სახელოსნო

 

 


წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
თავი 42. წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
შინაარსი
სცენები
1034
ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა,
არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა,
იტყვის: “მოგშორდი, სიცრუე, ვა, საწუთროსა კრულისა!
შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.
მიდის ლაპარაკით (აქ: სიმღერით).
თინათინზე ფიქრი.
ამბობს.
წუთისოფელი, ეს ქვეყანა, ცხოვრება.
წყეულის.
მკურნალი, მომარჩენელი.
1035
“რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს, გმირსა, სამს ალებისა?
რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა?
არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა,
შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.
მუდამ. სამს ალებისა. როგორც ჩანს, პოეტური ლიცენციაა, მაჯამისათვის ნახმარი. ნიშნავს: “სამისა ალისა” ან “სამთა ალთა”. ტაეპის აზრია: რატომ მწვავს გულს სამმაგი ალი (ჭმუნვისა), ე.ი. ძლიერი ალი?
გამხდომია.
შემოკლებული ფორმა ზმნიზედისა “სამე”, რაც ნიშნავს, დაახლოებით, “როგორღაც”, “როგორმე”, “როგორც ჩანს”, “თითქოს”. ტაეპის აზრია: ტინივით მაგარი გული კიდევ უფრო რად გამაგრდა, სალ კლდედ რად მექცა?
დარტყმისგან დალურჯებული ხორცი. ტაეპის აზრია: სამი ლახვარიც კი ვერ დააზიანებს, ლებს ვერ დააჩენს ჩემს გულს, რაკიღა მას ამდენი ტანჯვის ატანა შესძლებია.
. ავთანდილი მიჰმართავს თინათინს.
წუთისოფლის, ცხოვრების.
ასე.
გამწარებისა, სამსალად ქცევისა.
1036
ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა,
წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა,
დღისით და ღამით მტირალი, იღვრების ცრემლთა ფონითა,
ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.
მიდის.
ყველა საშუალებით, ყოველნაირად.
ცრემლთა ფონად, ცრემლთა ნაკადად იღვრება.
მიაჩნია, ესახება.
მთელი.
ამავე ჩალისადმი მიმსგავსებით, გათანაბრებით.
1037
სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი,
ჰკითხის მის მზისა ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი.
ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი,
მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, დაყმუნვებულნი.
ნახულობდა ხოლმე.
ელაპარაკებოდა ხოლმე.
მოარულნი, მოსიარულენი. წინადადების პროზული წყობა იქნებოდა: სადაცა... მგზავრნი ნახნის, ეუბნის.
ჰკითხავდა ხოლმე.
იმ მზის (ლაპარაკია ნესტანზე).
იარა.
გადადგნენ.
გამოუჩნდნენ, დაინახა.
სიმდიდრე: ძვირფასი ნივთები, ქსოვილები და სხვა საქონელი.
ბეჩავად, საწყლად, უიმედოდ.
იდგნენ.
გაჩუმებულნი, ხმაჩაწყვეტილნი, დაღონებულნი.
1038
მუნ ქარავანი ურიცხვი მოსდგმოდა ზღვისა კიდესა.
შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა.
ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა,
ჰკითხა, თუ: “ვინ ხართ, ვაჭარნო?”, მათ საუბარი ჰკიდესა.
იქ.
მოსდგომოდა.
წუხდნენ.
დარდი ჰქონდათ.
იდგნენ.
მიდიოდნენ.
მოყმემ, რაინდმა (ლაპარაკია ავთანდილზე).
ასხამდნენ. აქ: შეასხეს.
აქ: დაუწყეს.
1039
უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.
მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი.
ჰკადრეს: “მზეო, სიცოცხლე და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი,
ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.
ქება, კეთილ სურვილებთან შეერთებული.
ყოველმხრივი, ამომწურავი, უკლები.
უქო.
აქ: ღირსება, რაც თვალით ჩანს: გარეგნობა, სიყოჩაღე, მიხვრა-მოხვრა.
ამოხვედი.
მშველელი, გასაჭირის შემამსუბუქებელი.
ჩამოქვეითდი!
მოგახსენებთ.
1040
გარდახდა, ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი,
მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი,
ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი,
საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.
ჩამოქვეითდა.
ბაღდადელი.
მჭერელნი, აქ: აღმსარებელნი.
არასოდეს.
გვისვამს, დაგვილევია.
გადმოსულები, გადმოხვეწილები (?).
საქონლით სავსენი, ბევრი საქონლის პატრონნი.
მდიდრული საქონელი: ძვირფასი ნივთები, ქსოვილები და სხვა.
გვაქვს.
ხარჯვადაწყებული, ნაკლული. აზრია: ჩვენი შეფუთული ლარი ჯერ არც კი გაგვიხსნია.
