ასტროლოგიურ-მეტეოროლოგიური თხზულების ავტორის სახელი
შესაბრალია, დასანანია
(უამინდობას) დაეთრთვილოს და გაეყინოს.
საუკეთესო ლალი
ზრო — აქ: ტანი. ტანი ჰქონდეს ლერწამივით
უთვისტომო, უცხო მგზავრად იქცეს
საცხოვრებელს, სამშობლოს მოჰშორდეს, გაუცხოვდეს
183
ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა, დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; თქვა: “თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”.
ოთხით, ჭენებით
მიატოვა
იმ მზის (თინათინის)
184
ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა, მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა; თქვის, “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა, მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”
გააუხეშა, სინაზე წაართვა
გულში დარტყმა
გააასა
185
ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა, გულსა უთხრის, თუ “დათმეო”, ამად არ დიაბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა–ემოყვრებოდა.
მოითმინეო
ძალიან
იბნიდებოდა, გონებას კარგავდა
უმეგობრდებოდა
186
მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად, უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქვის: “საყვარელო, მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად? შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.
ჰქონდა
ვისი ვუწოდო (ჩემ გულს)
187
ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე, რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არე არა, მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა. ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.
მთელი
არც ერთი არე, არც ერთი მიდამო.
ამასობაში
სამ თვეზე დავიდა
188
მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა. იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, დღე და ღამე იგონებდის საყვარელსა მასვე მისსა.
აღმოჩნდა ერთ ქვეყანაში
უსიამოვნო, მკაცრი
189
მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა, გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა. მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.
შეჰხვდა.
იქიდან
ისეთი, რომელსაც ხიდი არ უნდა
ორივე მხრიდან
190
ზედა წადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს; თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, არა იშობს; ”ვა, თუ საქმე გამიმჟღავნდეს!“—კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს— „ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.
ზედ წაადგა
მიჰყვება.
ჰქონდა
ოხრავს
191
საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად, თქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად!
აწონ-დაწონა, ყოყმანი დაიწყო
ამდენი
რად დავლიე, დავხარჯე ამდენი დღეები?
ვერაფერი გავიგო
ვის გზა-კვალსაც ვეძებ
192
“თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მის თანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიჰხვდენღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი.
დავყო ხანი, დრო
შევიტყო
მასთან დაკავშირებული, მისი, მისი შესახები.
გაუთავდეს, ამოეწუროს
მოუწიოს, წილად ჰხვდეს
ტირილი
შესაფერი, სათანადო
193
“უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული, მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული, მერმე მივიდე ცოცხალი მე, სხვაგან სადმე რებული!” ამას იგონებს ტირილით, გონება-შეიწრებული.
თავს უთხრა: “მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა! მიხვალ, დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა, გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?” იგონებსწამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა.
მოკვდი
სირცხვილიანს
იმ მოყმის, რაინდის
შესაბრალს
ფიქრობს
წამდაუწუმ
ბუჩქნარი
196
კვლაცა იტყვის “დათმობა სჯობს” და თავსავე ეუბნების: ”დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.
ამბობს
მოთმენა
სხვა დროს, თუ არ დაწესებულ ვადაში
მოვახერხებ, შევძლებ
ამაოდ, უსარგებლოდ.
ღვთის ნებას, მოვლენათა ღვთაებრივ წინასწარგანსაზღვრულობას
197
“ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგიან; უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან. აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!”
გამიგია, გამიგონია
უთუოდ
198
მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლნა წყალნი და ტყენია, მინდორს აცორვებსტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია. გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.
თანაბრად, აუჩქარებლად მიჰყავს
ცხენს
გაუქმებოდნენ, უსარგებლო გაჰხდომოდნენ
ჰშვენოდნენ
ჯოხი, სარი, სათიბში სამნად დასაყენებელი
199
მობრუნვება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა, მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.
ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადნი შეიწოდეს; ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკე მოვიდოდეს; თქვა, თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს”.
ყაჩაღებს
თორემ
სხვა დროს
202
ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკე მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული, თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული, ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.
ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა, მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა: ”ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.
ელაპარაკა
მოლაპარაკეებმა
ბევრი
ჩინეთი
205
“კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით, გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით, სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, ვხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით.
ჩამოვქვეითდით, დავდექით, დავბანაკდით
206
“ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით, მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით; ”მე უკეთ მოვკალ, მე გჯობო”, სიტყვანი ვავაქილენით, ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.
შევარცხვინეთ, ვაჯობეთ
შევეცილეთ, შევეკამათეთ
სიტყვები გავავექილეთ, ჩვენი თავის დასაცავად გამოვიყენეთ.
ვიდავეთ
207
“დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქვით: “გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა, თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა”.
სა¬ჭურველმტვირთველი, რაინდის მსახური, რომელიც მას ბრძოლაში გვერდით ახლავს
არაფერი (ცუდი) აზრად არ მოსდით
209
“ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია, ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა,—მერანი რამე, შავია,— თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია, ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.
უცბად, მოულოდნელად
სახემკაცრი, გაუცინარი
პირქუში, გულჩათხრობილი
გველეშაპისებრი მითიური არსება
ბეწვით გარეთ მიქცეული
210
“ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით. ვთქვით, თუ: “მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!” მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.
