ, შვილად საყოლი, ე.ი. შინ, ოჯახში დასატოვებელი. შეიძლება ასეც გავიგოთ: ძე-სიძის (ზედ-სიძის) მომყვანი (ალ. ჭინჭარაული).
არა განზე გასათხოვებელი, სახლიდან გასაშვები.
521
“კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: “მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომევინატრიდითა! თვითმაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!”
იგულისხმება: ხვარაზმშას. ჯუბაჩა კაცის ტანსაცმელია.