1041
“ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე,
ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე;
ვჰკითხეთ, თუ: “ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მდებარე?”
გვითხრა: “თუ შეხვალთ, დაგხოცენ, კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!”
აქ: მწოლარე, დაგდებული.
გამომცემი, გამომთქმელი.
უცხო კაცი, მგზავრი, უთვისტომო.
რა საქმის მქონე (ალ. ჭინჭარაული).
აქ: განა, კი.
1042
“თქვა: “ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ რითა,
ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფრითა,
მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელით სახნისისწვრითა;
ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!”
ეგვიპტიდან.
ჯარით. იგულისხმება: ბადრაგით, დამცველი რაზმით.
ძვირფასი საქონელი: საიუველირო ნივთები, ქსოვილები და სხვა.
იქ.
ხე, მორი, ძელი. საერთო აზრია: სახნისისწვერა ძელით, წვერზე სახნისწამოგებული ძელით დაგვხოცეს.
ყველა; ყოველივე.
აქ: დაიღუპა.
მოვსულვარ.
—აქ: როგორ, რა მანქანებით.
1043
“ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა,
დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა;
შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა,
ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა”.
ესაა.
მოგვეცემა, შეგვხვდება.
ზარალი.
განუზომელი, ძალიან დიდი.
დაგვხოცონ.
ძალა.
ვდგავართ.
წავსულვართ.
ყოფნის, ცხოვრების, არსებობის, გადარჩენის.
1044
ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების!
რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების;
მე მივინდობ სისხლითა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების!
ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების.”
დარდობს, მწუხარებას ეძლევა.
უსარგებლო, ამაო. აქ: უსარგებლო საქმეზე გამცდარი, ამაოდ გარჯილი.
ცდება, დროს და ძალას ფლანგავს.
მოდის.
ზეციური. აქ: ზეცისაგან, ღვთისაგან გადაწყვეტილი.
ჩამომეწვეთება. ნაწილაკი “ცა” ჩართულია ზმნასა და ზმნისწინს შორის. აზრი შემდეგია: თქვენ სისხლს შემოვისხამ კიდეც ტანზე და ჩამომეწვეთება კიდეც. ავთანდილს ამით იმის თქმა უნდა, რომ ვაჭართა სიკვდილ–სიცოცხლისათვის პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.
თქვენთან შემბრძოლებლებს, თქვენს მტრებს.
1045
მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა,
თქვეს: “ყმა ვინმეა, ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდით-ა,
აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა”.
შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.
აივსნენ.
ვიღაცა მოყმეა.
რაინდი, მეომარი. ამ ტაეპში “ყმა” ნიშნავს, როგორც ჩანს, ფეოდალური კლასის წარმომადგენელს, ხოლო “ჭაბუკი” საკუთრივ რაინდს, მეომარს.
ჩვენსავით შიშითაა, ჩვენსავით მშიშარაა.
თავის იმედი აქვს.
შევიდნენ.
ჩასხდნენ.
ნაპირ-ნაპირ, სანაპიროს გასწვრივ წაიყვანეს.
1046
სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა,
მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა.
გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,
მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.
დამცველი, კონვოი.
ვაჟკაცური, მამაცი.
მიმაგრებული აქვს, აგია.
ხე, მორი, ძელი.
1047
კიოდეს და მოვიდოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;
შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა;
ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა,
ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.
კიოდნენ, ყვიროდნენ.
მოდიოდნენ.
ყვიროდნენ, იძახდნენ.
ბუკს (საყვირს) ჩაჰბერეს.
იმ ლაშქრის.
ჰშიშობთ, გეშინიათ.
ვაჟკაცობა, ძლიერება-სიმამაცე.
ან.
1048
“უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი,
განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;
ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი.
ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.
ღვთის ნება და მოვლენათა ღვთიური წინასწარგანსაზღვრულობა.
ვერაფერს.
რომც შემებნენ, რომც შემებრძოლონ.
(მთელი) ხმელეთის.
ჯარები, ჯარისკაცები.
. იგულისხმება: თუ განგებაა, თუ განგებას ასე გადაუწყვეტია.
გადავრჩები.
მიხსნიან, გადამარჩენენ.
ვერც ...ვერც.
მეგობრები.
ეს.
ასე.
მამაცი.
1049
“თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!
მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.
მხდალნი, მშიშრები.
უცოდინარნი.
დაგხოცონ.
გაიხურეთ, ჩაიკეტეთ.
როგორ შევებრძოლო.
ვიხმარო.
მკლავები (მხრიდან მტევნამდე).
ნახავთ.
1050
ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა.
მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა;
ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა,
ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.