მზე ქვეყნადააო, მიწაზე ჩამოსულაო
ნუ მივმართავთ (მზეს) ცაში (რადგან იგი მიწაზე ყოფილა)
211
“მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვექენებით, ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით, ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალლეთ ჩვენ ნებით, მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.
გამოვსთხოვე
ხვეწნით
მომდევნომ
დავეთანხმეთ, მივეცით, ვუთხარით „ალალი იყოს”
212
“ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა, იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა: არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა. მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!
გაანატიფა, გაანაზა, გაცრიცა
გაამკაცრა
არც აგვაყენა, არც დაგვსვა
არაფრად ჩაგვაგდო
213
“უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსნი დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა, “დადეგო!”, ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.
შესაძლოა ორგვარი გაგება: ა
214
“მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გადაჰფრიწა, ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოაწიწა, თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-!
იმ ერთი მათრახით
მისთვის რაღაცის მკადრებელი, შემბედავი
დაამცირა
სახემკაცრი, გაუცინარი, უკადრებელი
215
“აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად, აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”, შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.
მზესა და მთვარესავით
ჩანდა ...რომ ის მზე (უცხო მოყმე) მიჰყავდა
216
აჰა, მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა, რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა. კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, მისი პოვნა, მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.
წილად ჰხვდა, ერგო, მოუწია
ამდენი
დაყოვნება, დარჩენა
აღარაა საჭირო
მას აღარ ჰმართებს, აღარ ეკუთვნის
217
უთხრა, თუ: “ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა, აწ თქვენგანმივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა, ღმერთიმცა ნურას ნუღა იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!
უცხო, მოსული კაცი, მოგზაური
სამშობლოს; იმ ქვეყანას, სადაც გავიზარდე
თქვენი გამოისობით, თქვენი წყალობით
მივაღწიე, ვეწიე
დასაღონებელს
218
“ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!” უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა, ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა”.
მივაღწიე, ვეწიე.
ნურაფერს იზამს
ტანჯვას, ტკივილს, უბედურებას.
ნელ–ნელა.
დაღლილნი.
219
ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა, ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა, დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.
მიმინო
ხეზიდან, წვრილი საბლიდან
ქათქათა თეთრი ტილო
მზე, უბრწყინვალესი შუქით შემოსილი
ჩაიქრო
220
მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: ”საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ-სიწყნარე გონებისა მოიძულვოს, მოიძაგოს.
მიეწია, ახლოს მიუვიდა
ფიქრობდა, სწონიდა.
როგორ ქნას, როგორ მოაწყოს.
გააშმაგებს.
საჭიროა, ჯერ-არს
მოაგვაროს, მოახერხოს.
აჩქარება, მოუთმენლობა.
221
“რათგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად, ანუ მოვჰკლავ, ანუ მომკლავს, დაიმალვის მეტის-მეტად”.
უგონო, არაშერაცხადი
გაოგნებული, გონდაკარგული
222
ავთანდილ იტყვის: ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი? რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივჰყვები, რაზომმც მოჰვლოდეს ზღუდენი, მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი”.
ამდენი ჭირი, გარჯა რად გავაუქმო?
რამდენი ზღუდეებიც უნდა ჰქონდეს მოვლებული
საშუალების, სამოქმედო გზის გამონახვა
ვიღონებ რასმე, რაც ჩემ საქმეს გაასწორებს
223
წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი, არსადა ხანნი არ დაყვნეს, ერთნი თვალისა წამენი, მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.
დაღლილნი, გამრჯელნი
თვალის დახამხამება
მომრწყველნი, დამლამავნი
224
დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრონი, თვალ-უწვდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.
კლდეებში
რამდენი
225
მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა, იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.
იქიდან
226
რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.
აქ: ქალის ტანსაცმელი.
მოეხვია
ჩამოხდა, ჩამოქვეითდა
227
ყმამან უთხრა: “დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს: ვერღა მივჰხვდი ჟამიერად, ჩვენ ვისნიცა ცეცხლნი გვწვიდეს”. ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს, ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლით სწვიმდეს.
მოყმემ, რაინდმა
შევხვდით, ვნახეთ
დროულად
გვწვავდნენ.
იკრა
დაბნდა, გული წაუვიდა
აწვიმებდნენ, წვიმასავით ასველებდნენ
228
იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა, ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა; იზახდიან, მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა. ავთანდილ ჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.
ეხვეოდნენ
მოთქვამდნენ
აძლევდნენ
229
სული დაიღომან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.
გაჩუმდა
იმ ქალმა
გამოქვაბულში
წელზე მოსარტყმელი აბჯარი
გათავდა
230
ავთანდილს უკვირს: “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!” გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა, შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა, შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.
შევიტყო
იმავე ფერით
თავსაბურავი, მოსასხამი
ჩხარუნით
231
მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა; ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრო-რე დაიღრეჯდა.
ერთი დღის გზა
ისვენებდა გზის შემდეგ, ადგილზე რჩებოდა
მეტხანს არ რჩებოდა ადგილზე
ტევრივით ხშირ თმას
მოეხვივნენ.
232
ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისავე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, “ნუთუ მზეაო, — თქვა, — ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა; ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა — ვაცისა.
„წვერგამომავალი”, ჯერ წვერმოუშვები (გ
მზე ხომ არააო?
233
მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა, თქვა, თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.
გაევლო
234
“აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო”.