მოძრაობით, მიხვრა-მოხვრით.
ფხიზელი, მოზიდული, სწრაფი.
როგორც.
ყურება, ცქერა.
1051
კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა,
აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;
ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თუ-რე კრთებოდა,
კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა.
კიოდნენ, ყვიროდნენ.
წყდებოდა.
რომელსაც.
ზედ.
ეგო, დამაგრებული ჰქონდა.
მოყმე (ავთანდილი).
იდგა. ზმნიზედა “ქვე” მიგვანიშნებს, რომ ავთანდილი მაგრად იდგა, წონასწორობის დაკარგვის არ ეშინოდა.
არ კანკალებდა, არ შიშობდა; განა კანკალებდა, განა შიშობდა!
1052
ძელი მოტეხა ავთანდილ, დარჩა ნავ-დაულეწელი;
შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;
ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი;
არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.
შეშინდნენ.
გადასახვეწი, თავის საშველი.
გაასწრეს.
გადაუხტა.
აქ: საღი, დაუჭრელი.
იქ.
1053
მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა,
ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ყრიდა შიგან ზღვასა;
ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;
დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.
იმ ლაშქარს.
ანარცხებდა; შეანარცხებდა ხოლმე.
ზღვაში.
შემოსტყორცნიდა ხოლმე:
ჰკრავდა ხოლმე.
დაჭრილები.
იმალებიან.
1054
გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა.
ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!”
არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა.
მართლად იტყვის მოციქული: “შიში შეიქმს სიყვარულსა”.
მათთან ომი.
როგორც.
უთხრეს.
ფიცი.
შენს სჯულს გაფიცებთ!
გადაჰრჩენოდა.
აქ: ვინც.
ჭრილობას.
სწორად, სამართლიანად.
ამბობს.
ქმნის, აჩენს, წარმოშობს.
1055
კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.
ძალას.
იკვეხნი.
როგორც.
არაფერს.
თანასწორად, ერთნაირად.
1056
მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა,
ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა.
უსამ ნახა მხიარულმან, — გაეხარნეს, არ იახნა, —
ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.
იქ.
სიმდიდრენი.
ნახა.
შეატყუპა.
დაუძახა.
გაუხარდა.
“ახი” იძახა.
უთხრა, მოახსენა.
ქება-დალოცვა.
შედარება.
დიდი შედარებებით შეამკო.
1057
ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა ენდა!
ვერცა მათ თქვან, ნაომრობა რაგვარ ტურფად დაუშვენდა;
ქარავანმან იზრიალა, თქვეს: “უფალო, მადლი შენდა!
მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა”.
ათასი ენა უნდა ენობდეს, (ავთანდილის ქება) ათასმა ენამ უნდა თქვას.
იტყვიან (იგულისხმება: ის ათასი ენაც ვერ იტყვის).
როგორ.
ლამაზად მოუხდა.
მადლობა შენ!
მოგვაყენა, მოგვფინა.
1058
მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა,
ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა,
ვისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა:
შენგან დავჰრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა”.
შემოეგებნენ.
ჰკოცნიდნენ.
უთხრეს.
უზომო.
ნახვა, ცქერა.
აშმაგებს.
აქ: ჭკუადამჯდარს, დინჯს.
როგორც.
გახელებულს, თავზე კონტროლდაკარგულს.
შენი წყალობით გადავურჩით.
ასე.
1059
ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა,
ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა!
იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;
ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.
მადლობა.
(ცისა და ქვეყნის) შემქმნელს.
მომწოდებელი; ან: მომყვანი. არსთა მხადსა (ლაპარაკია ღმერთზე. იხ. კომენტარი).
ვის მიერაც, ვისითაც, ვისი ბრძანებითაც. ძალნი ზეციერნი. იგულისხმება: ანგელოზები.
აქ (იგულისხმება: ქვეყნად) მოსახდენს.
აქ: იგინი (იგულისხმება: ზეციურნი ძალნი).
აკეთებენ.
ყოველივეს, ყველაფერს.
მალულს, განუცხადებელს.
უნდა ყველაფერს (იგულისხმება: ყოველ მოსახდენ ამბავს, ან მომხდარს) დავჯერდეთ. “დაჯერება” აქ ნიშნავს მიღებას, შერიგებას, ღვთის გარდუვალი განჩინებისეულად ცნობას.
სჯერდება, არ ეწინააღმდეგება.
მოსახდენს, მოსასვლელს.
1060
“ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი.
მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი?
აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი;
ნავი სრულად საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.
ამდენ სულს (იგულისხმება: ამდენ ადამიანს).
შეგარჩინათ, გაპატიათ, შეგინარჩუნათ.
უსარგებლო.
ჩემით (იგულისხმება: ღვთიურ განგებას რომ ასე არ ნდომებოდა) რას ვიზამდი, რას გავაწყობდი?
შევასრულე.
ვთქვი.
ხომალდი მთელი საჭურჭლითურთ.
მომიტანია (იგულისხმება: მომირთმევია) თქვენთვის.
როგორც.
1061
ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს,
ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს,
მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,
ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს
სასიამოვნოა.
რაინდს.
რომ.
ბრძოლა.
ულოცავდნენ.
ჰრცხვენოდეთ, ეუხერხულებოდეთ.
დაჭრილობა.
ცოტად, მსუბუქად დაჭრილი იყოს.
1062
იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს,
მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს!
მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს;
დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს
იმ დღეს.
ხვალისთვის გადადეს.
იქ.
სიმდიდრეთა.
რიცხვს როგორ დათვლიდნენ?!
სულ, მთლიანად.
ფულის მცირე ერთეულია.
1063
ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა:
”შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენცა გვაქვს ამის ზრდილობა;
რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა,
რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქმნია აქა ყრილობა.”
აქ: წესიერება, პატიოსნება, კუთვნილისა და არკუთვნილის გარჩევის უნარი.
ეჭვი, დავა.
აქ შევყრილვართ, აქ ვართ.
1064
ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია,
ღმერთსა შეესმა, ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია,
მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია?
რა გინდ რა მომცეთ, რას ვაქმნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!
მოგისმენიათ.
მისწვდა ყურამდე, გაიგონა.
გადაგარჩინათ, გიხსნათ.
მიშველია; თქვენი მდგომარეობა შემიმსუბუქებია.
რაც უნდა მომცეთ.
რაში გამოვიყენებ? რად მინდა?
1065
“მე თუმცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი,
ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი;
რას ვაქმნევ თქვენსა რას გინდა? ოდენ ვარ თანა-მხლებელი;
სხვაგან რამე მიც სხვა საქმე, თავისა წასაგებელი.
რამე რომ მნდომებოდა.
აქ: დასაუნჯებელი, დასაგროვებელი.
სწორუპოვარი, შეუდარებელი.
მდიდრული საქონელი: ნივთები, ქსოვილები და სხვა. საგებელი. იგულისხმება, როგორც ჩანს, ქსოვილები.
რად მინდა?
რასაც გინდათ;
რად მინდა თქვენი რაიმე?
. აზრი შემდეგია: მხოლოდ მინდა თქვენთან ვიყო, თქვენ გახლდეთ.
მაქვს.
თავის არდასანანი.
1066
აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი,
რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი,
ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არ-საკრძალავი:
საქმე რამე მიც თქვენშიგან თავისა დასამალავი.
ახლა.
ვისაც რაც გინდათ.
ვიქნები.
მოშურნე; ან: პასუხის მომთხოვნი, გამომკიდებელი.
ვითხოვ.
შემისრულეთ, ჩემი თხოვნა შეისმინეთ.
სათხოვარი.
ისეთი, რომელზედაც ვერ მოგერიდებით, რომელიც პირდაპირ, უკრძალველად უნდა გითხრათ.
მაქვს.
თქვენში.
1067
ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა,
თვით თავადია ჩვენი-თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა.
მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა;
თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!”
ერთ დრომდის.
ნუ იტყვით, რომ თქვენი პატრონი, თქვენი მეთაური არ ვარ.
მეთაური.
რაინდი.
ნუ მახსენებთ რაინდად.
ჯუბით (ვაჭრული ჩასაცმელით) სიარულს.
. იგულისხმება: გაფიცებთ.
1068
ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია;
მოვიდეს და თაყვანის-სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია,
რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია,
მას ვჰმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.
ეს.
გაუხარდათ.
ძალიან.
მოვიდნენ.
უთხრეს.
სათხოვარი.
გვეკუთვნოდა, გვევალებოდა.
გითხოვიათ, აჯად გაგიხდიათ (პოეტური ლიცენციაა).
დაგვინახავს, მიგვიჩნევია.
1069
მუნით წავიდეს, იარეს, არ თუ-რე ხანსა ზმიდიან,
მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოვლიდიან;
შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან,
მას მარგალიტსა, მის ყმისა კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.
იქიდან.
წავიდნენ.
აქ: თუ.
დაყოვნება, დროის დაყოფა.
არ ყოვნდებოდნენ; განა თუ ყოვნდებოდნენ!
აქ: შეჰხვდნენ.
ამინდს.
სასიამოვნო, კარგი.
მუდამ, სულ.
მიდიოდნენ.
აღტაცებით შეჰყურებდნენ, თავს ევლებოდნენ, შესციცინებდნენ.
ასხამდნენ.